როდოსი

როდოსი (ბერძ.

ეკუთვნის საბერძნეთს. ფართობი 1408 კმ². ნაპირები სუსტად არის დანაწევრებული. სიმაღლე 1215 მ-მდე (მთა ატავიროსი). უმთავრესად აგებულია კირქვებითა და მარმარილოთი. არის ფიჭვის, კვიპაროსისა და მარადმწვანე მუხის ტყის კორომები. ზღვისპირა დაბლობებზე გაშენებულია ვენახი, ბაღები, ციტრუსებისა და ზეთისხილის პლანტაციები. როდოსზეა ქალაქი როდოსი.

როდოსი
მშობ. სახელი: Ρόδος
როდოსი
გეოგრაფია
როდოსი
კოორდინატები 36°10′ ჩ. გ. 28°00′ ა. გ. / 36.167° ჩ. გ. 28.000° ა. გ. / 36.167; 28.000
ფართობი 1,407.9 კმ²
უმაღლესი წერტილი 1215 მ
ატავიროსი
დემოგრაფია
მოსახლეობა 115,490
სიმჭიდროვე 82 /კმ²
ოფიციალური საიტი www.rhodes.gr

როდოსი ეგეოსის კულტურის ერთ-ერთი ცენტრია. ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებში აქტიურად მონაწილეობდა სიცილიის, ჩრდილოეთ აფრიკის კოლონიზაციაში. ბერძენ-სპარსელთა ომების (ძველი წელთაღრიცხვის 500-449 წლებში) დროს როდოსი სპარსეთმა დაიპყრო, შემდეგ დელოსის კავშირში შედიოდა. ძველი წელთაღრიცხვის 408-405 წლებში როდოსის ქალაქები გაერთიანდა ერთ პოლისად ოლიგარქიული მმართველობით. ძველი წელთაღრიცხვის 44 წელს როდოსი რომმა დაიპყრო და პროვინცია აზიის შემადგენლობაში შეიყვანა. IV საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნეში ბიზანტიას ეკუთვნოდა. XIV საუკუნის დასაწყისში იოანიტების ორდენმა დაიპყრო, XVI საუკუნეშიოსმალთა იმპერიამ, 1912-1947 წლებში ეკუთვნოდა იტალიას, 1947 წლის 10 თებერვალს საზავო ხელშეკრულებით გადაეცა საბერძნეთს.

როდოსი მდიდარი სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ძეგლებით. შემონახულია ანტიკური ხელოვნების ძეგლები (აფროდიტეს ტაძრის ნანგრევები ქალაქ როდოსში, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნე). ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეში ჩამოყალიბდა კერამიკის მოხატვის როდოსის სკოლა. ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნის დასასრულს ჰიპოდამეს გეგმით განაშენიანდა ბევრი ქალაქი, მათ შორის როდოსი (ძველი წელთაღრიცხვის 408-407 წლები). ძველი წელთაღრიცხვის III-I საუკუნეებში შეიქმნა ქანდაკების როდოსის სკოლა (ჰელიოსის ქანდაკება, ეგრეთ წოდებული „როდოსის კოლოსი“, ძველი წელთაღრიცხვის 285 წელი, დაინგრა მიწისძვრის დროს ძველი წელთაღრიცხვის 224 წელს). შუა საუკუნეების ძეგლთაგან აღსანიშნავია XI-XV საუკუნეების ბიზანტიური ტაძრები და მუსლიმანური არქიტექტურული ძეგლები.

როდოსი ხშირად მოიხსენიება როგორც „ხმელთაშუაზღვის მარგალიტი“. განვითარებულია თევზჭერა. ტურიზმი. კურორტები. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ბერძნული ენაკირქვალათინური ენამარმარილომცირე აზიაროდოსი (ქალაქი)საბერძნეთიხმელთაშუა ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ერითროციტებივენერატონაიბერიაგაპიროვნებაბიძინა ჩოლოყაშვილიდემოკრატიამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიმცხეთასალომე ზურაბიშვილიევროპის საბჭობარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ზმნიზედასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიამუშთაიდის ბაღიხელოვნებათუთის აბრეშუმხვევიასაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)მარშალის გეგმამაიმუნებიფრინველებითვითმმართველობაჯიხვიელექტრობანახშირწყლებივოლფგანგ ამადეუს მოცარტიპოლიტიკური გეოგრაფიაილია თოფურიაკულტურაქართული ხალხური ცეკვებიშამქორის ბრძოლა (1195)ჰიმალაიფსიქოლოგიალაშა ბექაურისელჩუკთა სახელმწიფოლებომბოს მთებიჰეკლანიდერლანდებიქართული ენასტუმარ-მასპინძელიფეხბურთიზღარბისებრნინიკო ფიროსმანიმთვარეაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითქიმიური რეაქციასულეიმან Iკავკასიაწიგნი სიბრძნე სიცრუისასოციალიზმიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაშხარამარი ანტუანეტითახვიგიორგი IV ლაშარიცხვითი სახელიილია IIალკანიშვეიცარიადაირააბრეშუმის დიდი გზადედა ენაოცდაათწლიანი ომიპოლიტიკამწვერვალიპრაღაგეორგიევსკის ტრაქტატიერეკლე IIკატალეიკოციტებიპარალელოგრამივეფხვისაქართველოს ისტორიასომხების გენოციდიმთაწმინდასიურრეალიზმიდისლექსია🡆 More