ნოდარ წულეისკირი: ქართველი მწერალი

ნოდარ წულეისკირი (დ.

5 მარტი, 1932, სოფელი ბანძა, გეგეჭკორის რაიონი — გ. 11 თებერვალი, 2015) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, რედაქტორი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და კულტურის მინისტრი.

ნოდარ წულეისკირი
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1932(1932-03-05)
დაბადების ადგილი ბანძა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 2015(2015-02-11) (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი წერაქვი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველო
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა ნოდარ წულეისკირი: ბიოგრაფია, შემოქმედება, რესურსები ინტერნეტში სსრკ
ნოდარ წულეისკირი: ბიოგრაფია, შემოქმედება, რესურსები ინტერნეტში საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus აფთრები
გავლენა მოახდინეს

ბიოგრაფია

ნოდარ წულეისკირი დაიბადა 1932 წლის 5 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ალექსანდრე წულეისკირისა და თამარ ზედანიას ოჯახში. მამა, ალექსანდრე წულეისკირი განათლებით ფილოლოგი იყო, დედის ოჯახი კი, ხალხურ მედიცინას მისდევდა. ოჯახს ოთხი შვილი ჰყავდა: ნოდარი, თალიკო, შუქური და ოტია. 1939 წელს, 7 წლის ნოდარმა სწავლა დაიწყო სოფელ ბანძის № 1 საჯარო სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ, მომავალმა მწერალმა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1955 წელს დაასრულა. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1959 წლის ჟურნალ „ცისკარის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა მისი ნოველები: „მეპაპიროსე მოსე“, „ექვთიმეს ხე“, „ლუკა“.

1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ „დილას“ პასუხისმგებელ მდივნად, „ცისკრის“, „მნათობის“ განყოფილების გამგედ. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად.

ნოდარ წულეისკირის რომანი „აფთრები“ იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი „მონანიება“.

1990 წლის ნოემბერში ნოდარ წულეისკირი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

ნოდარ წულეისკირი არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორია. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე.

ნოდარ წულეისკირმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები მიხეილ ჯავახიშვილის მშობლიურ სოფელ წერაქვში გაატარა. იგი წერაქვში 1992 წლის იანვრის მოვლენების შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად და დაინიშნა სოფლის სკოლის დირექტორად.

დაკრძალულია სოფელ წერაქვში, საკუთარ ეზოში.

შემოქმედება

წიგნები

  • მტკვრის პირას გათეთრებული კაცები, მხატვრული ნარკვევები, თბ. საბჭ. მწერალი, 1961
  • თეთრი მთა, მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1964
  • შეჩვევა, მოთხრობები, თბ. საბჭ. საქართველო, 1967
  • ორი უძილო ღამე, თბ. ნაკადული, 1967
  • თუთარჩელა, რომანი, თბ. საბჭ. საქართველო, 1971
  • რომანი და მოთხრობები, თბ. მერანი, 1973
  • მუხა, ვაზი და საქონელი, მხატვრული ნარკვევი, თბ. ნაკადული, 1974
  • ზესნახე, რომანი, თბ. მერანი, 1976
  • სისატურა, მოთხრობები, ნოველები, თბ. საბჭ. საქართველო, 1983
  • წიაქას და თავხანხალას საკვირველი ამბავი, მოთხრობა უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. თბ. ნაკადული, 1984
  • ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი, რომანი, თბ. მერანი, 1985
  • მთისა და ბარისა, წერილები და ნარკვევები, თბ. მერანი, 1987
  • მურიკელა ღრრრ, მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1987
  • ძველი სამრეკლო, მოთხრობები; რომანი, თბ. საბჭ. საქართველო, 1987
  • ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი, ისტორიული მოთხრობა, თბ. მერანი, 1988
  • დავით აღმაშენებლის ქვა, მოთხრობები და რომანი, თბ. ნაკადული, 1990
  • ბრძოლა სატანასთან, წერილები, სიტყვები, აკრძალული, თვითგამოცემებით გავრცელებული წერილები და სიტყვები, პოლემიკა, თბ. მერანი, 1990
  • აფთრები, რომანი, თბ. სამშობლო ფორტე, 1995
  • ოცი წელი წერაქვში, ჩანაწერები, ინტელექტი, 2013 - ISBN 978-9941-44-65-6-6

ფილმები

  • 1965 — „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“
  • 1974 — „საჰაერო ხიდი“
  • 1984 — მონანიება

რადიოსპექტაკლები

  • დავით აღმაშენებლის ქვა (1988)
  • თუთარჩელა (1988)
  • ლობიოჭამიების სასიძო (1984)

პრემიები და ჯილდოები

  • 1958 წელი — საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • 2008 წელი — ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 2010 წელი — დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნოდარ წულეისკირი ბიოგრაფიანოდარ წულეისკირი შემოქმედებანოდარ წულეისკირი რესურსები ინტერნეტშინოდარ წულეისკირი სქოლიონოდარ წულეისკირი11 თებერვალი19325 მარტიბანძაგეგეჭკორის რაიონიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ყარყარაშვილისოლომონ IIცხოველებიკავკასიონინარიყალაჭადრაკი9 აპრილის ტრაგედიაწმინდა გიორგიხარებაანალური სექსიენცეფალოპათიააშშ-ის სენატიგოგირდიაჭარატოლერანტობამსოფლიოს უდიდესი ქალაქებისამთა კავშირიაფრიკის ქვეყნების სიაქართლ-კახეთის სამეფოკუბური მეტრიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიქაშვეთის ეკლესიაშოთა რუსთაველიწმინდა ნინოიაპონიარუმინეთიფაშიზმიტანზანიასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024რკინაგერმანიის გაერთიანება (1871)თერგდალეულებიკახა კალაძეგურიასისხლირესპუბლიკასესილია თაყაიშვილიფარსმან II ქველისალადინიდათა თუთაშხიახინკალიმონანიება (ფილმი)იბერიაწყალიზედსართავი სახელიბუდაპეშტიაფრიკაშამქორის ბრძოლა (1195)მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითქრისტესისხლაპელოპონესის ომიღანძილიქალაქისიურრეალიზმიშვეიცარიაბათუმის ბოტანიკური ბაღიისტორიაალეგორიაავსტრალიაშხარაფუტიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოვიკიპედიაანტარქტიდაძვალიზამთარიძაღლიმთვარეიგიმურა დათვიავსტრიაერეკლე IIმონა ლიზაჩერნობილის კატასტროფადიმიტრი ყიფიანიმილიმეტრიორალური სექსიმალდივის რესპუბლიკაეგვიპტე🡆 More