მოზამბიკის დროშა

მოზამბიკის დროშა — მოზამბიკის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად.

დღევანდელი დროშა შემოიღეს 1983 წლის 1 მაისს. მოზამბიკის დროშა, ერთადერთი დროშაა მსოფლიოში, რომელზეც გამოსახულია თანამედროვე საბრძოლო იარაღი — კალაშნიკოვი.

მოზამბიკის რესპუბლიკის დროშა
მოზამბიკი
მოზამბიკის დროშა
მიღებულია 1 მაისი, 1983
პროპორცია მოზამბიკის დროშა 2:3

დროშის შესახებ

მოზამბიკის რესპუბლიკის კონსტიტუციის 297-ე მუხლში, რომელიც ჩააამატეს 2004 წლის 16 ნოემბერს, მოცემულია დროშის აღწერა:

ეროვნული დროშა გადაწყვეტილია ხუთ ფერში: წითელი, მწვანე, შავი, ყვითელი-ოქროსფერი და თეთრი.

ფერები აღნიშნავს: წითელი — წინააღმდეგობის გაწევა კოლონიალიზმის მიმართ, შეიარაღებული დაპირისპირება დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტის დაცვა; მწვანე — ქვეყნის ბუნება; შავი — აფრიკის კონტინენტი; ყვითელი-ოქროსფერი — ქვეყნის სასარგებლო წიაღისეული; თეთრი — მოზამბიკის სამართლებრივი ბრძოლა მსოფლიოში მშვიდობისთვის. დროშაზე ჰორიზონტალურად განლაგებულია მწვანე, შავი და ყვითელ-ოქროსფერი ლენტი. წითელ სამკუთხედზე ვარსკვლავია გადაშლილი წიგნით, რომელიც გადაჯვარედინებულად გამოსახულია საბრძოლო იარაღი და თოხი. ვარსკვლავი საერთაშორისო სოლიდარობის მოზამბიკელი ერისთვის გამოხატვის იმედს განასახიერებს. წიგნი, თოხი და იარაღი განათლების, მრეწველობისა და თავდაცვის სიმბოლოა.

დროშის ისტორია

მოზამბიკის დროშა 
მოზამბიკის, პორტუგალიის კოლონიის დროშის 1966 წლის პროექტი

1966 წელს პორტუგალიელმა ვექსილოლოგმა ალმეიდა ლანგჰანსმა (Franz Paul de Almeida Langhans) თავის წიგნში - „პორტუგალიის უცხოური ტერიტორიების გერბები“ (Armorial do Ultramar Português) გამოთქვა აზრი, რომ პორტუგალიის ყველა კოლონიისთვის შექმნილიყო დროშა პორტუგალიის დროშაზე ადგილობრივი გერბის დამატებით.

1935 წელს ლანგჰანსმა მოზამბიკის დროშა წარმოადგინა. როგორც პორტუგალიის ყველა კოლონიის, მოზამბიკის დროშაც პორტუგალიის ტრადიციული დროშის საფუძველზე იყო შექმნილი და მარჯვენა, ქვედა მხარეს, გერბი ჰქონდა დამატებული. გერბი ორადაა გაყოფილი. მარცხენა მხარეს, ვერცხლისფერ ველზე - ხუთი ვერცხლის ყუთი და თითოში ხუთი ვერცხლის მონეტაა გამოსახული, მარჯვენა მხარეს კი წითელ ლენტზე ზემოდან 7 ისარი, ქვემოდან კი 7 ლურსმანია დამაგრებული. გერბის ქვედა ნაწილში ვერცხლისფერი და მწვანე ტალღებია. ეს პროექტი პორტუგალიის მთავრობამ არც კი განიხილა.

მოზამბიკის დროშა 
ფრელიმოს დროშა

1962 წელს რამდენიმე ანტიკოლონიური პოლიტიკის გამტარებელმა ჯგუფმა დააარსა მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტი (ფრელიმო) (პორტ. Frente de Libertação de Moçambique, FRELIMO) და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაიწყო ბრძოლა. ფრელიმოს დროშა სამფეროვანი იყო. იგი შედგებოდა სამი ჰორიზონტალური, ერთი ზომის - მწვანე, შავი და ყვითელი ლენტებისგან, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ვიწრო, თეთრი ზოლებით და წითელი სამკუთხედისგან. მსგავსი დროშა ჰქონდა მოზამბიკს გარდამავალ პერიოდში, 1974 წლის სექტემბრიდან, როცა არსებობდა პორტუგალიელებისა და ფრელიმოს წევრებით დაკომპლექტებული მოზამბიკის პარიტეტული მთავრობა.

მოზამბიკის დროშა 
მოზამბიკის დროშა 1975—1983 წლებში

1975 წლის 25 ივნისს დამოუკიდებელ ქვეყანა მოზამბიკში მიიღეს ახალი დროშა, რომელიც შექმნილი იყო ფრელიმოს დროშის მიხედვით და 7 პანელისგან (4 სხვადასხვა ფერის, მწვანე, წითელი, შავი და ყვითელი ქსოვილი და მათ შორის ვიწრო 3 თეთრი ზოლი) შედგებოდა. მარჯვენა ზედა მხარეს გამოსახულია გერბი: კბილანა რომელზეც განთავსებულია წითელი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი და გადაშლილი წიგნი, გადაჯვარედინებული საბრძოლო იარაღითა და თოხით.

მოზამბიკის დროშა 
მოზამბიკის დროშა 1983 წლის აპრილში

1983 წლის აპრილში სახელმწიფო დროშა შეიცვალა: ახალი დროშა ფრელიმოს დროშის ჰგავდა, განსხვავება ემბლემა იყო, რომელიც ახალ დროშაზე, წითელ სამკუთხედზე იყო გამოსახული. თავის მხრივ, ემბლემაზე დიდი, ყვითელი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი იყო დატანილი
1983 წლის 1 მაისს მოზამბიკის თანამედროვე დროშა დამტკიცდა.

2005 წელს ახალ დროშას, გერბსა და ჰიმნზე კონკურსი გამოცხადდა. წარმოდგენილი იყო 119 საკონკურსო ნამუშევარი, რომლიდანაც საუკეთესო ვარიანტი შეირჩა, თუმცა დროშა დღემდე უცვლელი რჩება. პრესის მიხედვით, მოზამბიკის საპარლამენტო ოპოზიციამ წამოაყენა წინადადება, სახელმწიფო დროშიდან ამოეღოთ კალაშნიკოვის სურათი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განასახიერებს. ამ წინადადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ფილმში „იარაღის მეფე“ საუბარია ამ დროშის შესახება. ფილმი ეხება მოზამბიკის ომსაც.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მოზამბიკის დროშა დროშის შესახებმოზამბიკის დროშა დროშის ისტორიამოზამბიკის დროშა იხილეთ აგრეთვემოზამბიკის დროშა რესურსები ინტერნეტშიმოზამბიკის დროშა სქოლიომოზამბიკის დროშა1 მაისი1983აკ-47მოზამბიკიმოზამბიკის გერბიმოზამბიკის ჰიმნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფილტვებინეპოტიზმინატურალური რიცხვიზღარბისებრნიFacebookკახა ოქრიაშვილისლოვაკეთიბულგარეთისაქართველოს დაცული ტერიტორიებივნების კვირამცენარეებიქუთაისირაჭასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020ლიონელ მესივერძი (ასტროლოგია)სამასი არაგველიანექსიასაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ვეტო69 (სექსუალური პოზა)ასტრიდ ლინდგრენიდავით კეზერაშვილიქვეყნების სიაინდოეთისაქართველოს სამოქალაქო ომინეიტროფილებიწმინდა ნინობერლინის კედელიგიორგი IV ლაშასაქართველოს სამხედრო წოდებებილადო გუდიაშვილიფრიდერიკ შოპენიპაოლო იაშვილიგრიგოლ ხანძთელირომის იმპერიასაქართველოს ოქროს ხანამოლდოვასულეიმან Iპორტუგალიაფელაციაადაპტაციასაქართველოს მთავრობამიგრაციალუი XIVანონიმუსიედუარდ შევარდნაძელუდვიგ ვან ბეთჰოვენიბატონებიპირველი მაისი (მრავალმნიშვნელოვანი)თბილისის ისტორიასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიინსულტიფილიპინებიჰოლოკოსტინოე ჟორდანიათირკმელისაქართველოს ისტორიაქალწული (ასტროლოგია)საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012ამირანი (მითოლოგია)ჩინგიზ-ყაენიჰარი პოტერიახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩიგიურზაზენონი (იარაჯული)ვახტანგ VIბანგლადეშიGIFვლადიმერ ლენინიევროპის დროშადიდი ოთხშაბათისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ხატია დეკანოიძესატურნი🡆 More