უწერა

უწერა — სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: უწერა, ნაკიეთი, ნიგავზები, ფარავნეში).

მდებარეობს მდინარე რიონის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1050 მეტრი, ონიდან 10 კილომეტრი.

სოფელი
უწერა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი უწერა
კოორდინატები 42°38′08″ ჩ. გ. 43°32′22″ ა. გ. / 42.63556° ჩ. გ. 43.53944° ა. გ. / 42.63556; 43.53944
ცენტრის სიმაღლე 1050
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 260 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
უწერა — საქართველო
უწერა
უწერა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
უწერა

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 260 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 412 187 225
2014 უწერა  260 124 136

ისტორია

ფეოდალურ ხანაში უწერა შედიოდა რაჭის ანუ რაჭა-თაკვერის საერისთაოში. 1687 წ. იმერეთის მეფემ ალექსანდრე IV-მ რაჭაში ლაშქრობის დროს გადაწვა უწერა.

სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესიის (ვახუშტი ბაგრატიონი მას „სიონად“ მოიხსენიებს) ნანგრევები, გრანიტის ქვით ნაგები წმ. გიორგის სახელობის მომცრო დარბაზული ეკლესია, რომლის ორი კედელი მოგვიანებით რიყის ქვით არის აღდგენილი. სოფლის მახლობლად ფეოდალური ხანის ციხისა და 3 ეკლესიის ნანგრევებია.

ვახუშტი ბაგრატიონი უწერის შესახებ წერს:

უწერა 
„არს დაბა უწერა, რიონის ორსავე კიდესა ზედა. აქა, რიონის ჩდილოთ, არს ეკლესია სიონი, დიდი. ამ ეკლესიის კამარასა შინა მკიდარებს თმა ერთი ნაწნავი, და იტყჳან თამარ მეფისასა. აქავ არს მიწა, რომელსა უწოდებენ სასუნებლად, რომელი დავსწერეთ ქართლსაც, არამედ ესე უმეტეს ძალიანი, რამეთუ გარდაფრენილი ფრინველი მას ზედა ჩამოვარდების სუნისაგან. არს ესე ონსაცა, გარნა ესევე უმჯობესი.“

1901 წლის მონაცემებით უწერის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 7 სოფელს და 3693 ადამიანს.

კურორტი

უწერა საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5 °C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C), ნალექები 1400 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-კარბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი „უწერა“, სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის) და საშარდე სისტემის დაავადებები. ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებობა. სეზონი - მაის-ოქტომბერი.

ლიტერატურა

  • უშვერიძე გ. მეტრეველი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 199.
  • ალადაშვილი ბ. საოჯახო მედიცინა. გვ. 493. თბილისი, 1984.
  • ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 768. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973.

სქოლიო

Tags:

უწერა დემოგრაფიაუწერა ისტორიაუწერა კურორტიუწერა ლიტერატურაუწერა სქოლიოუწერაზღვის დონეთემიკილომეტრიმდინარემეტრინაკიეთინიგავზებიონიონის მუნიციპალიტეტირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარერიონისოფელიფარავნეში

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიქელანჯელო ბუონაროტიკულტურაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ლევან შენგელიაგიორგი სააკაძესაფრანგეთის რევოლუციაკორუფცია28 მარტიმდგრადი განვითარებაენგუს დიტონიეპილეფსიაგელათის მონასტერიმეორე მსოფლიო ომისვანური კოშკიექსპრესიონიზმიძველი თბილისისალომე ზურაბიშვილილაშა ბექაურიცილებიაშშ-ის სამოქალაქო ომიფრიდერიკ შოპენიკონსტანტინოპოლინივთიერებამიკროორგანიზმებინატვრის ხე (ფილმი)ნოდარ დუმბაძესიმსივნემეიოზიამქარიძაღლიმითიMozilla Firefoxდედამიწის დღეგიორგი მამარდაშვილიუკრაინადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმივერის უბნის მელოდიებითავის ტვინიჰონგ-კონგისოფლის მეურნეობაანა კალანდაძეთავისუფლება (ფილოსოფია)ნიდერლანდებიგრიგოლ ხანძთელისიურრეალიზმიდიეგო მარადონათავისუფლების მოედანი (თბილისი)აპრილისაქართველო XVIII საუკუნეშირიცხვითი სახელიიუჯინ ვიგნერიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიაჭარაბეთ არენასაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს კონსტიტუციახვიჩა კვარაცხელიააშშ-ის პრეზიდენტების სიაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისასწორი (ასტროლოგია)გიორგი XIIჯილიზაატლანტის ოკეანედუბაითეატრიარსებითი სახელიისლამიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიუეფასისხლის მიმოქცევის სისტემაპენალტი (ფეხბურთი)დიდი პანდამიხეილ სააკაშვილითრომბოციტებიგალაკტიონ ტაბიძესოციალიზმიბგერაზურაბ ხიზანიშვილი🡆 More