სოლკოტას მღვიმე

სოლკოტას მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, სოფელ ყუმისთავიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

მდებარეობს წყალტუბოს მასივზე, ფოთლოვან ტყეში, ზღვის დონიდან 373 მ სიმაღლეზე. მღვიმე მეჩხერ ტყეში მდებარე ძაბრის ფსკერზე შენიღბული შესასვლელით იხსნება. ძაბრის დიდი ღერძი ორიენტირებულია 45°-ის მიმართულებით. მისი სიგრძე 10 მ, მოკლე ღერძის სიგრძე 8 მ-ია, ძაბრის სიღრმე 8 მ.

სოლკოტას მღვიმე
სოლკოტას მღვიმე
კოორდინატები: 42°23′22″ ჩ. გ. 42°37′03″ ა. გ. / 42.389556° ჩ. გ. 42.617639° ა. გ. / 42.389556; 42.617639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 373 მ
სიგრძე 210 მ
სიღრმე 32 მ
ამგებელი ქანები კირქვა
სოლკოტას მღვიმე — საქართველო
სოლკოტას მღვიმე
სოლკოტას მღვიმე — იმერეთის მხარე
სოლკოტას მღვიმე

სოლკოტას მღვიმე იწყება 5 მ სიგანისა და 2 მ სიმაღლის შესასვლელით. მკვეთრად დახრილი დერეფნის მიღმა მღვიმე 10–15 მ-მდე ფართოვდება და 25–30 მ სიგანის ჰორიზონტულ ფსკერიან დარბაზში გადადის, ჭერის სიმაღლე 20–25 მ აღწევს. სოლკოტას მღვიმის ჯამური სიგრძეა 210 მ, სიღრმე 32 მ, საშუალო სიგანე 15 მ, საშუალო სიღრმე 8,5 მ. ფართობი 3250 მ², მოცულობა 27600 მ³. განვითარებულია ზედაჰოტრივულ-ქვედაბარემულ მასიურ და სქელშრეებრივ ურგონული ფაციესის კირქვებში. შესასვლელთან შრეები დაქანებულია ჩდ 290–300° აზიმუტითა და 10–15° კუთხით.

სიღრუეში განვითარებული ნაპრალები ერთიანდებიან ორ მკვეთრად გამოხატულ სისტემად: განედური მიმართების ვერტიკალური, ციცაბოდ ვარდნილი ნაპრალები და 10°-ით აღმოსავლეთით გადახრილი სუბმერიდიანული, დიასტრომის განფენის თანხვდენილი ნაპრალები. წყალტუბოს მასივის სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით, სოლკოტას მღვიმეში შრეების ვარდნის საწინააღმდეგოდ დახრილია შესასვლელიდან დაახლოებით 150 მ-მდე, შემდგომ 30 მ-ის მანძილზე ჰორიზონტულია, ხოლო დანარჩენი ნაწილი აღმავალი და ემთხვევა ქანების დაქანების მიმართულებას.

მღვიმის განიკვეთი სამკუთხოვანია, ჭერი უსწორმასწორო, სართულიანობა არ გააჩნია. სოლკოტას მღვიმე წარმოადგენს ძველი, ფრეატული წყაროს გამოსავალს, რაზეც მისი გასწვრივი ჭრილი მიგვანიშნებს: მღვიმის ქანობის დიდი ნაწილის დახრა შრეების დაქანების საწინააღმდეგოდ შესაძლებელია განვითარებულიყო მხოლოდ ფრეატული წყლების მოქმედების შედეგად, ხოლო თვით წყლის ნაკადი შემოდიოდა მღვიმის ბოლო ნაწილიდან და სწორედ ამიტომაც მღვიმე ბოლო მონაკვეთში ქანების შრეების წოლის თანხვედრილია. ამაზევე, მეტყველებს ზოგიერთი მორფოლოგიური თავისებურება, კერძოდ, ჭერზე წარმოშობილი ელიფსოიდური ფორმის ჩაღრმავებები. იკითხება ამ ელიფსური ღრმულების დიდი ღერძის ორიენტირების დამთხვევა ვერტიკალურ ან ციცაბოდ დახრილი ნაპრალის მიმართულებასთან. ამის მაგალითია მღვიმეში შესასვლელიდან 90-ე მ-ზე ჭერზე გაჩენილი დაახლოებით 1 მ-ის სიღრმის ზევით დახშული და ქვევით გახსნილი ცილინდრული სიღრუეები, ეგრეთ წოდებული „პაპის ტიარები“, რომელთა წარმოშობაც შერევის კოროზიასთანაა დაკავშირებული.

სოლკოტას მღვიმეში ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები. ყურადღებას იპყრობს ნაღვენთების განსაკუთრებით დიდი ზომები. ჭერიდან სიმძიმის ძალით მოწყვეტილი სტალაქტიტის გარშემოწერილობა 5 მ-ს უდრის. ამ ზომის სტალაქტიტი იშვიათია ევროპაში. შესასვლელიდან 160 მ სიგრძეზე ფსკერიდან აღმართულია 8 მ სიმაღლის სტალაგმიტი, რომლის გარშემოწერილობა ძირთან 8,5 მ-ია, შუაში კი 4,5 მ. ჩასასვლელი მონაკვეთის დაღმავალი ხასიათის გამო ჰაერის ტემპერატურა ჩასასვლელიდან 10–15 მ სიმაღლეზე 20,5°C-დან 11,0°C-მდე ეცემა; მღვიმის ფსკერზე ჰიფსომეტრიულად ყველაზე დაბალ უბანში ჰაერის ტემპერატურა 10,5°-ია. მღვიმე მშრალია. შეინიშნება დროებითი ნაკადების მოქმედების კვლები. „თიხიანი დარბაზის“ ეროზიულ ჭრილში აღმოჩენილია მღვიმური დათვის ძვლები.

სოლკოტას მღვიმის ფსკერი, განსაკუთრებით შუა მონაკვეთი, დაფარულია წვრილმარცვლოვანი, კოლმატაციური თიხის სქელი ფენით. შემოსასვლელთან ნაზვავში ზოგიერთი ლოდის სიგრძე 10 მ-მდეა, ხოლო სიგანე 3 მ. გვირაბის ბოლოში ფსკერი დაფარულია მცირე ზომის თიხის გურებით, ზოგიერთი მათგანი წყლითაა სავსე. ამჟამად მღვიმეში ნაკადი არ გაედინება. შუა წელში ადგილი აქვს ინტენსიურ წვეთვას, გვხვდება კონდენსაციის კერები.

სოლკოტას მღვიმე ბუნების ძეგლია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ქალაქი წყალტუბო — სოფელი ყუმისთავი 7,5 კმ; ხანგრძლივობა 10 წთ; სოფელი ყუმისთავი — სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი — 2,3 კმ, ხანგრძლივობა 15 წთ.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

ზღვის დონეკარსტული მღვიმეყუმისთავიწყალტუბოს მასივიწყალტუბოს მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩილეჰონგ-კონგიანუსიფელაციაწმინდა გიორგინიკო ფიროსმანიზედსართავი სახელიქეთო და კოტე (ფილმი)სვანეთი9 აპრილის ტრაგედიაანემიაC ჰეპატიტიდავითისაქართველოს საეგზარქოსონილოსიგავრილოვის ღამეისლამიფარსმან II ქველილატვიაციცარიკავკასიონიმელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი)ნიკა გვარამიაადამიერნესტო ჩე გევარავლადიმერ აფხაზავამენსტრუაციაგზაბიზანტიის იმპერიამცხეთამედეა ჯაფარიძეირლანდიასაშობაგრატის ტაძარიშიომღვიმეოთარ კობერიძეიური გაგარინიფეხბურთის წესებისაქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაგოდერძი ჩოხელითამარ მეფესაქართველოს თავდაცვის ძალებისერგო ორჯონიკიძეჰამლეტ გონაშვილილირიკასქესობრივი აქტიკაპიტალიზმიჭონარაჭა, ჩემო სიყვარულოგურიასაქართველოს ისტორიაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგააუტიზმიგველებიედუარდ შევარდნაძეთაობა Zყაზახეთიქართული დამწერლობარაბათის ციხემე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)ხმელთაშუა ზღვაინდოეთიდემოკრატიადიდგორის ბრძოლატროარუსეთ-საქართველოს ომი (2008)სსრკ-ის დაშლავიკისაწყობიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ერეკლე IIვლადიკავკაზილაშა ტალახაძელეონიდ ბრეჟნევიღრიანკალი (ასტროლოგია)კანონიერი ქურდი🡆 More