უშგული — თემი მესტიის მუნიციპალიტეტში.
შედგება 5 სოფლისგან: ჩაჟაში (თემის ცენტრი), ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩვიბიანი.
თემი | |
---|---|
უშგული | |
უშგულის საერთო ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°55′00″ ჩ. გ. 43°00′00″ ა. გ. / 42.91667° ჩ. გ. 43.00000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2200 მ |
მოსახლეობა | 228 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნეოდა 2014 წლამდე. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორნაში 1 მუდმივი მაცხოვრებელი დაფიქსირდა, ევროპის ყველაზე მაღალი დასახლების სტატუსი ამ სოფელს გადაეცა.
უშგული საავტომობილო გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის ატკვერის უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ, ძირითადად, ქვემო ქართლში.
უშგულთან ახლოს, ენგურის სათავეებთან მოდის მინერალური წყალი.
უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.
უშგულის ეტიმოლოგიას „უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა. წარმოადგენდა სვანეთის ერისთავთა ფარჯანიან-ვარდანისძე-მარუშიანთა რეზიდენციას. ერთიანი სვანეთის დაშლის შემდეგ უშგული ე. წ. თავისუფალი სვანეთის ნაწილი იყო, მაგრამ უკანასკნელ დრომდე (1810) იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა რაჭასთან ერთად. უშგულის თემმა თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მოძალადე მოიგერია, მათ შორის ფუთა დადეშქელიანი (XVII საუკუნის II ნახევარი).
2002 წლის აღწერის მონაცემებით თემში ცხოვრობდა 288 ადამიანი. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება თემში ცხოვრობს 228 კაცი საიდანაც 116 მამაკაცია, ხოლო 112 ქალი.
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 288 |
2014 | 228 |
N | სოფელი | 2002 წლის აღწერა | 2014 წლის აღწერა | ცვლილება |
---|---|---|---|---|
1. | ლამჯურიში | — | 48 | |
2. | მურყმელი | 32 | 38 | |
3. | ჟიბიანი | 164 | 87 | |
4. | ჩაჟაში | 34 | 28 | |
5. | ჩვიბიანი | 58 | 27 |
უშგულში შემორჩენილია თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული სვანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრის (XII-XIII საუკუნეები) ნაშთები; საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობანი (მათ შორის 37 კოშკი); ერისთავთა ხელისუფლების ნიშნები — სკიპტრა და სავარძელი. უშგულის თემის ერთ-ერთი სოფელი, ჩაჟაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
უშგულის ღირსშესანიშნაობებია:
This article uses material from the Wikipedia ქართული article უშგულის თემი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.