2007 საქართველოს პოლიტიკური კრიზისი

საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ.

აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

2007 საქართველოს პოლიტიკური კრიზისი
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 2 ნოემბერს.
2007 საქართველოს პოლიტიკური კრიზისი
აქციის დასაშლელად 7 ნოემბერს პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. (ვარდების რევოლუციის მოედანი)

მოვლენების ქრონოლოგია

ძირითადი მოვლენები, რომლებმაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია:

  • 25 სექტემბერი:
    • პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურმა ოქრუაშვილის ახლო მეგობრის ქიბარ ხალვაშის ბიზნეს საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
    • იმავე დღეს, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ აფუძნებს პოლიტიკურ პარტიას „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“. მან პრეზიდენტი სააკაშვილი „ანტი-სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმაში“ და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში დაადანაშაულა.
  • 27 სექტემბერი: ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს.
  • 28 სექტემბერი: პარლამენტის წინ ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
  • 8 ოქტომბერი: ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები „პოლიტიკური დივიდენდების მიღებას“ ისახავდა მიზნად მისთვის და ბადრი პატარკაციშვილისთვის. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა ასევე აღიარა დანაშაული ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში. მოგვიანებით, 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. თუმცა, გაურკვეველია, ვინ გადაიხადა გირაო.
  • 10 ოქტომბერი: ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა უარყო თავისი განცხადებები, განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა „რთულმა სიტუაციამ“ შესაძლოა აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს.
  • 11 ოქტომბერი: ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკიდან მიდის.
  • 17 ოქტომბერი: ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, თავისი პრიორიტეტები გაახმოვანეს 12-პუნქტიან მანიფესტში. იმავე დღეს კოალიციამ ოთხი მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა.
  • 19 ოქტომბერი: ქუთაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია ოპოზიციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ მასობრივ საპროტესტო აქციას წინ უძღვის.
  • 22 ოქტომბერი: ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია პერმანენტული აქციების შესახებ განცხადებას აკეთებს.
  • 23 ოქტომბერი: რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში.
  • 28 ოქტომბერი:
    • ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპოზიციას დააფინანსებს, რათა მათ „ცივილიზებული გზით“ გამართონ აქციები.
    • ზუგდიდში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავს დაესხნენ და სცემეს ორი ოპოზიციონერი დეპუტატი და რამდენიმე აქტივისტი.
  • 30 ოქტომბერი: დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
2007 საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 
პოლიცია ხელკეტებით სცემს მომიტინგეს.
  • 1 ნოემბერი: რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.
  • 2 ნოემბერი: ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მოგვიანებით იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
  • 3 ნოემბერი: ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია განაახლა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნა იყო.
  • 7 ნოემბერი:
    • პოლიციამ აქციის დასაშლელად პარლამენტის წინ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
    • ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანიების „იმედისა“ და „კავკასიას“ სტუდიები დაარბიეს, რის გამოც ამ ტელეკომპანიების მაუწყებლობა გამოირთო.
    • პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
  • 8 ნოემბერი:
    • საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.
    • დილით, 11 საათისთვის, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა სტუდენტური აქცია დაშალა.
    • საქართველოს მიერ სამი რუსი დიპლომატის გაძევებას რუსეთმა ასევე სამი ქართველი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.
    • პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი დანიშნა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

3 ნოემბერიმიხეილ სააკაშვილისაგანგებო მდგომარეობასაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2008)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თემურლენგიადამიანის ჩონჩხინორვეგიადუბაის საამიროქართლის ცხოვრებაოლიმპიური თამაშებირომის იმპერიათეატრიფეხბურთის წესებირიტმინიკო ფიროსმანირუსუდანიარგონავტებიავოკადოსიტყვამამებისა და შვილების ბრძოლაგურიარელიგიამედეა (მითოლოგია)ვიკიპედიაკუთხეარისტოტელექეთო და კოტე (ოპერა)ზმნაფსორიაზიერეკლე II-ის ოჯახირამადანიგაზაფხულინიუ-იორკერიზუგდიდიქართველი მწერლების სიაგრიგოლ ხანძთელიგაერთიანებული სამეფობელარუსიდედამიწამუშთაიდის ბაღივიქტორ დოლიძეაფხაზეთის ისტორიაჯაბა იოსელიანითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისალმან ხანიჯვაროსნული ლაშქრობებიპოსტიაბას I (ირანი)ალპებიკავკასიადედამიწის ისტორიაშალვა რამიშვილიმილანის ედიქტიყაზახეთიმელაანა კალანდაძე9 აპრილის ტრაგედიატროპიკული ტყეებინანა ფაჩუაშვილიმუხააზერბაიჯანიკუნილინგუსიბუღა თურქის შემოსევაგლობალური დათბობატროპიკული სარტყლებიზურაბ ზვიადაურიმურა დათვიმეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობასვანეთიგველის-მჭამელიფობიების სიაევროკავშირიბაგრატის ტაძარისაქართველოს მთებიკვადრატული კილომეტრირაბათის ციხეავსტრიაკანე კორსო27 მარტიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმივაჟა-ფშაველა🡆 More