საგურამო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი — ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მწერლის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, რომელიც 1961 წელს დაარსდა გიორგი ლეონიძის მიერ.

საგურამო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

შენობა ნაგებია აგურითა და რიყის ქვით დუღაბზე. დახურულია თუნუქით. ჩრდილოეთის მხრიდან სახლ-მუზეუმი ორსართულიანია, სამხრეთის მხარეს კი სამსართულიანი, სახლ-მუზეუმის ასეთი მშენებლობა განპირობებულია იმით, რომ შენობა რელიეფის შესაბამისადაა აშენებული. აღმოსავლეთის მხარეს მიდგმული აქვს კარიბჭე და ქვის კიბე. სახლს ჩრდილოეთით და სამხრეთით ყველა სართულზე ფართო აივნები აკრავს, სარკმლებს აქვს ხისავე დარაბები, კარ-ფანჯრებიც ხისაა, სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბეებით. თითოეული ოთახი განათებულია რამდენიმე ფანჯრით. პირველი სართული შიდა ოთახებს უკავია, რომელიც ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე სართულზე მისაღები ოთახი, სასადილო და სათამაშო ოთახებია განლაგებული დერეფანთან ერთად. მესამე სართულზე კი საძინებელი. ეზოში მდებარეობს ილიას სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მომერიალური ნივთები, XIX საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოაპარატები, მწერლის ხელნაწერები, XIX საუკუნის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები, რომელთა შორისაა: ფრანგი მხატვრის გარნიეს „ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში“, ლადო გუდიაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.

ილიას გარდაცვალების შემდეგ, მისმა ცოლმა ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცვა, სადაც ჯერ დაწყებითმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გახდა.

2018 წლის, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ნ., ილია ჭავჭავაძის საგვარეულოს ისტორიიდან, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N 1 გვ. 13-21, თბ., 2017

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

გიორგი ლეონიძეილია ჭავჭავაძემცხეთა-მთიანეთის მხარემცხეთის მუნიციპალიტეტიმწერალისაგურამო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კუთხეტოტალიტარიზმიგლობალიზაციაბრუნებაჯაბა კანკავალევან ხაბეიშვილირუსეთიზღარბისებრნიმთლიანი შიდა პროდუქტიბუღა თურქის შემოსევაქართვლის დედაფერნანდო მაგელანიმართლმადიდებლობასაქართველოს სამოქალაქო ომიამფიბიებივანდალიზმირომის დაარსებამწვერვალიირლანდიამიხეილ ხერგიანიEuropebetმარო მაყაშვილიბალდუინ IV იერუსალიმელიაბას I (ირანი)აზოტისოკოებიპეპ გვარდიოლაუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)ერთეულთა საერთაშორისო სისტემაუქმე დღეები საქართველოშიკომუნიზმიქართული ვაზის ჯიშებიადოლფ ჰიტლერიმიკროორგანიზმებიკვიპროსისაჰარანიკო ფიროსმანიოქტავიანე ავგუსტუსიეპითეტიგარემოს დაცვარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)წყნარი ოკეანეალტრუიზმიენდომეტრიოზიმთვარე24 აპრილიდავითგარეჯასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიპლურალიზმიარჩვიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაგიორგი XIძველი ეგვიპტეისკო დასენიოსმალეთის იმპერიამანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)ანტონიმიბაგრატიონებიქართლის სამეფოპითაგორასალადინილიმფოციტებისამეგრელონიჰილიზმივაჟა-ფშაველასომხეთილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქალწული (ასტროლოგია)ასტრიდ ლინდგრენისაქართველო VI საუკუნეშიდევი ჭანკოტაძენილოსინიუტონის კანონებიგიორგი ჩაკვეტაძემეწყერიდათვი🡆 More