რგოლებიანი ნერპა

რგოლებიანი ნერპა, რგოლებიანი სელაპი (ლათ.

მისი სხეულის სიგრძეა 1,6 მეტრამდე, გარშემოწერილობამ შესაძლოა სიგრძის 80%-იც შეადგინოს; მასა 110 კილოგრამამდე. თავი მომრგვალებულია, დინგი მოკლე, ბლაგვი. ფერად მუქი რუხია, აყრია ღია ფერის რგოლები (აქედან სახელწოდება), მუცელი ვერცხლისფერი, თითქმის სულ ლაქების გარეშე, ნაშიერებს ხშირი თეთრი ბეწვი აქვთ. გავრცელებულია ყველა არქტიკულ ზღვასა და წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილებში, უმთავრესად ნაპირებთან ახლოს ან პაკის ყინულების საზღვრებთან. გამოყოფენ 5 ქვესახეობას, რომელთაგან ორი ლადოგისა და საიმის ტბებში ბინადრობს. იკვებება მცირე ზომის თევზებითა და კიბოსნაირებით. დაახლოებით 60 სანტიმეტრის სიგრძის ნაშიერს ყინულზე შობს, ჩვეულებრივ ხორგებს შორის თოვლის სოროში, ზამთრის ბოლოს და გაზაფხულზე; სქესობრივ სიმწიფეს 5–6 წელში აღწევს. პოპულაციის დიდი ნაწილი არ მიგრირებს და ერთ რაიონში მთელი წლის მანძილზე რჩება. არქტიკული სანაპიროს ყველა მკვიდრი ხალხის სარეწაო ობიექტია, წარმოადგენს ბეწვის ნედლეულის, საჭმლისა და ძაღლების საკვების ერთ-ერთ მთავარ წყაროს.

რგოლებიანი ნერპა
რგოლებიანი ნერპა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pusa hispida (Schreber, 1775)
სინონიმები
  • Phoca hispida
დაცვის სტატუსი
რგოლებიანი ნერპასაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41672
გავრცელება
რგოლებიანი ნერპა

ლიტერატურა

Tags:

არქტიკაატლანტის ოკეანეთევზებიკიბოსნაირნიკილოგრამილადოგის ტბალათინური ენამეტრინამდვილი სელაპებიოჯახი (ბიოლოგია)პაკის ყინულისაიმასანტიმეტრიფარფლფეხიანებიძუძუმწოვრებიწყნარი ოკეანე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შუშანიკის წამებაკულტურაევროპის პარლამენტიაშშ-ის სამოქალაქო ომისოფლის მეურნეობადეციმეტრიმთლიანი შიდა პროდუქტივატიკანისამოქალაქო საზოგადოებაშამქორის ბრძოლა (1195)გიორგი ანწუხელიძესსრკ-ის დაშლამარილებიეპითეტიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფაშიზმისოციოლოგიავინსენტ ვან გოგიროსტომი (ქართლის მეფე)ფრიდრიხ ნიცშეგულიგიორგი I (საქართველოს მეფე)ვაჟა-ფშაველამენსტრუაციახარებატურიზმიტუბერკულოზიგუბაზ IIარისტოტელეკოპენჰაგენიჰეტეროსექსუალობასაბერძნეთიგონიოს ციხერესპუბლიკანიკო ფიროსმანიირაკლი კობახიძეკომუნიკაციასვეტიცხოველისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკანიკო ნიკოლაძეტროის ცხენიქართლილიმფოციტებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიცისფერყანწელებიალბერტ აინშტაინიაკაკი წერეთელირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ბგერავერძი (ასტროლოგია)26 აპრილილეიკემიაქანი (გეოლოგია)ცოტნე დადიანიქაშვეთის ეკლესიაწმინდა გიორგიდავით გურამიშვილიგიორგი IV ლაშაგელათის მონასტერივენდეტაირლანდიაგარემოს დაბინძურებაავოკადომაჰმადისკოლაალექსანდრე I დიდიშინაური კატაანტიკური ხანაამფიბიებიშფოთვითი აშლილობებიმასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდააპრილიამასიის ზავიFacebookმარტივი რიცხვიქუნთრუშაქართული ვაზის ჯიშებიუკრაინამსოფლიოს ვალუტები🡆 More