რემსი ლუისი

რემსი ემანუელ ლუის უმცროსი (დ.

27 მაისი, 1935) — ამერიკელი ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი. რემსი ლუისმა მთელი კარიერის მანძილზე ჩაწერა 80-მდე ალბომი და მიიღო სამი გრემი და შვიდი RIAA certification.

რემსი ლუისი
რემსი ლუისი
რემსი ლუისი 2009 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რემსი ემანუელ ლუის უმცროსი
დაბ. თარიღი 27 აპრილი, 1935
დაბ. ადგილი ჩიკაგო, ილინოისი, ამერიკის შეერთებული შტატები
გარდ. თარიღი 12 სექტემბერი, 2022(2022-09-12)[1] (87 წლის)
გარდ. ადგილი ჩიკაგო
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, ჯაზ-პანკი, პოპ-მუსიკა
საქმიანობა პიანისტი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
აქტიური 1956-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Cadet Records, Columbia Records, GRP Records, Narada Productions, Concord Records, Hidden Beach Recordings
საიტი ramseylewis.com
რემსი ლუისი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რემსი ლუისი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისში რემსი ლუის უფროსისა და პაულინ ლუისის ოჯახში. ლუისი ფორტეპიანოს დაუფლებას 4 წლიდან შეუდგა, თხუთმეტი წლისამ კი პირველი ჯაზ-ბენდიც ჩამოაყალიბა, სახელად Cleffs, რომელიც 7 წევრისაგან შედგებოდა. ბენდის დრამერთან ისააკ ჰოლტთან და ბასისტ ელდი იანგთან ერთად კი ლუისმა თავისი ცნობილი ჯაზ-ბენდი Ramsey Lewis Trio ჩამოაყალიბა.

სამეულმა თავისი პირველი ალბომი, სახელწოდებით Ramsey Lewis And The Gentlemen of Swing 1956 წელს ჩაწერა. 1965 წელს ჩაწერილი ჰიტით "The In Crowd" ჯგუფმა დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია (კომპოიციამ ჰიტ-ჩარტებში მეხუთე პოზიცია დაიკავა, ხოლო ალბომმა მეორე). ამან კი განსაზღვრა ბენდის სამომავლო მუსიკალური კურსივი, რაც კომერციული მუსიკის შექმნით გამოიხატა. იანგმა და ჰოლტმა 1966 წელს ჯგუფი დატოვეს და შექმნეს Young-Holt Unlimited, მათი ადგილი კი კლივლენდ იტონმა და მაურის უაიტმა დაიკავეს. თავად უაიტი კი ჯგუფიდან 1970 წელს გავიდა ჯგუფ Earth, Wind & Fire-ს შესაქმნელად. იგი მორის ჯენინგსმა ჩაანაცვლა. მოგვიანებით ჯენინგსი და იტონი ფრენკი დონალდსონმა და ბილ დიკენსმა ჩაანაცვლეს.

1966 წლისთვის ლუისი მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიანისტი იყო და ლიდერობდა ჩარტებს ისეთი კომპოზიციებით, როგორებიცაა "The In Crowd", "Hang On Sloopy" და "Wade In The Water", რომელთაგანაც თითოეული მილიონზე მეტჯერ გაიყიდა, რისთვისაც ოქროს დისკით დაჯილდოვდნენ. როგორც მოცემული სტატისტიკა მოწმობს რემსი ლუისის შემოქმედება მხოლოდ ჯაზის მსმენელებს არ იზიდავდა. 1970-იანებში ლუისმა რამდენიმეჯერ ძალები ელექტრო და აცუსტიკურ ფორტეპიანოებზე მოსინჯა, რის გამოც მის ჯგუფში დამატებითი პიანისტიც გაჩნდა.

1994 წელს ლუისი Red Hot Organization=ის ალბომში გამოჩნდა ისეთ ჯაზმენებთან ერთად, როგორებიცაა ჰერბი ჰენკოკი და როი აიერსი. ალბომი, სახელწოდებით "Stolen Moments: Red Hot + Cool", რომელიც ჟურნალმა თაიმმა "წლის ალბომად" შერაცხა, შიდსის ეპიდემიის დასამარცხებლად საჭირო თანხების მოძიების მიზნით ჩაიწერა.

რემსი ლუისი მასპინძლობს 1990 წელს შექმნილ ყოველკვირეულ რადიო პროგრამას, სახელწოდებით "Legend of Jazz". 2006 წელს "Legends of Jazz"-ის სატელევიზიო პროგრამამ უამრავ ჯაზმენს უმასპინძლა, მათ შორისაა: ლარი გრეი, Dr. Lonnie Smith, ჯოი დეფრანჩესკო, დეივ ბრუბეკი, ჩიკ კორია, კურტ ელინგი, ბენი გოლსონი, პეთ მეთნი და ტონი ბენეტი.

რემსი ლუისი დღესაც ცოცხალია და ჩიკაგოში, ილინოისში ცხოვრობს, იქ, სადაც მისი მუსიკალური ფესვებია. მას შვიდი შვილი, თოთხმეტი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავს.

დისკოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> https://www.wzum.org/jazz-blog/2022/9/12/jazz-pianist-and-nea-jazz-mater-ramsey-lewis-dies-at-age-87
  • [https://www.theguardian.com/us-news/2022/sep/12/jazz-artist-ramsey-lewis-death_Renowned_jazz_pianist_Ramsey_Lewis_dies_aged_87]_—_[[:გაერთიანებული_სამეფო|Britain]]:_[[:d:Q2665980|''(untranslated)'']],_2022._—_161152_ეგზ._—_ISSN_[https://www.worldcat.org/issn/0261-3077_0261-3077]
  • -2"> Renowned jazz pianist Ramsey Lewis dies aged 87Britain: (untranslated), 2022. — 161152 ეგზ. — ISSN 0261-3077
    https://wikidata.org/wiki/Track:Q11148">https://wikidata.org/wiki/Track:Q2665980">https://wikidata.org/wiki/Track:Q145">
  • Ramsey Lewis with one voice (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2011-10-31.
  • გილილენდი, ჯონ. (1969)Show 50 - The Soul Reformation: Phase three, soul music at the summit. [Part 6] : UNT Digital Library (აუდიო). Pop Chronicles. Digital.library.unt.edu.
  • Murrells, Joseph (1978). The Book of Golden Discs, 2nd, London: Barrie and Jenkins Ltd, გვ. 192, 193 & 207. ISBN 0-214-20512-6. 
  • ''Billboard'': Ramsey Lewis. Billboard.com. ციტირების თარიღი: 2011-10-31.
  • This article uses material from the Wikipedia ქართული article რემსი ლუისი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
    ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

    Tags:

    რემსი ლუისი ბიოგრაფიარემსი ლუისი დისკოგრაფიარემსი ლუისი რესურსები ინტერნეტშირემსი ლუისი სქოლიორემსი ლუისი193527 მაისიგრემის ჯილდო

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    სეკულარიზმინიადაგიპენელოპე კრუსიკახეთიდედამიწამშვილდოსანი (ასტროლოგია)ნიდერლანდებიბუნების დაცვაცხენივიკისაწყობიაფრიკის ქვეყნების სიააუტიზმიგიორგი ბათიაშვილისვანეთიპრომეთეს მღვიმეილორის ეკლესიადიდი ნორვეგიული ენციკლოპედიანიაზ დიასამიძე (უფროსი)One Directionენერგიალაშა ტალახაძესტუმარ-მასპინძელიბუკიოტიანდებიმგელიქართული ხალხური ცეკვებირითმამზეილია ჭავჭავაძე2142ზაქარია ფალიაშვილიბუნებრივი რესურსებინიკო ლორთქიფანიძეInterscope Recordsასტრიდ ლინდგრენიმარტივი რიცხვიენდრიუ ლინკოლნიშვედეთიასურეთილუვრილიბერალიზმილატვიური ენაDota 2მთაჰექტარილიონელ მესიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარილომი (ასტროლოგია)მაისიმთაწმინდაფსორიაზიკჰამამის ოლქიაფხაზებიბათუმის ბოტანიკური ბაღიტიმოთი ჰატონიჩინეთის დიდი კედელიდათვიკარტოფილისაქართველოს სახელმწიფო გერბიჩინეთის კულტურული რევოლუციააღდგომაეგვიპტის პირამიდებიჰანს-დიტრიხ გენშერიევროპატირაჟინიჰილიზმიკასაბლანკაორალური სექსიაბო თბილელის წამებააჭარის ისტორიალურჯი ვეშაპიალან ალდადედამიწის სტრუქტურანიანგებიქუთაისობაძველი საბერძნეთიგამრავლება🡆 More