ივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი

2016 წლის ივნისის სტამბოლის ტერაქტი (თურქ.

თავდასხმის მიზანში იყო, პოლიციელებით დატვირთული ავტობუსი, რომელიც გადიოდა ვეზნეჯილერის რაიონში. სამ პირს 36 დაშავებულიდან, აქვთ მძიმე დაზიანებები.

სტამბოლის ტერაქტი (ივნისი, 2016)
Haziran 2016 saldırısı
მდებარეობა ფათიჰი, სტამბოლი
თურქეთის დროშა თურქეთი
თარიღი 7 ივნისი, 2016
08:40 (UTC+3)
სამიზნე პოლიციელები და სამოქალაქო პირები
იარაღი ბომბი
დაღუპულები
  • 7 პოლიციის ოფიცერი
  • 4 სამოქალაქო პირი
  • ჯამში: 11 პირი
არასასიკვდილო დაზიანებები
36
ორგანიზატორები ქურთისტანის თავისუფლების მიმინოები
ეჭვმიტანილი დამნაშავეები
ივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი ისლამური სახელმწიფო
ივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი ქურთისტანის მუშათა პარტია

ისტორია

სტამბოლში ამ ტერაქტამდე უკვე მოხვდა ორი ტერაქტი, 2016 წლის იანვარში და მარტში, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIL). თურქეთი, ისედაც იყო მაღალი უსაფრთხოების განგაშის რეჟიმში, განმეორებითი ტერაქტების გამო, ორი ასეთი თავდასხმა მოხდა ანკარაში, თებერვალსა და მარტში, რა დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ტერაქტზე მაშინ აიღო ქურთისტანის თავისუფლების მიმინოებმა (ტაკი), რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) რადიკალური ფრთაა.

ტერაქტი

ივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი 
შეჰზადეს მეჩეთი, რომელიც მდებარეობს ძალიან ახლოს ტერაქტის ადგილიდან, ხოლო ტერაქტის დროს მეჩეთის მინები აფეთქების გამო დაიმსხვრა.

თავდასხმის მიზანი იყო პოლიციელები, რომლებიც იცვლებოდნენ დაცვის მორიგეობაში სტამბოლის უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ლიტერატურის ფაკულტეტის შენობის წინ. თავდასხმა მოხდა შეჰზადებაშის გამზირზე, სასტუმროს წინ, ვეზნეჯილერის ავტოსადგურსა და პოლიციის განყოფილების შორის. ტერაქტის ადგილი ასევე ძალიან ახლოსაა ბეიაზითის მოედთან, რომელიც ძირითადი ტურისტული ადგილია. ტერაქტი მოხდა დილის საათებში, როდესაც სასტუმრო ცარიელი იყო, ტურიზმის შემცირების გამო თურქეთში. ბომბი, გავრცელებული ინფორმაციით, დისტანციური მართვით აფეთქდა. თვითმხილველის ცნობით, აფეთქების ადგილას იყო გაჩერებული მანქანა, რომელისაც მართავდა უცნობი პირი და რომელიც შეიძლება ბომბით იყო დატვირთული და რომელიც გამოძიების საგანია. აფეთქების ძალამ გადმოაბრუნა პოლიციის ავტობუსი, დააზიანა მიმდებარე მანქანები და დაზიანა სასტუმროს შესასვლელი. საერთო საცხოვრებელი, რომელიც იყო აფეთქების ადგილთან ახლოს, აფეთქების შედეგად დაზარალდა, სადაც ბომბის ფრაგმენტებმა გაანადგურა სტუდენტთა ოთახების ფანჯრები. დაზიანება და დამსხრეული ფანჯრები დაფიქსირდა დიდ ტერიტორიაზე, მათ შორის XVI საუკუნის შეჰზადეს მეჩეთიც.

არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მაშინვე აიღო პასუხისმგებლობა ტერაქტზე. მეთე იარარის პირველადი შეფასებით, რომელიც არის უსაფრთხოების ანალიტიკოსი, ტერაქტი შეიძლება ჩაიდინოს თურქეთში მოქმედმა სამმა ორგანიზაციამ, ესენია: ქურთისტანის მშრომელთა პარტია (PKK), ISIL და რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარტია/ფრონტი (DHKP-C), აქედან შეიძლება ყველა იყოს პასუხისმგებელი აფეთქებაზე.

გამოხმაურება

ტერაქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰასეკის საავადმყოფოში მოინახულა დაშავებულები. ასევე გააკეთა განცხადება, სადაც ის თქვა, რომ: "ეს არ ეპატიება არავის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ დაუღალავად და ბოლომდე." თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ: "ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავდა, ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეების მოკლა, წმინდა რამადანის თვის პირველ დღეებში, აჩვენა, რომ ისინი არიან კაცობრიობის მტრები."

ტერაქტის შემდეგ

ტერაქტის შემდეგ, გამზირი და ვეზნეჯილერის მეტროსადგური დაიხურა. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია ტერიტორიიდან. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ გაისმა სროლის ხმა, რომელიც განახორციელეს პოლიციელები, რომ აღდგეს წესრიგი. დაახლოებით, ტერაქტიდან 4 საათის შემდეგ, გაიცა აკრძალვა მაუწყებლობაზე, ტერაქტის ასპექტების გახმოვანებასთან დაკავშირებით. ასევე, ყველა გამოცდა სტამბოლის უნივერსიტეტში გაუქმდა.

10 ივნისს, ქურთისტანის თავისუფლების მიმინოებმა (ტაკი) აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, აგრეთვე გააფრთხილა უცხოელი ტურისტები, რომ თურქეთი არ არის უსაფრთხო ქვეყანა მათი ვიზიტისთვის.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

ივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი ისტორიაივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი ტერაქტიივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი გამოხმაურებაივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი ტერაქტის შემდეგივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი იხილეთ აგრეთვეივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი სქოლიოივნისი, 2016 სტამბოლის ტერაქტი2016UTC+3თურქული ენასტამბოლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიალცჰაიმერის დაავადებადენის ძალაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითანტიკური ხანაჰემოგლობინიდიდი დეპრესიაპარიზის სამშვიდობო კონფერენციაძვალიეროზიაფუტიბელგიასაქართველო XVIII საუკუნეშითავის ტვინიანტარქტიდამუშთაიდის ბაღიფიოდორ დოსტოევსკიეპითეტიარაგვიაგამემნონიასკარიდისებრნიაქლემისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამონაკოლიბერალიზმი საქართველოშიგამზრდელი (პოემა)მონა ლიზაბიძინა ივანიშვილიობობებიასპექტი (გრამატიკა)მეტაბოლიზმიტოლერანტობაუნგრეთიწიგნი სიბრძნე სიცრუისაოსმალეთის სულთნების სიამჟავური წვიმამენსტრუაციაძუძუმწოვრებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეთეიმურაზ Iწმინდა გიორგილუქსემბურგიყარსის ხელშეკრულებათურქეთიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიგიორგი ლეონიძეტრეფიკინგიწმინდა ნინობელარუსიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითფესახითაკო ჩხეიძემცენარეებისინონიმებიარაბთა დაპყრობითი ომებიცენტნერიალიტერაციაშიდსიდიმიტრი ყიფიანიდათვიხეოფსის პირამიდათამარ მეფენიჰილიზმიერთეულთა საერთაშორისო სისტემამტკვარიტოტალიტარიზმისიყვარულიჰექტარიკვიპროსიყვარყვარეფეხბურთიისტორიალიბერალიზმისიმკვრივექალაქივახტანგ I გორგასალიაბრაამ ლინკოლნი🡆 More