საგურამო — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: საგურამო, ახალსოფელი, შანკევანი, წიწამური, არაშენდა).
მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 550 მ, მცხეთიდან 10 კმ.
სოფელი | |
---|---|
საგურამო | |
ილიაობა საგურამოში, 1896 წლის 20 ივლისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | საგურამო |
კოორდინატები | 41°54′02″ ჩ. გ. 44°45′31″ ა. გ. / 41.90056° ჩ. გ. 44.75861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 550 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1921 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,9 % ოსები 0,4 % რუსები 0,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელი საგურამო ისტორიული ძეგლია, მისი ტერიტორია შედიოდა ისტორიულ ხერკში, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით საგურამოსთან ერთად თეზმის ხევსაც მოიცავდა. ხერკის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები სოფლის მეურნეობის მრავალი დარგის განვითარების შესაძლებლობას ქმნიდა. VIII-IX საუკუნეებში ხერკი კახეთის სამთავროში შედიოდა. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ მასზე კონტროლს საქართველოს სამეფო კარი ახორციელებდა საკუთარი მოხელის საშუალებით. ამავე დროს ხერკის ყმა-მამულის ნაწილი სვეტიცხოველისა და შიომღვიმის მონასტრებს ებოძათ. თამარ მეფის დროს ხერკი კვლავ სამეფო სახლის საკუთრებაა და „ჟინოვანის ქვეყანაში“ შედის, რომელსაც მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი ჭიაბერი ფლობს, ნაწილს სამკვიდროდ, ნაწილს სამოხელეოდ. XV საუკუნიდან ხერკი კახეთის სამეფოს შემადგენლობაში, კერძოდ, კახეთის III, რუსთველის ეპისკოპოსის სარდლობის ქვეშ მყოფ სადროშოში შედის. კახეთის მეფემ ალექსანდრე I-მა ხერკის ნაწილი გუარამ ზედგინიძესა და მის ძმებს უწყალობა. ამის შემდეგ ეწოდა მას საგურამო.
XVI საუკუნის ბოლოს შეიქმნა გურამიშვილების სათავადო, რომლის ცენტრი სოფელი საგურამო გახდა.
1705 წელს საგურამოში დაიბადა დავით გურამიშვილი.
1719 წელს საგურამოში მოხდა ვახტანგ VI და კახეთის მეფე დავით II-ის მოლაპარაკება ლეკთა თარეშის წინააღმდეგ, ერთობლივი მოქმედების თაობაზე. 1750 წელს მეფე ერეკლე II-მ საგურამოსთან სასტიკად დაამარცხა ჭარ-დაღესტნელები.
1905 წლის 20 მარტს სოფლის ცენტრში გაიმართა ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14 სოფლის 2000-მდე გლეხმა. შეკრებილებმა მოითხოვეს: გლეხთა დროებითვალდებულებისა და ხიზნობის გაუქმება; გლეხებისათვის ნადელების უსასყიდლოდ სრულ საკუთრებაში გადაცემა და ეგრეთ წოდებულ „ჩამონაჭრების“ დაბრუნება; სახაზინო და საეკლესიო გლეხების საკუთრებაში გადაცემა იმ სახაზინო და საეკლესიო მამულებისა, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ; გლეხებისათვის გამოსასყიდი ფულის დაბრუნება და ამ ფულით საავადმყოფოების, სკოლების, გზების აშენება; ყოველგვარი ბეგარის, საეკლესიო გადასახადის და არაყზე, საპონზე, ნავთსა და სხვა პროდუქტებზე ბაჟის გაუქმება; სახელმწიფო ტყეებისა და სახნავის გლეხებისათვის გადაცემა; წოდებების გაუქმება და ერობის დაწესება, რომლის წინამძღოლსაც ხალხი აირჩევდა; ჯარის გაუქმება და მილიციისდაწესება; სავალდებულო პირველდაწყებითი სწავლების შემოღება და სხვა. მთავრობამ გლეხთა მოთხოვნებს რეპრესიებით უპასუხა.
საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მებოსტნეობის მეურნეობა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1921 ადამიანი.
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 1400 |
2002 | 1600 |
2014 | 1921 |
სოფლის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობებია:
This article uses material from the Wikipedia ქართული article საგურამო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.