ოქროს საწმისი

ოქროს საწმისი (ბერძნ.

გზად ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე დარდანელის სრუტე).

ოქროს საწმისი
იასონი ოქროს საწმისით ბრუნდება, აპულიური თიხის ჭურჭლის მხატვრობა, დაახ. ძვ. წ. 340–330.

ფრიქსემ კოლხეთის სამეფოს სანაპიროს მიაღწია და ცხვარი ზევსს შესწირა, ხოლო მისი ოქროს ტყავი კოლხეთის მეფეს უბოძა. კოლხთა კეთილდღეობის გარანტი გახდა ოქროს საწმისი, რომელსაც არესის ტყეში დრაკონი დარაჯობდა. თესალიის მეფემ პელიამ თავის ძმისწულ იასონს სამეფო ტახტი შესთავაზა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი „არგო“, ელადის რჩეული ვაჟკაცებიდან შეარჩია ეკიპაჟი და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ფასისის (მდინარე რიონი) შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას (ქუთაისის) მიადგნენ. აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა შეასრულა ეს მოთხოვნები აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი მედეას დახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კორინთოს მეფის კრეონტის ასული შეირთო. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვდინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი ჰერას ტაძარში დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა. არის თქმულების კეთილად დასრულების გვიანდელი ვარიანტიც, რომლის მიხედვით აიეტი და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ბერძნ.ბერძნული მითოლოგიადარდანელის სრუტეზევსიინოჰერაჰერმესი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჯო ბაიდენიპორნოგრაფიააშშ-ის ისტორიამილი (ერთეული)ბოშებიწმინდა ნიკოლოზიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ბარსელონაციცარიაჭარის კრიზისი (2004)მოწამეთათბილისის ტელეანძარომის იმპერიაირანიწყალიდედამიწაადამიანიაფრიკაილია თოფურიაჰარი პოტერიივანე ჯავახიშვილიპორტუგალიაოთარ კობერიძესაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020ნიუ-იორკიგიორგი გახარიაქართული მითოლოგიარუსეთის იმპერიამუნიგიორგი მამარდაშვილიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთიაღდგომაქართული ფილმების სიაგერმანიატრისტან სარალიძებუდაპეშტითბილისის მეტროპოლიტენიმიხეილ სააკაშვილიასპინძის ბრძოლალირიკაიროკეზებიაზიამხედრიონისანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმებუდიზმიასლან აბაშიძე69 (სექსუალური პოზა)დეჟავიუპლანეტაკაპადოკიაკორსიკაბიბლიადანიაეთიოპიასესარ ლუის მენოტიემი უაინჰაუსივიკიპედიაზოდიაქონაკრა (მდინარე)საჭმლის მომნელებელი სისტემასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ნოდარ დუმბაძეაგენტიაფხაზებიმალდივის რესპუბლიკაგველებიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაშერეკილებიგრიგოლ რობაქიძენიკა გვარამიაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემათურქეთის ქალაქების სიაკურო (ასტროლოგია)საბუდარელი ჭაბუკიგურამ ლორთქიფანიძეკავკასიონიტელეფონების ნომრები საქართველოში🡆 More