ტოლიატი

ტოლიატი (რუს.

ქალაქი
ტოლიატი
Тольятти
ტოლიატი
დროშა გერბი
ტოლიატი ტოლიატი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი სამარა
შიდა დაყოფა 3 რაიონი
კოორდინატები 53°31′00″ ჩ. გ. 49°25′00″ ა. გ. / 53.51667° ჩ. გ. 49.41667° ა. გ. / 53.51667; 49.41667
მერი სერგეი ანდრეევი
დაარსდა 20 ივნისი, 1737
ადრეული სახელები 1964 წლამდე — სტავროპოლი
ამჟამინდელი სტატუსი 1780
ფართობი 314,79 კმ²
ცენტრის სიმაღლე 90
ოფიციალური ენა რუსული ენა
მოსახლეობა 719 600 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 2286 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები — 86,1%
თათრები — 4,1%
უკრაინელები — 2,1 %
მორდვინები — 1,8%
ჩუვაშები — 1,6%
სხვა — 4,3%
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი +7 8482
საფოსტო ინდექსი 445xxx
ოფიციალური საიტი portal.tgl.ru
ტოლიატი — რუსეთი
ტოლიატი

ქალაქი მდებარეობს მდინარე ვოლგის მარცხენა ნაპირზე. 2012 წლის მონაცემებით ტოლიატის საქალაქო ოკრუგის მოსახლეობა 719 600 ადამიანს შეადგენდა. ამ მონაცემებით, ტოლიატი რუსეთის უდიდესი ქალაქია, თუ არ ჩავთვლით ფედერაციის სუბიექტების დედაქალაქებს.

ტოლიატი დააარსა ვასილი ტატიშჩევმა 1737 წელს, როგორც ქალაქი-ციხესიმაგრე, მომთაბარეებისა და ნათელღებული კალმიკებისგან თავდასაცავად. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ცნობილი იყო, როგორც კლიმატური კურორტი და კუმისით მკურნალობის ადგილი. 1953-1955 წლებში ქალაქი შედარებით მაღლობ ტერიტორიაზე გადაიტანეს, რადგან კუიბიშევის წყალსაცავის შექმნის შემდეგ ძველი ქალაქი დაიტბორა. 1964 წლიდან ქალაქი იტალიელი კომუნისტის პალმირო ტოლიატის სახელს ატარებს. 1970-იან წლებში ქალაქის მოსახლეობამ მკვეთრი მატება დაიწყო, რაც დაკავშირებული იყო კომპანია „ავტოვაზის“ მშენებლობასთან, რომელიც დღესაც მნიშვნელოვან საწარმოს წარმოადგენს.

ქალაქი საავტომობილო და ქიმიური მრეწველობის, ასევე სარკინიგზო, სამდინარო და საავტომობილო ტრანსპორტის ცენტრს წარმოადგენს. უახლოესი აეროპორტი კურუმოჩია. ქალაქი, მდინარე ვოლგის გასწვრივ დაახლოებით 30 კილომეტრზეა გაშენებული და 3 რაიონისგან შედგება: ავტოზავოდსკის, ცენტრალური და კომსომოლსკის რაიონები. ქალაქში მოტოსპორტისთვის ხელსაყრელი პირობებია, ყოველწლიურად ქალაქში გამართულ მოტო-შოუებზე მთელი რუსეთიდან და დსთ-ის ქვეყნებიდან ჩადიან ხალხი.

ტოლიატში ხუთი უმაღლესი სასწავლებელია, მათ შორის უძველესი ტოლიატის სახელმწიფო უნივერსიტეტია; მოქმედებს რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ასევე მრავალი მუზეუმი, თეატრი, ქალაქის სიმფონიური ორკესტრი, ფილარმონია. ქალაქის დღე აღინიშნება ზაფხულის პირველ შაბათ-კვირას. ქალაქის შემოგარენში ყოველწლიურად ტარდება ვალერი გრუშინის სიმღერების ფესტივალი, სადაც რამდენიმე ათასი მონაწილე იკრიბება. ტოლიატი ორგანიზაცია „Rotary International“-ის წევრია.

დაძმობილებული ქალაქები

პარტნიორი ქალაქები:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1964ბერძნული ენარუსეთირუსული ენასამარის ოლქიქალაქი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბერძნული ხელოვნებალომი (ასტროლოგია)ლიმფოციტებიფიოდორ დოსტოევსკიკალათბურთიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაპითაგორას თეორემაკირჩხიბი (ასტროლოგია)ჩერნობილის კატასტროფარელიეფის ფორმებიძაღლიმაცივარიგიორგი სააკაძესულხან-საბა ორბელიანინიკოლოზ ბარათაშვილიხემარწყვააპენდიციტიამფიბიებიგელათის მონასტერიბიშკეკიმარტივი და შედგენილი რიცხვებიჩინგიზ-ყაენინეპოტიზმინიკიტა ხრუშჩოვიკონსტანტინე გამსახურდიაალკანიგიორგი ანწუხელიძენოე სულაბერიძებირთვული იარაღიბაგრატ III (საქართველოს მეფე)კაპიტალიზმილეიკოციტებიწყალდიდობა29 აპრილიჩრდილოეთი ამერიკადედოფალადედამიწის დღენარიყალაბაზალეთის ტბადიდი პარასკევიგიორგი VIIIსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიაშშ-ის პრეზიდენტების სიაპუნიკური ომებიბგერაკრიშტიანუ რონალდუვერცხლიჯორჯ გერშვინიორნელა მუტიპარაზიტიზმიჩონგურისაქართველო XV საუკუნეშისპილოსებრნითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიგამზრდელი (პოემა)მსოფლიოს შვიდი საოცრებაგაზაფხულისახელმწიფოელექტრული დენიენცეფალოპათიაკვიპროსიოტელო (ვერდის ოპერა)სოციალიზმიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაიალბუზიჰაერის დაბინძურებაზენონი (იარაჯული)პეტუნიამუნიაბო თბილელის წამებასუვერენიტეტიგურამ დოჩანაშვილიშინაური კატატუტე ლითონებიდეციმეტრიცხენისწყალი🡆 More