პატრიკ მოდიანო

ჯინ პატრიკ მოდიანო (ინგლ.

30 ივლისი, 1945) — ფრანგი ნოველისტი და 2014 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. ცნობილია როგორც პატრიკ მოდიანო. 2012 წელს მან მიიღო „ავსტრიული სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის“. გარდა ამისა, მიღებული აქვს სხვა რამდენიმე ჯილდო, მათ შორისაა ლიტერატურული ჯილდო „Prix mondial Cino Del Duca“ (2010). ნობელის პრემიის მიღებამდე მისი მხატვრული ნამუშევრები ინგლისურ ენაზე არ იყო ნათარგმნი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, მისი ნოველები დაახლოებით 30-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მათ შორისაა: Les Boulevards de ceinture (1972), „დაკარგული კვარტალი“ (1984), „მელაისის კვალი“ (1988), და „თაფლობის თვე“ (1990). მისი ბოლო ნამუშევარი რომელიც მან 2014 წელს დაწერა, არის ნოველა სახელწოდებით: „Pour que tu ne te perdes pas dans le quartier“ („თქვენ არ დაკარგავთ სამეზობლოში“). გარდა ამისა წიგნები დაწერილი აქვს ბავშვებისთვისაც.

პატრიკ მოდიანო
ფრანგ. Patrick Modiano
პატრიკ მოდიანო
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1945(1945-07-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (78 წლის)
დაბადების ადგილი ბულონ-ბიანკური, სენა, საფრანგეთი[10]
საქმიანობა სცენარისტი, მწერალი[11] , დრამატურგი, ლირიკოსი და ესეისტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა პატრიკ მოდიანო საფრანგეთი[12]
ალმა-მატერი ანრი IV-ის ლიცეუმი და Lycée Michel-Montaigne
ჟანრი რომანი, ბიოგრაფია და საბავშვო ლიტერატურა
Magnum opus La Place de l'Étoile, Les Boulevards de ceinture, Missing Person, Dora Bruder, Un pedigree და Villa triste
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[13] [14] , გონკურის პრემია, ჩინო დელ დუკას პრემია[15] , ნობელის პრემია ლიტერატურაში[16] [17] , როჟე ნიმიეს პრემია, ფენეონის პრემია, საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი რომანისათვის[18] , წიგნების გამყიდველთა პრემია, პრინც პიერის პრემია, პოლ მორანის დიდი ლიტერატურული პრემია, Jean Monnet Prize, The prize of the BNF, Preis der SWR-Bestenliste, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი[19] , ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[20] , Grand prix national des Lettres და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი
მეუღლე Dominique Zehrfuss
შვილ(ებ)ი Marie Modiano და Zina Modiano
საიტი lereseaumodiano.blogspot.com

მოდიანო ასევე არის ფრანგული ლიტერატურის ჯილდოს „Prix Contrepoint“-ის 8 ჟიურის წევრს შორის ერთ-ერთი.

ადრეული წლები და პირადი ცხოვრება

ჯინ პატრიკ მოდიანო 1945 წლის 30 ივლისს დაიბადა პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში, ბულონ-ბიანკურიში. მამამისი ალბერტ მოდიანო (1912-1977) წარმოშობით იყო ებრაელ-იტალიელი, ხოლო დედამისი ლუიზა კოლპინი (1918-2015) ბელგიელი მსახიობი. მოდიანოს მშობლებმა ერთმანეთი ოკუპირებულ პარიზში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გაიცნეს.

პატრიკ მოდიანო უნიკალურ ატმოსფეროში, დედის მშობლების, ბებიის და ბაბუის მიერ გაიზარდა, რომლებმაც მას პირველ ენად ფლემიშური ენა ასწავლეს. მამის არყოფნის და დედის ხშირი მოგზაურობის დროს, პატრიკი თავის უმცროს ძმას, რუდის დაუახლოვდა, რომელიც მოგვიანებით, 9 წლის ასაკში დაავადებით გარდაიცვალა. მოდიანომ 1967 წლიდან 1982 წლამდე დაწერილი მხატვრული ნამუშევრების უმეტესობა სწორედ მის ძმას, რუდის მიუძღვნა. მან ცხოვრების ეს ტრაგიკული მომენტი თავის ნამუშევარში, „Un Pedigree“-ში (2005) ასახა. მოგვიანებით მან ამ წიგნთან დაკავშირებით თქვა: „მე ვერ დავწერდი ავტობიოგრაფიას, სწორედ ამიტომ ვუწოდე მას „პედიგრი“, ეს არის წიგნი იმაზე, რაც მშობლებმა გააკეთეს ჩემთვის.“

ბავშვობაში სწავლობდა საფრანგეთის დაწყებით სკოლაში — „École du Montcel”-ში, შემდეგ სწავლა პარიზის საშუალო სკოლაში — „Lycée Henri-IV“-ში გააგრძელა. ამ სკოლაში სწავლის დროს, მას გეომეტრიის გაკვეთილებს უტარებდა დედამისის მეგობარი რეიმონდ ქვინო, რომელმაც პატრიკს 1964 წელს ბაკალავრიატის ხარისხი მიანიჭა. 1965 წელს სასწავლებლად გადავიდა „პარიზის უნივერსიტეტში“, მაგრამ აქ მას არანაირი ხარისხი არ მიუღია.

ქორწინება და ოჯახი

1970 წელს მოდიანო დომინიკ ზეჰფუსზე დაქორწინდა. 2003 წელს, ჟურნალ „Elle“-სთან ინტერვიუში მან თქვა: „ჩვენი ქორწინება კატასტროფა იყო. წვიმდა. ნამდვილი კოშმარი იყო. ჩვენი მეჯვარეები რეიმონდ ქვინო და ანდრე მელრეუქსი იყვნენ, ქვინო ჩემი მეუღლის ბავშვობის მასწავლებელი იყო, მელრეუქსი კი მამაჩემის მეგობარი. მათ კამათი ჯინ დუბიფეტზე დაიწყეს, და ეს ჩოგბურთის თამაშის მატჩს ჰგავდა! მათ თქვეს რომ რამდენიმე ფოტოს ქონა სასაცილო იქნებოდა, მაგრამ ერთადერთ ადამიანს, რომელსაც კამერა ჰქონდა, გადაღება დაავიწყდა. ჩვენ ქორწილის მხოლოდ ორი ფოტო გვაქვს.“ მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი, ზინა რომელიც 1974 წელს დაიბადა და მარია მოდიანო (1978), რომელიც მომღერალი და მწერალია.

ჯილდოები

1968 წელს, მოდიანომ აიღო „Prix Fénéon“-ის და „როჯერ ნიმიერის პრემია“, თავისი პირველი ნოველის „La Place de l'étoile“-ის დაწერისთვის. 1978 წელს, მეექვსე ნოველის „დაკარგული პიროვნების” მეშვეობით მან „გონსკურის პრემია“ აიღო. 2012 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. 2014 წელს, ხელმეორედ ნომინირდა ნობელის პრემიაზე, როგორც „ჩვენი დროის მარსელ პრუსტი“.

ფილმოგრაფია

სცენარები

  • „ლაკომბ ლიუსიენი“ (1973)
  • „Le Fils de Gascogne“ (1995)
  • „კარგი მოგზაურობა“ (2003)

მისი ნოველების ეკრანიზაციები

  • „ახალგაზრდობა“ (1983)
  • „სუნამო d'Yvonne“ (1994)
  • „მე შენ მიყვარხარ“ (2001)
  • „შარელი“ (2006)

სქოლიო

-1'> SNAC — 2010.
  • Kuiper K. Encyclopædia Britannica
  • Discogs — 2000.
  • filmportal.de — 2005.
  • ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • The Fine Art Archive — 2003.
  • Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  • Babelio — 2007.
  • Munzinger Personen
  • Deutsche Nationalbibliothek Record #118784382 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • The Fine Art Archive — 2003.
  • LIBRIS — 2017.
  • http://www.lefigaro.fr/actualite-france/2015/01/01/01016-20150101ARTFIG00020-legion-d-honneur-691-medailles-en-ce-1er-janvier.php
  • Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 2015. — გამ. 1. — P. 9. — ISSN 0242-6773
  • http://grands-prix-2010.institut-de-france.fr/laureats_modiano.php
  • https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2014/
  • https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  • http://academie-francaise.fr/grand-prix-du-roman
  • https://www.siv.archives-nationales.culture.gouv.fr/siv/rechercheconsultation/consultation/ir/pdfIR.action?irId=FRAN_IR_026438
  • https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
  • Bas Wohlert, Camille (9 October 2014). „Patrick Modiano of France wins Nobel Literature Prize“. The Rappler. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 9 October 2014.
  • Mario Modiano: Hamehune Modillano. The Genealogical Story of the Modiano Family from 1570 to Our Days დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. (pdf, 360 pages), www.themodianos.gr + M. Modiano, Athens 2000
  • "Ten Things to Know About Patrick Modiano," The Local, 9 October 2014. Retrieved 9 October 2014
  • Brown, Mark; Kim Willsher; Alison Flood (9 October 2014). „Nobel prize winner Patrick Modiano hailed as modern Marcel Proust“. The Guardian. ციტირების თარიღი: 9 October 2014.
  • The Mysteries of Patrick Modiano, The New Yorker, Alexandra Schwartz, 5 October 2015
  • Julien Bisson. "Patrick Modiano: Literary Giant დაარქივებული 2016-03-21 საიტზე Wayback Machine. ," France Today, 15 November 2011. Retrieved 9 October 2014
  • Niklas Pollard and Alistair Scrutton. "Patrick Modiano, French Sephardic Novelist, Wins Nobel for Literature", Forward, 9 October 2014. Retrieved 9 October 2014
  • The Nobel Prize in Literature 2014. Nobelprize (9 October 2014). ციტირების თარიღი: 9 October 2014.
  • Tags:

    პატრიკ მოდიანო ადრეული წლები და პირადი ცხოვრებაპატრიკ მოდიანო ქორწინება და ოჯახიპატრიკ მოდიანო ჯილდოებიპატრიკ მოდიანო ფილმოგრაფიაპატრიკ მოდიანო სქოლიოპატრიკ მოდიანო1945197219841988199020102012201430 ივლისიინგლისური ენანობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგშინოველანოველისტიფრანგი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ჰაერისომხეთიტანზანიამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაეგვიპტის პირამიდებიტემპერამენტის ტიპებილიბერალიზმი საქართველოშიქართული მითოლოგიავნების კვირასაქართველოს სახელმწიფო დროშაკუნილინგუსისაქართველოს გეოგრაფიაგიორგი I (საქართველოს მეფე)მალდივის რესპუბლიკადუნაირეზოლუციაუცხოური აგენტების კანონისაქართველოს მუნიციპალიტეტებიკოლხეთის ეროვნული პარკიარასამთავრობო ორგანიზაციაგველებისამეგრელოსომხური სამოციქულო ეკლესიაბათუმისაქართველოს დემოგრაფიაეთიოპიაშინაური კატასოციოლოგიასლოვაკეთიკახეთის აჯანყება (1659)ქართვლის დედაკანონიერი ქურდინინო კასრაძებაგრატ IV (საქართველოს მეფე)დუბაის საამიროხელოვნებაგიორგი ანწუხელიძეჰიდროცეფალიაცისფერყანწელებიგიორგი ლეონიძეთაფსირიბზობათემურლენგიკულტურაასკარიდისებრნივინსენტ ვან გოგიმარილებიბალდუინ IV იერუსალიმელიანგარიშთა გეგმაეპოსისაქართველოს ქალაქებითბილისიგრიგოლ ორბელიანიბერძენ-სპარსელთა ომებითეთრი დათვიახალციხეალპებიხინკალიერთეულთა საერთაშორისო სისტემააპრილიყირიმის ომიმოლდოვააბრაამ ლინკოლნილეონარდო და ვინჩიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაევროპის პარლამენტიფარნავაზ Iინფორმაციათითაობაფარსმან II ქველიეგრისის დიდი ომი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაანტიკური ხანაარსებითი სახელიზაქარია ფალიაშვილიცივი ომისაქალწულე აპკიირანი🡆 More