ტერტერის რაიონი (აზერ.
მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ტერტერი.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ტერტერის რაიონი აზერ. Tərtər rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | ტერტერი | |
კოორდინატები | 40°20′17″ ჩ. გ. 46°54′49″ ა. გ. / 40.33806° ჩ. გ. 46.91361° ა. გ. | |
მმართველი | Mustagim Mammadov | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 957 კმ² | |
მოსახლეობა | 102 500 | |
სატელეფონო კოდი | 994 22 | |
საფოსტო ინდექსი | AZ 5900 | |
საავტომობილო კოდი | 59 | |
| ||
რეგიონში კლიმატი ზომიერად ცხელი, ნახევრად უდაბნო და მშრალი უდაბნოს ტიპისაა, ზომიერი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით. იანვრის საშუალო ტემპერატურა 2 °C-დან 7 °C-მდე მერყეობს, ხოლო ივლისში 22-27 ° C-ს შორის. წლიური ნალექი 300-500 მმ-ს შეადგენს. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ტერტერი. ტერიტორია ძირითადად მოიცავს წაბლისფერ და ნაცრისფერ ნიადაგებს. გავრცელებულია მარილიანი ნახევრად უდაბნოები, ტყეები და სუბალპური მდელოები. ტარტარის მხარე მდებარეობს მდინარე ტარტარის ქვედა ნაწილში და ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე ინსი. რაიონი მდებარეობს მტკვარ-არაქსის დაბლობის დასავლეთ ნაწილში, ყარაბაღის დაბლობზე. აქ მოიპოვება ნავთობი და სამშენებლო მასალები. რეგიონში 58 დასახლებული პუნქტია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ტერტერი, მდებარეობს უძველესი ქარავნის გზაზე მდინარე ტერტერის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე.
ტერტერის მხარე მდებარეობს მცირე კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მთიან ყარაბაღის დაბლობზე, სადაც ზაფხულში კლიმატი ცხელი და მშრალია, ხოლო ტემპერატურა კი 41 °C- ს აღწევს. რაიონის წლიური ტემპერატურა 11.5 °C-ია, ხოლო ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც ოდესმე დაფიქსირდა ტერტერში, შეადგენდა 43 გრადუს ცელსიუსს.
ტერტერი არის ადმინისტრაციული ერთეული აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. 1920 წლის აპრილში შეიქმნა ჯავანშირი. ტერტერის რაიონიც დაარსდა ამავე წელს, თუმცა იმყოფებოდა ჯავანშირის დაქვემდებარებაში 1920-1922 წლებში. 1922 წელს ამ რეგიონს დაერქვა ჯავანშირის მხარე. 1929 წლის 8 აპრილიდან 1930 წლის 8 აგვისტომდე, იმყოფებოდა ყარაბაღის ოლქის დაქვემდებარებაში. 1930 წლის 8 აგვისტოს დაარსდა ტერტერის მხარე. 1931 წლის 24 თებერვალს ტერტერის რაიონი გაუქმდა და ბარდას რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში გადავიდა. 1934 წლის 27 იანვარს რაიონი ხელახლა დაარსდა. 1949 წლის 5 აგვისტოს ტერიტორიას დაარქვეს მირბაშირის ოლქი. 1963 წლის 4 იანვარს მირბაშირის ოლქი გაუქმდა და გადაეცა ბარდადის ადმინისტრაციას .1965 წლის 6 იანვარს მირბაშირის რაიონში რეორგანიზაცია განხორციელდა. 1991 წლის 7 თებერვალს მირბაშირს დაარქვეს ტერტერის მხარე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1992 წლის 13 ოქტომბრის 32327 გადაწყვეტილებით, გაუქმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აღდარის რაიონი და ამავე რაიონის სოფელი აღდარა და სხვა 28 სოფელი მიაკუთვნეს ტარტარის რაიონის ადმინისტრაციულ სტრუქტურას. რეგიონში ამჟამად არის 2 ქალაქი, 1 ურბანული დასახლება და 74 სოფელი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ტერტერის რაიონი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.