სერ უილიამ ჯერალდ გოლდინგი (ინგლ.
19 სექტემბერი, 1911 — გ. 19 ივნისი, 1993) — 1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი. XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორი.
უილიამ გოლდინგი | |
---|---|
ინგლ. William Gerald Golding | |
დაბადების თარიღი | 19 სექტემბერი, 1911[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] |
დაბადების ადგილი | Newquay[16] |
გარდაცვალების თარიღი | 19 ივნისი, 1993[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [17] [12] [13] [14] [15] (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პერანაურთალი |
დასაფლავებულია | Church of Holy Trinity, Bowerchalke |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, რომანისტი[16] , სცენარისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო[8] |
ალმა-მატერი | ბრასენოსის კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და Marlborough Royal Free Grammar School |
Magnum opus | ბუზთა ბატონი და To the Ends of the Earth |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[18] [19] , ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, ბუკერის პრემია[20] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი[21] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი და რაინდი-ბაკალავრი[21] |
მეუღლე | Ann Brookfield |
საიტი | william-golding.co.uk |
უილიამ გოლდინგი დაიბადა 1911 წელს კორნუოლში.დაამთავრა მარლბოროუს სკოლა, რის შემდეგაც ჩაირიცხა ბრასენოსის კოლეჯში (ოქსფორდი). ცხოვრების განმავლობაში ბევრი სპეციალობით იყო დაკავებული. ის იყო სკოლის მასწავლებელი, ლექტორი, მეზღვაური, მუსიკოსი, მწერალი, მსახიობი. ბავშვობიდან უნდოდა გამხდარიყო მეცნიერი, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა. ოქსფორდში სწავლისას უილიამი ინგლისურ ლიტერატურას გაეცნო. 1935 წელს დაიბეჭდა მისი პოემების კრებული.
1940 წელს ჩაეწერა საზღვაო ფლოტში. უილიამ გოლდინგმა 6 წელი ზღვაში გაატარა. ომის შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად. შემდეგ ხელმეორედ დაუბრუნდა თავის ძველ საქმიანობას და წერა დაიწყო. მწერლის ინტერესის სფეროებმა გავლენა მის ნაწარმოებებზეც მოახდინა. უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი ბუზთა ბატონი (1954) — უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, „რობინზონიადას“ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან. ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული. 1963 წელს ნაწარმოების მიხედვით ფილმიც გადაიღეს.
უილიამ გოლდინგი 1993 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა. 2008 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ მას 50 საუკეთესო თანამედროვე ბრიტანელ ავტორთა სიაში მესამე ადგილი მიაკუთვნა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article უილიამ გოლდინგი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.