სევანის ტბა

სევანი, გოქჩა, გოგჩა (სომხ.

„ლურჯი წყალი“] (სომხ. Սևանա լիճ), ქართულ წყაროებში გელაქუნიტბა სომხეთში. უდიდესია კავკასიაში. ფართობი — 1200 კმ². საშუალო სიღრმე — 28,5 მ, მაქსიმალური — 83 მეტრი.

სევანი
სომხ. Սևան, Սևանա լիճ
სევანის ტბა
კოორდინატები: 40°19′ ჩ. გ. 45°21′ ა. გ. / 40.317° ჩ. გ. 45.350° ა. გ. / 40.317; 45.350
მდებარეობა სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1896 
ფართობი 1200 კმ²
მოცულობა 33,2 კმ³
საშუალო სიღრმე 28,5 
მაქსიმალური სიღრმე 78,4 
გამომდინარე მდინარე რაზდანი
სევანის ტბა — სომხეთი
სევანის ტბა
სევანის ტბა მედიაფაილები ვიკისაწყობში

მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მ სიმაღლეზე. ტბას ჩრდილო-დასავლეთით ეკვრის ბამბაკის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით შაჰდაღის ქედი, დასავლეთითა და სამხრეთით გეღამისა და ვარდენისის ქედები. სევანის ტბას უკავია მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულის ცენტრალური ნაწილი. ორი მოპირისპირე კონცხით იყოფა მცირე სევანად (ჩრდილო-დასავლეთი) და დიდ სევანად (სამხრეთ-აღმოსავლეთი). მცირე სევანში მდებარე კლდოვან კუნძულზე, რომელიც ტბის დონის დაწევის შემდეგ ნახევარკუნძულადაა გადაქცეული, მდებარეობს IX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი — სევანის მონასტერი. სევანის ტბაში ჩადის 28 პატარა მდინარე. გამოდის მდინარე რაზდანი.

ტბის მთავარი მასაზრდოებელია ზედაპირული ჩამონადენი (727 მლნ. მ³ წელიწადში). წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ივლის-აგვისტოში 17-19 °C, იანვარ-თებერვალში — 1,5-1,8 °C. ძლიერ ყინვიან ზამთარში ტბა მთლიანად იყინება. მდიდარია თევზით. ტბის წყალი და მდინარე რაზდანი გამოყენებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადისათვის. გაყვანილია არფა-სევანის გვირები, რითაც მდინარე არფის წყალი შედის სევანში. სევანის ტბის ნაპირზეა სევანი, ბუნებრივი ეროვნული პარკი.

ქართულ წყაროებში მეტწილად ცნობილია როგორც გელაქუნის ტბა, გელაქუნის ზღვა ასევე გოგჩა. მოიხსენიება მხატვრულ ლიტერატურაშიც, მაგ.,ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსში „გოგჩა".

გალერეა

სევანის ტბა 
ტბის სანაპიროს პანორამა ქალაქ სევანთან


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

კავკასიასომხეთისომხური ენატბა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლიბერალიზმი საქართველოშისაქართველოს სამხედრო წოდებებიბესლანის ტერაქტიარსებითი სახელისაფრანგეთითბოგამტარობაკონსტანტინოპოლის დაცემაკვადრატიანდებინერვული სისტემაიაკობ გოგებაშვილიფოტოსინთეზილომიტუბერკულოზიაბრეშუმის ჭიაფრინველებივატიკანიჰიმალაიალუდა ქეთელაური (მომღერალი)ტკიპებიბაგრატიონებიეთიოპიამორფოლოგია (ენათმეცნიერება)კაცხის სვეტიაბანოთუბანიამერიგო ვესპუჩისაქართველოს ფაუნალუქსემბურგიბაქტერიებიEuropebetილია IIნაკიანი წელიწადიგანათლება საქართველოშიივანე მაჩაბელინიკო ფიროსმანიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდავით I კურაპალატიმთვარის დაბნელებადედა ენაუდაბნოგურიაცხენისწყალიანჩისხატიტყეეგრისის დიდი ომიცხელი ძაღლიესპანეთიტრეფიკინგირითმაბორჯომი (წყალი)მორალიიტალიაიალბუზილიზა იასკოსულეიმან Iბალდუინ IV იერუსალიმელიქართული ღვინოვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)უფლისციხებიბლიასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიფიოდორ დოსტოევსკიირლანდიაერთა ლიგამერკურიზღვის კუებიკილიმანჯაროშინაური ძაღლიყვავილოვანი მცენარეებიქართული ვაზის ჯიშებიინსულტიგერმანიაენდომეტრიოზიდელფინებიჰეკლაალკოჰოლიზმიფსორიაზიასურეთი🡆 More