ტარლაკის პროვინცია (ტაგალ.
პროვიციის დედაქალაქია ტარლაკი. პროვინცია ლუსონის ჰართლენდში, ცენტრალურ დაბლობზე მდებარეობს. ტარლაკის ფართობი 3 053.45 კმ²-ია. პროვინციის ჩრდილოეთით პანგასინანი მდებარეობს, აღმოსავლეთით — ნუევა-ესიხა, დასავლეთით — სამბალესი, ხოლო სამხრეთით — პამპანგა. პროვინცია მოიცავს 17 მუნიციპალიტეტსა და 1 ქალაქს (პროვინციული დედაქალაქი), რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონად იყოფა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ტარლაკის პროვინცია | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
ადმ. ცენტრი | ტარლაკი | ||||
შიდა დაყოფა | ტარლაკი, ანაო (ტარლაკი), კონსეფსიონი (ტარლაკი), კაპასი, პანიკი, ხერონა (ტარლაკი), კამილინგი, ბამბანი, ლა-პასი (ტარლაკი), ვიქტორია (ტარლაკი), მონკადა (ტარლაკი), სანტა-იგნასია, სან-ხოსე (ტარლაკი), მაიანტოკი, სან-მანუელი (ტარლაკი), პურა (ტარლაკი), რამოსი (ტარლაკი) და სან-კლემენტე (ტარლაკი) | ||||
კოორდინატები | 15°30′00″ ჩ. გ. 120°30′00″ ა. გ. / 15.50000° ჩ. გ. 120.50000° ა. გ. | ||||
მმართველი | Susan A. Yap-Sulit | ||||
დაარსდა | 28 მაისი, 1873[1] | ||||
ფართობი | 3053.60 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 503 456 (1 მაისი, 2020)[2] | ||||
სატელეფონო კოდი | 45 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.tarlac.gov.ph/ | ||||
| |||||
დღეისთვის ტარლაკი რეგიონის ყველაზე მრავალეთნიკური პროვინციაა. ტარლაკში 4 ეთნიკური ჯგუფი გამოიყოფა: კაპამპანგანები, პანგასინანები, ილოკანოები და ტაგალები. პროვინცია ცნობილია შაქრისა და ბრინჯის პლანტაციებით.
ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ლუსონის ცენტრალური დაბლობის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ტარლაკს ოთხი პროვინცია ესაზღვრება: პამპანგა სამხრეთიდან, ნუევა-ესიხა აღმოსავლეთიდან, პანგასინანი ჩრდილოეთიდან და სამბალესი დასავლეთიდან. პროვინციის ფართობი 3 053.6 კმ²-ია. პროვინციის 75% დაბლობებს, დანარჩენი კი ბორცვებსა და მთებს უკავია.
პროვინციის აღმოსავლეთი ნაწილი დაბლობებითაა ვაკეებითაა დაფარული, ხოლო დასავლეთი ტარლაკი ბორცვებითა და მთებით. პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს ტელაკავის მთა (კაპასი), ბუენოს, მორ-ასიისა, დალინისა და კანუმანის მთები (კაპასი). დეგისა და მაასინის მთები სან-კლემენტეს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დამასი კი კამილინგის მუნიციპალიტეტსი. მაიანტოკისა და სან-ხოსეს მუნიციპალიტეტები მთლიანად მთებითაა დაფარული, რის გამოც პროვინცია ბუნებრივი რესურსებისა და ტყის რესურსების სიმდიდით გამოირჩევა, როგორიცაა: რკინა, ნახშირი, სპილენძი, ქვიშა, ხრეში და სხვ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის ძირითადად მდინარე ტარლაკის წყალს იყენებენ ქალაქ ტარლაკში, ასევე ლუკონგისა და პარუას წყალს კონსეპსიონში, საკობია-ბამბანის წყალს ბამბანში და რიო-ჩიკოს წყალს ლა-პასში.
ტარლაკის პროვინცია 17 მუნიციპალიტეტსა და 1 შემადგენელ ქალაქს მოიცავს, რომლებიც 3 საკანონმდებლო რაიონად იყოფა. პროვინციაში 511 ბარანგაი მდებარეობს. 2010 წლის აღწერით ყველაზე მეტი ადამიანი კაპასში მდებარე კრისტო-რეის ბარანგაიში ცხოვრობს, ხოლო ყველაზე ცოტა ბამბანში მდებარე მალონსოს ბარანგაიში.
ცენტრალური ლუსონის დანარჩენი ნაწილის მსგავსად პროვინციაში სამი სეზონი იკვეთება: ზაფხული მარტიდან ივნისამდე გრძელდება, მუსონური წვიმები ივლისიდან ქოტომბრის დასაწყისამდეა, ხოლო ზამთარი ოქტომბრის ბოლოდან თებერვლამდე. ზაფხულის თვეებში შედარებით ხშირია ჭექა-ქუხილი. ტარლაკი რეგიონის ყველაზე ცივი პროვინციაა. საშუალო წლიური ტემპერატურა 23 °C-ია (73 °F). დიდი ვაკეზე მდებარეობს გამო ტარლაკი რეგიონის ყველაზე ქარიანი პროვინციაცაა.
2015 წლის აღწერით ტარლაკის მოსახლეობა 1 366 027 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 450 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.
პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა კაპამპანგანებისა და ილოკანოების ეთნიკური ჯგუფები შეადგენენს. კაპამპანგანები ძირითადად პროვინციის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობენ, ხოლო ილოკანოები — ჩრდილოეთ ნაწილში. პროვინციული დედაქალაქი ორივე ეთნიკური ჯგუფითაა დასახლებული. მოსახლეობის ნაწილს ტაგალები და პანგალატოკები შეადგენენ.
მოსახლეობის უმრავლესობა კაპამპანგანურ და პანგასინანურ ენებზე საუბრობს, ასევე ტაგალურ და ილოკანურ ენებზე. ინგლისური ენა ფართოდ გამოიყენება პროფესიულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ტარლაკის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 80-83%) რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. მოსახლეობის 8%-ს ევანგელისტები შეადგენენ. პროვინციის უძველესი ტაძარი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სამრევლო ტაძარი კამილინგში მდებარეობდა, რომელიც 1997 წელს დაიწვა. მოსახლეობის რელიგიურ უმცირესობას მუსლიმები, ანიმისტები,და ათეისტები მიეკუთვნებიან.
პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ტარლაკის პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი სუსან იაპ სულითია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — კარლიტო ს. დავიდი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ტარლაკის პროვინცია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.