მირკო ვუჩინიჩი

მირკო ვუჩინიჩი (კირილური: Mиpкo Bучинић, დ.

1 ოქტომბერი, 1983) — მონტენეგროელი ფეხბურთელი, ფორვარდი. თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „იუვენტუსში“.

მირკო ვუჩინიჩი
მირკო ვუჩინიჩი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მირკო ვუჩინიჩი
დაბადების
თარიღი
1 ოქტომბერი, 1983 (1983-10-01) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ნიკსიჩი, სფრ იუგოსლავია
სიმაღლე 1.86 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იუვენტუსი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
1998-1999 სუტიესკა ნიკსიჩი
1998-1999 ლეჩე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2000 სუტიესკა ნიკსიჩი 9 (4)
2000-2006 ლეჩე 111 (34)
2006–2011 რომა 147 (46)
2011– იუვენტუსი 61 (18)
ეროვნული ნაკრები
2001 სერბეთი და ჩერნოგორია 3 (30)
2001 მონტენეგრო 0 (14)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 მარტი 2013
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 მარტი 2013

ვუჩინიჩი ადრეულ ასაკში თამაშობდა მშობლიური ქალაქის – ნიკშიჩის გუნდში. მან ადრევე მიიპყრო საფეხბურთო კლუბ „ლეჩეს“ სპორტული დირექტორის, პანტალეო კორვინოს ყურადღება. ვუჩინიჩის ლეჩეში ტრანსფერი განხორციელდა 2000 წლის ზაფხულში. 2006 წლამდე ვუჩინიჩი თამაშობდა ლეჩეში სერია A-ში და სერია B-ში. შთამბეჭდავი იყო მისი 2004-05 წლების სეზონი, როდესაც 21 წლის ფეხბურთელმა გაიტანა 19 გოლი 28 მატჩში სერია A-ში.

ვუჩინიჩის სასტარტო სანაკრებო მატჩი შედგა სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრებში, ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ, სადაც მან სამი გოლი გაიტანა. მას ტრავმის გამო მოუწია 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამოტოვება. სერბეთის და მონტენეგროს გაყოფის შემდეგ ვუჩინიჩმა თამაში არჩია მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებში. მან მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის რამდენიმე მატჩში, სადაც გაიტანა ორი გოლი. ვუჩინიჩმა ასევე ორი გოლი გაიტანა 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა

ვუჩინიჩმა თამაში დაიწყო მშობლიური ქალაქის გუნდ „სუტიესკა ნიკშიჩში“. შემდეგ ის მოხვდა ლეჩეში, იტალიაში. მაშინ ის 18 წლის იყო. ამ ტრანსფერის ინიციატორი იყო „ლეჩეს“ სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო.

ვუჩინიჩმა 2004-05 წლების სეზონში „ლეჩეს“ მაისურით ჩატარებულ 28 მატჩში გაიტანა 19 გოლი. მან ამ სეზონში შეასრულა ჰეთ-თრიქი „ლაციოს“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, 2005 წლის 1 მაისს. წარმატებული სეზონის შემდეგ, მისი პროგრესი შეაფერხა ტრავმამ, 31 მატჩში გაიტანა მხოლოდ 9 გოლი.

რომა

2006 წლის 30 აგვისტოს ვუჩინიჩი ერთწლიანი იჯარით გადავიდა „რომაში“, 3,25 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მისი სატრანსფერო უფლებების 50% რჩებოდა „ლეჩეს“.

2006–07 წლების სეზონი

ვუჩინიჩის პირველი სეზონი „რომაში“ წარუმატებელი აღმოჩნდა, მას ორჯერ მოუწია მუხლის ოპერაციის გაკეთება. ასევე, ოქროს ბუცის გამარჯვებული ფრანჩესკო ტოტი თამაშობდა, როგორც მარტოხელა თავდამსხმელი და რომას მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის ტაქტიკური ფორმაციიის პირობებში ვუჩინიჩს არ ჰქონდა დიდი სათამაშო დრო. მიუხედავად ამისა, მან სამი გოლი გაიტანა იმ სეზონში „რომას“ მაისურით. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მან პირველი გოლი გაიტანა 2006-07 წლების სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, 2007 წლის 4 აპრილს..

2007–08 წლების სეზონი

სეზონის დასაწყისში „რომამ“ გადაუხადა შეთანხმებული 3,75 მილიონი ევრო „ლეჩეს“, ვუჩინიჩის სატრანსფერო უფლებების 50%-ს სანაცვლოდ.. მან გადაწყვიტა #9 მაისურით ასპარეზობა, რომლითაც ასპარეზობდა ვინჩენცო მონტელა რვა სეზონის განმავლობაში.

2008–09 წლების სეზონი

2008 წლის ივლისში „რომამ“ 12 მილიონი ევროს საფასურად საბოლოოდ გამოისყიდა ვუჩინიჩის სატრანსფერო უფლებები.

2008 წლის 4 ნოემბერს, მან ორი გოლი გაიტანა რომას მაისურით ჩემპიონთა ლიგის 2008-09 წლების სეზონში ჩელსის წინააღმდეგ, სადაც მისმა კლუბმა 3-1 გაიმარჯვა. რომა იმ სეზონში დამარცხდა ფლეი-ოფში არსენალთან, სადაც მათ წააგეს პენალტების სერიაში ვუჩინიჩის სუსტად დარტყმული პენალტის გამო, რომელიც ადვილად მოიგერია არსენალის მეკარე მანუელ ალმუნიამ.

2009–10 წლების სეზონი

2009 წლის 1 ივნისს „რომამ“ განაცხადა, რომ კლუბსა და ვუჩინიჩს შორის გაფორმდა ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი, მზარდი ანაზღაურებით. ფეხბურთელს უნდა მიეღო 4 მილიონი ევრო 2009–10 წლების სეზონში და 4,7 მილიონი ევრო 2012–13 წლების სეზონში. 2009–10 წლების სეზონი ცუდად დაიწყო „რომასთვის“. გუნდი დატოვა მისმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ. მის ნაცვლად მოვიდა კლაუდიო რანიერი რომელთან ერთადაც გუნდმა საშინაო მარცხით 1:2 სამპდორიას წინააღმდეგ ხელიდან გაუშვა ჩემპიონობის შანსი.იმ სეზონში ინტერიმა რომას 1 ქულით აჯობა, რაც საკმარისი გამოდგა იმისთვის რომ ევროპის ჩემპიონები იტალიის ჩემპიონებიც გამხდარიყვნენ. 2009 წელს ვუჩინიჩმა პირველი გოლი გაიტანა „რომას“ მაისურით „ბოლონიას“ კარში. ამ მატჩის მოგების შემდეგ, „რომას“ ჰქონდა 24-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ვუჩინიჩმა.

2010–11 წლების სეზონი

2010–11 წლების სეზონი კარგად დაიწყო ვუჩინიჩისთვის, გაუტანა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ მფლობელს, „ინტერს“, მაგრამ შემდეგ დაკარგა ფორმა.

იუვენტუსი

2011 წლის 30 ივლისს „იუვენტუსმა“ 15 მილიონი ევრო გადაუხადა „რომას“ ვუჩინიჩის სანაცვლოდ. ფეხბურთელს და კლუბს შორის გაფორმდა 4-წლიანი კონტრაქტი, მისი წლიური ანაზღაურებაა €3.5 ევრო.

საერთაშორისო კარიერა

საერთაშორისო გოლები
# თარიღი ადგილი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი ტურნირი
1. 24 მარტი 2007 პოდგორიცა, მონტენეგრო მირკო ვუჩინიჩი  უნგრეთი 2–1 მოგება ამხანაგური
2. 22 აგვისტო 2007 პოდგორიცა, მონტენეგრო მირკო ვუჩინიჩი  სლოვენია 1–1 ფრე ამხანაგური
3. 12 სექტემბერი 2007 პოდგორიცა, მონტენეგრო მირკო ვუჩინიჩი  შვედეთი 1–2 წაგება ამხანაგური
4. 17 ოქტომბერი 2007 ტალინი, ესტონეთი მირკო ვუჩინიჩი  ესტონეთი 0–1 მოგება ამხანაგური
5. 6 სექტემბერი 2008 პოდგორიცა, მონტენეგრო მირკო ვუჩინიჩი  ბულგარეთი 2–2 ფრე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
6. 15 ოქტომბერი 2008 ლეჩე, იტალია მირკო ვუჩინიჩი  იტალია 2–1 წაგება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
7. 9 სექტემბერი 2009 პოდგორიცა, მონტენეგრო მირკო ვუჩინიჩი  კვიპროსი 1–1 ფრე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
8. 18 ნოემბერი 2009 პოდგორიცა, მონტენეგრო მირკო ვუჩინიჩი  ბელარუსი 1–0 მოგება ამხანაგური
9. 29 მაისი 2010 ოსლო, ნორვეგია მირკო ვუჩინიჩი  ნორვეგია 2–1 წაგება ამხანაგური
10. 3 სექტემბერი 2010 პოდგორიცა, მონტენეგრო მირკო ვუჩინიჩი  უელსი 1–0 მოგება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი
11. 8 ოქტომბერი 2010 პოდგორიცა, მონტენეგრო მირკო ვუჩინიჩი  შვეიცარია 1–0 მოგება

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი

სტატისტიკა

სეზონი კლუბი ლიგა საშინაო ლიგა საშინაო თასები ევროთასების მატჩები ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
1999–00 სუტიესკა ნიკშიჩი იუგოსლავიის პირველი ლიგა 9 4 0 0 0 0 9 4
2000–01 ლეჩე სერია A 2 0 0 0 0 0 2 0
2001–02 ლეჩე სერია A 7 0 2 0 0 0 9 0
2002–03 ლეჩე სერია B 28 5 1 0 0 0 29 5
2003–04 ლეჩე სერია A 12 1 1 0 0 0 13 1
2004–05 ლეჩე სერია A 28 19 3 3 0 0 31 22
2005–06 ლეჩე სერია A 34 9 0 0 0 0 34 9
ჯამში 111 34 7 3 0 0 118 37
2006–07 რომა სერია A 24 2 2 0 6 1 32 3
2007–08 რომა სერია A 33 9 7 1 8 4 48 14
2008–09 რომა სერია A 27 11 3 3 8 3 38 17
2009–10 რომა სერია A 33 14 3 2 7 3 43 19
2010–11 რომა სერია A 28 10 3 1 5 0 36 11
ჯამში 148 45 18 7 34 11 200 63
2011–12 იუვენტუსი სერია A 3 1 0 0 0 0 3 1
ჯამში 3 1 0 0 0 0 3 1
ჯამში კარიერის მანძილზე 262 84 25 10 34 11 348 101

ტიტულები

    რომა
    იუვენტუსი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მირკო ვუჩინიჩი საკლუბო კარიერამირკო ვუჩინიჩი საერთაშორისო კარიერამირკო ვუჩინიჩი სტატისტიკამირკო ვუჩინიჩი ტიტულებიმირკო ვუჩინიჩი რესურსები ინტერნეტშიმირკო ვუჩინიჩი სქოლიომირკო ვუჩინიჩი1 ოქტომბერი1983თავდამსხმელი (ფეხბურთი)იტალიის სერია Aიუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)მონტენეგრო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბუნების დაცვასარკაზმიხევისბერი გოჩაკორუფციაღირსების ორდენი (საქართველო)მარხვაუშგულის თემიმასტურბაციაიუსტინიანე Iცილებიზლატან იბრაჰიმოვიჩიმონა ლიზათხის რქა (ასტროლოგია)საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიგანათლება საქართველოშიდედამიწის დღეჯულიანო მედიჩიბიბლიაფელაციათბილისის ფუნიკულიორიბრესტ-ლიტოვსკის ზავინონა გაფრინდაშვილიოლიმპიური თამაშებივაჟა აზარაშვილი28 მარტისოლომონ დოდაშვილირიონისილიციუმიკვადრატული კილომეტრიმოსწავლესაქართველოს ეროვნული მუზეუმირამაზ შენგელიაიოსებ კეჭაყმაძენიკა კვეკვესკირიმერკურიბერძნები საქართველოშიკოლხეთის სამეფოკახეთის მხარერადიაციაწითელი წიგნიდავით VII ულუიაკობ გოგებაშვილისაქართველოს სახელმწიფო დროშაეკოსისტემამონღოლებიისლანდიანიკარაგუასერბეთიაია-სოფიას ტაძარიიუგოსლავიანიუედაუნის სინდრომითბილისის კურორტების ჯგუფიიუპიტერისვეტიცხოველიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითიმერეთიიოჰან სებასტიან ბახისოკოებიმასკულიზმივარძიადათვილუი XIVირაკლი ღარიბაშვილიანგარიშთა გეგმასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტინილოსისაქართველო VI საუკუნეშიაბანოთუბანიკახეთის აჯანყება (1659)ფიზიკააფხაზეთის ტურიზმიკაცხის სვეტიგიორგი ქვილითაიაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ძირითადი საშუალებებიეკონომიკა🡆 More