შერეკილები: ელდარ შენგელაიას 1973 წლის ფილმი

„შერეკილები“ — ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1973 წელს.

საკავშირო კინოგაქირავებაში გავიდა ერთი წლის შემდეგ. ფილმი გაჯერებულია იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა მალევე აიტაცა. ფილმის სცენარი ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს და ეფუძნება მის მოთხრობა „უცხო ჩიტს“, რეჟისურა კი - ელდარ შენგელაიას.

„შერეკილები“
შერეკილები: ელდარ შენგელაიას 1973 წლის ფილმი
ერთაოზისა და ქრისტეფორეს გაცნობა
ჟანრი ფანტასტიკური ისტორია
დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე
როლებში ვასილ ჩხაიძე
დათო ჟღენტი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ჯანსუღ კახიძე
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი გენო ჩირაძე
მონტაჟი ნელი ფარცვანია
მხატვარი რევაზ მირზაშვილი
თენგიზ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
პრემიერა 1973
ხანგრძლივობა 80 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ერთაოზს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში აღარაფერი დარჩენია, რადგან რაც კი ებადა მამისეულ ვალებში დაარიგა და ამიტომაც, ახლობლის რჩევით (ისიდორე ბაბუა) ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე ერთიშეხედვით შეყვარებული ერთაოზი, მას ციხის უფროსის „ცხედრის“ თავიდან მოშორებაში დაეხმარება. „გაცოცხლებული“ ხუტა-უფროსი ერთაოზს ციხეში უკრავს თავს:

შერეკილები: ელდარ შენგელაიას 1973 წლის ფილმი 
„ცოცხალი ოდიშელიძის, შავი დედალის დაძმაკაცებით დამარხვისთვისო, ამას შვიდი მე ათი, იჯექი თუ კაიაო“
(ერთაოზი)

ციხეში ერთაოზი გაიცნობს ერთ უცნაურ პატიმარს - ქრისტეფორე მგალობლიშვილს გარიყულადან, რომელიც „ცათმფრენის“ აგების იდეითაა შეპყრობილი. პატიმრები გარკვეული ხნის მუშაობის შემდეგ, ციხიდან გაიქცევიან და ცათმფრენის აგებას შეუდგებიან საავადმყოფოს უფროსის დახმარებით, რომელიც უნებლიეთ მათი იდეის მესაიდუმლე გახდა და ამით აღფრთოვანებულმა, ტიტანური აზრების დიდმა პატივისმცემელმა, დახმარება შესთავაზა. „შერეკილებად“ მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი, ცათმფრენს მართლაც ააგებენ და ყველას გასაოცად, ცაში აიჭრებიან.

შერეკილები: ელდარ შენგელაიას 1973 წლის ფილმი 
„რას სჩადით, ვინ მოგცათ ამის უფლება, დაბრუნდით დედამიწაზე!“
(ნოშრევანი)

როლებში

რესურსები ინტერნეტში

შერეკილები: ელდარ შენგელაიას 1973 წლის ფილმი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ელდარ შენგელაიამხატვრული ფილმირეზო გაბრიაძესსრკქართული ფილმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გასტრიტირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიმსოფლიოს მოსახლეობაკომუნიზმიგიორგი IV ლაშასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიავინსენტ ვან გოგიწინადადებამელაადმირალი (პეპელა)ქართული გვარიმსოფლიო მიზიდულობის კანონინაკრძალირკინაწიგნისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაელინიზმიშინაური კატაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)კურო (ასტროლოგია)დედამიწადავით კლდიაშვილიგერმანიის ქალაქების სიათურქეთის ისტორიაავსტრალია (კონტინენტი)ფარნავაზ Iერთა ლიგაბრუნებაშაშვისლოვაკეთიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიბიშკეკისაქართველო XVIII საუკუნეშიეგრისის დიდი ომიმზეთამარ გვერდწითელიელექტრული დენიაფხაზეთის ომი (1992-1993)კონსტანტინე გამსახურდიათეატრიჩემი ცოლის დაქალებინოე სულაბერიძეძალაეგვიპტეპაბლო პიკასოლუქსემბურგისისხლის მიმოქცევის სისტემაეკლესია (ნაგებობა)ფელაციამიწისძვრადავით კაჭარავალუი XVIგაზაფხულივარძიავახტანგ VIნიადაგიპროპაგანდასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირივერძი (ასტროლოგია)დავით I კურაპალატისაქართველოს ისტორიასომხეთის ისტორიაწელიწადის დროებიგამზრდელი (პოემა)ბულგარეთირელიგია საქართველოშისიყვარულიდელფინებიწმინდა ნინოშავი ზღვის თევზების სიაყივანახველასამკუთხედი🡆 More