სვანური კოშკი

სვანური კოშკი — სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობა, ჩვეულებრივ 20-25 მეტრი სიმაღლისა.

შედგებოდა 4-5, ან იშვიათად 6 სართულისგან. ქვედა სართული, რომლის კედლები 1,5 მეტრამდე სისქისაა, მეტწილად ყრუა, შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა მოწყობილი. სიმაღლეში კოშკი ვიწროვდება და კედლების სისქეც 0.7 - 0.8 მეტრამდე მცირდება. სართულები შიგნით ერთმანეთთან გადასატანი ხის კიბეებითაა დაკავშირებული. გვირგვინით დასრულებული კოშკის უკანასკნელ სართულზე მოწყობილია საბრძოლო ბაქანი. გადახურულია ორფერდა სახურავით. აღჭურვილია სათოფურებით. სვანურ კოშკს აგებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით, იყენებდნენ ფიქალსაც (უშგულის თემი). კოშკებს გარედან ლესავდნენ იშვიათი სიმტკიცის ბათქაშით. სვანური კოშკი ან საცხოვრებელ სახლთანაა დაკავშირებული (მურყვამი ანუ კოშკიანი სახლი), ან ცალკე დგას (ქურდიანების კოშკი, სოფელ ბოგრეშის მიდამოები).

სვანური კოშკი
სვანური კოშკები მესტიაში

უშგულის თემის სვანური კოშკები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. გარდა ამისა, 2011 წელს ქვის არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსზე (International Award Architecture in Stone) დაჯილდოვდა პრემიით „ხალხური არქიტექტურა“.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სვანური კოშკი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

კოშკიმურყვამისვანეთიუშგულის თემიქვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლონდონიგოგირდისისხლის მიმოქცევის სისტემაზაქარია ფალიაშვილიპირველი მსოფლიო ომისერგო ორჯონიკიძეანტანტასოკოებიფეხბურთიქართული ვაზის ჯიშებიბატონებინატურალური რიცხვიივანე ჯავახიშვილიერეკლე IIდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ზედსართავი სახელიერთა ლიგანატრიუმიმდგრადი განვითარებაქუნთრუშადანიანარკომანიაკონსერვატიზმიკახეთიდისკრიმინაციასიყვარულიმიქელანჯელო ბუონაროტიაზოჯიხვილავრენტი ბერიავიკისაწყობიბაზალეთის ტბაცხელი ძაღლიეროზიააბრეშუმის ჭიათირკმელიმერაბ კოსტავაწიგნი სიბრძნე სიცრუისაარსებითი სახელიპრომეთეს მღვიმესაქართველოს პარლამენტივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიუილიამ შექსპირიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებითვითმმართველობაIOSქართული გვარიოლიმპიური თამაშებიეგრისის დიდი ომიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)კორუფციაბაგრატის ტაძარიბიზანტიის იმპერიატერენტი გრანელინეკერჩხალიძველი თბილისიგორის ციხედავითგარეჯაშიზოფრენიაწმინდა გიორგიპანეტონემიგრაციატონათითაობაუნიტარიზმიკურო (ასტროლოგია)შვედეთითავის ტვინიისრაელისაქართველოს ფრინველთა სიაანტიკური ხანაფარსმან II ქველიენგურიალექსანდრე მაკედონელითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეძველი ეგვიპტებაგრატ III (საქართველოს მეფე)იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში🡆 More