ნიკა კაჭარავა

ნიკოლოზ (ნიკა) კაჭარავა (დ.

13 იანვარი, 1994, ნიქოზია, კვიპროსი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ანორთოსისისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

ნიკა კაჭარავა
ნიკა კაჭარავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნიკოლოზ კაჭარავა
დაბადების
თარიღი
13 იანვარი, 1994 (1994-01-13) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
ნიქოზია, კვიპროსი
სიმაღლე 198 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
2011–2012 დინამო თბილისი
2013–2014 რუბინი ყაზანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013–2014 რუბინი ყაზანი 0 (2)
2014–2016 სპარტაკი ცხინვალი 41 (25)
2016–2018 როსტოვი 0 (0)
2016–2017   ეთნიკოსი 27 (16)
2017–2018   კორონა 26 (7)
2018–2022 ანორთოსისი 51 (11)
2020–2021   ლეხი პოზნანი 7 (1)
ეროვნული ნაკრები
2012–2013 საქართველო 19-წლ. 8 (2)
2013–2016 საქართველო 21-წლ. 10 (6)
2016– საქართველო 24 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 დეკემბერი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 მაისი, 2023

ნიკა არის ცნობილი ქართველი მწვრთნელის, კახაბერ კაჭარავას შვილი.

კარიერა

საკლუბო

თამაშობდა თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდში. 2012 წლის გაზაფხულზე თბილისური კლუბი დატოვა და რამდენიმე თვე შვეიცარიაში იმყოფებოდა, თავიდან ჩელენჯლიგის „კიასოში“ ვარჯიშობდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამოყვარულო „ვანდიშში“ გაანათხოვრეს. სამოყვარულო გუნდის უცხოელ მოთამაშეს 3 თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს, რის გამოც ზაფხულში იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო. შვეიცარიაში დაბრუნდების იმედი რომ გადაეწურა, პირველ ლიგაში მოასპარეზე „გაგრაში“ ჩაირიცხა. 2013 წლის თებერვლიდან ყაზანის „რუბინის“ დუბმშემადგენლობის წევრი გახდა, მან ნახევარწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „რუბინის“ დუბლებში 16 ჩატარებულ მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო, პირველი გოლი გაიტანა სარანსკის „მორდოვიას“ ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ, იმ მატჩში ნიკა კაჭარავამ დუბლი გაიფორმა. ძირითადი გუნდის შემადგენლობაში მოხვდა ერთხელ, 2013 წლის 2 დეკემბერს „ამკარის“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში, თუმცა ნიკა მოედანზე არ გამოჩენილა. 2014 წლიდან შეუერთდა ცხინვალის „სპარტაკს“, 2013-2014 წლების სეზონში ჩაატარა მხოლოდ 1 მატჩი, ხოლო შემდეგი სეზონიდან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. 2015-16 წლების სეზონის პირველ ნახევარში, უმაღლეს ლიგაში გაიტანა ყველაზ მეტი, 13 გოლი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მისით ინტერესდებოდნენ რუსული, ბელგიური და ჰოლანდიური კლუბები. საბოლოოდ ნიკამ არჩევანი „როსტოვზე“ შეაჩერა, რომელმაც ტრანსფერში 300 ათასი ევრო გადაიხადა.

სანაკრებო

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს 2012 წლის ოქტომბერში. მისი დებიუტი შედგა 26 ოქტომბერს, ხორვატი თანატოლების წინააღმდეგ. 8 ჩატარებულ მატჩში გაიტანა 2 გოლი. 21 წლამდელთა ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2013 წლის 5 სექტემბერს, ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების წინააღდეგ, 84-ე წუთზე მან დავით სხირტლაძე შეცვალა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას დებიუტი ჰქონდა 2016 წელს. პირველი გოლი კი გაიტანა 2017 წლის 24 მარტს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნიკა კაჭარავა კარიერანიკა კაჭარავა რესურსები ინტერნეტშინიკა კაჭარავა სქოლიონიკა კაჭარავა13 იანვარი1994ანორთოსისი (საფეხბურთო კლუბი)თავდამსხმელი (ფეხბურთი)კვიპროსინიქოზიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარსიპარიზიკონსტანტინოპოლის დაცემათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიკოლხეთის ეროვნული პარკიწინადადებაჯაბა იოსელიანინიკო ნიკოლაძექალწული (ასტროლოგია)EDMლადო ასათიანიმეტაბოლიზმირუსეთიძირითადი საშუალების ცვეთაკონსტანტინე გამსახურდიახოხობიტროპიკული სარტყლებიოქროს საწმისიალექსანდრე ყაზბეგისინონიმებიალეგორიაიტალიაპანსექსუალისაქართველოს დაცული ტერიტორიებიდემეტრე II თავდადებულინიუ-იორკიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ჰაერიდაცული ტერიტორიარომიმიხეილ ლომონოსოვიოქსიდიარასამთავრობო ორგანიზაციაშარკა ბლუგაერთიანებული ერების ორგანიზაციარელიგიააბანოთუბანიუნგრეთიოკეანენაყოფი (მცენარე)იგლუნატურალური რიცხვიქარიეგვიპტის მუზეუმი (კაირო)კირჩხიბი (ასტროლოგია)წყალბადიგეომეტრიული პროგრესიაიულიუს კეისარიზმნაეკვატორული კლიმატური სარტყელიდედამიწამეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობარკინამონაკოქანდაკებამოლდოვამუშთაიდის ბაღისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ ხერგიანიყაზახეთიეკონომიკარაბათის ციხექართული საბჭოთა ენციკლოპედიაძვ. წ. 329პითაგორადუნაიშვეიცარიაქართველებინონა გაფრინდაშვილიფოცხვერისინგაპური27 მარტი1924 წლის აგვისტოს აჯანყებააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიათამარ მეფეზუგდიდი🡆 More