ფილმი მელა და ძაღლი

მელა და ძაღლი (ინგლ.

ეს არის უოლტ დისნეის სტუდიების რიგით 24-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი ეფუძნება დენიელ პრეტ მენიქსის ამავე სახელწოდების მოთხრობას. სიუჟეტით, ორი მეგობარი, მელა და ძაღლი, ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რომ ინსტინქტურად მტრობა აკავშირებთ.

„მელა და ძაღლი“
ფილმი მელა და ძაღლი
რეჟისორი
  • ტედ ბერმანი
  • რიჩარდ რიჩი
  • არტ სტივენსი
პროდიუსერი
  • რონ უილიამ მილერი
  • ვოლფგანგ რაითერმანი
  • არტ სტივენსი
ეფუძნება მელა და ძაღლი
— დენიელ პრეტ მენიქსი
ისტორია
  • ლარი კლემონსი
  • ტედ ბერმანი
  • დევიდ მიშენერი
  • პიტერ იანგი
  • ბარნი მეტინსონი
  • სტივ ჰალეტი
  • ერლ კრესი
  • ვენს ჯერი
როლებში
მუსიკა ბადი ბეიკერი
მონტაჟი
  • ჯეიმზ მელტონი
  • ჯიმ კოფორდი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი Buena Vista Distribution
პრემიერა
  • 10 ივლისი, 1981 (1981-07-10)
ხანგრძლივობა 83 წთ.
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 63.5 მილიონი აშშ დოლარი

ფილმი თავისი გამოსვლის დროისთვის ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე იყო, რაც წარმოადგენდა 12 მილიონ აშშ დოლარს. მას აგრეთვე მოჰყვა პირდაპირ ვიდეოზე გამოცემული გაგრძელება - „მელა და ძაღლი 2“ (2006). „მელა და ძაღლის“ პრემიერა გაიმართა კიდევ ერთ ანიმაციურ ფილმთან, „Once Upon a Mouse“ ერთად, ხოლო კინოთეატრებში მასშტაბური ჩვენება დაიწყო 1988 წლის 25 მარტს.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მას შემდეგб რაც პატარა მელა ობლად რჩება, ბუ სახელად „დიდი დედა“ მას მიუყვანს ქვრივ ტვიდს. ტვიდი მელას „ტოდს“ შეარქმევს. ამასობაში, ტვიდის მეზობელი, ეიმოს სლეიდი, იყვანს ლეკვს სახელად „კოპერი“ და აღსაზრდელად თავის ასაკოვან ძაღლს მიაბარებს. მალე ტოდი და კოპერი მეგობრები ხდებიან, მაგრამ ერთ დღეს ბებერი ძაღლი შეიტყობს ამის შესახებ და, პატრონთან ერთად დაედევნება ტოდს. მელას მხოლოდ ტვიდი გადაარჩენს, ხოლო სლეიდი შეჰპირდება ტვიდს, რომ ოდესმე მაინც მოკლავს ტოდს. სანადირო სეზონის დაწყებისთანავე სლეიდს ძაღლები ტყეში გაჰყავს. ამასობაში კი ტვიდი უხსნის ტოდს, რომ კოპერთან მეგობრობა ვერ გაგრძელდება, რადგან ორივე ბუნებით ერთმანეთის მტერია - თუმცა ტოდი მას არ უჯერებს.

თვეების შემდეგ ტოდი და კოპერი უკვე წამოზრდილები არიან. ერთ დღეს ტოდი შეეცდება მეგობრის მონახულებას, მაგრამ კოპერი უხსნის, რომ ის უკვე მონადირე ძაღლია და ამიტომ ბევრი რამ მათ ურთიერთობაშიც უნდა შეიცვალოს. ბებერი ძაღლი იღვიძებს, აღვიძებს სლეიდსაც, იწყება დევნა და ბებერ ძაღლს მატარებელი ეჯახება. იგი ამიერიდან ხეიბარია. კოპერიც და მისი პატრონიც ამიერიდან ტოდის დაჭერას განიზრახავენ, რათა შური იძიონ.

ტვიდი ხვდება, რომ ტოდის მასთან დარჩენა უკვე საშიშია და მას გააცნობს მელას სახელად „ვიქსი“, რომელიც ტოდს უყვარდება. სლეიდი და კოპერი კი ორივეზე ნადირობენ. მაგრამ მოულოდნელად ყველას თავს ესხმის დიდი დათვი. სლეიდი საკუთარ ხაფანგში ეგება, ხოლო კოპერი ცდილობს, გაუმკლავდეს დათვს. საბოლოოდ მას უერთდება ტოდი და, დათვთან ერთად, ეცემა ჩანჩქერის დინებაში. კოპერი იპოვნის ტოდს, რომელიც თავს იკატუნებს, თითქოს მკვდარია. მოახლოებული სლეიდი ცდილობს, ესროლოს ტოდს, მაგრამ ხედავს რა, რომ მელა ისედაც არ ინძრევა, თან მიჰყავს კოპერი. ბოლოს, კოპერი უკან იხედება და ტოდს უღიმის. ტოდი გარბის, ხვდება ვიქსის და ბორცვიდან ორივე ათვალიერებს კოპერისა და ტვიდის სახლებს.

გახმოვანება

  • მიკი რუნი - ტოდი
  • კურტ რასელი - კოპერი
  • სენდი დანკანი - ვიქსი
  • პერლ ბეილი - დიდი დედა
  • რიჩარდ ბაკალიანი - დინკი
  • პოლ უინჩელი - ბუმერი
  • პეტ ბატრემი - შეფი, ბებერი ძაღლი
  • ჟანეტ ნოლანი - ტვიდი
  • ჯეკ ალბერტსონი - ეიმოს სლეიდი
  • კით კუგენი - პატარა ტოდი
  • კორი ფელდმანი - პატარა კოპერი
  • ჯონ ფიდლერი - მაჩვზღარბი
  • ჯონ მაკინტაირი - მაჩვი

საუნდტრეკი

მელა და ძაღლი
ფილმი მელა და ძაღლი 
კინომუსიკა —
სხვადასხვა
გამოცემის თარიღი 1981
ჩაიწერა 1980-1981
ჟანრი საბავშვო მუსიკა, კლასიკური მუსიკა
ლეიბლი Walt Disney

ფილმის საუნდტრეკული ალბომი, 5 სიმღერით, გამოვიდა 1981 წელს, ლეიბლზე Walt Disney Records.

#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
1.„Best of Friends“სტენ ფიდელიპერლ ბეილი 
2.„Lack of Education“ჯიმ სტეფორდიპერლ ბეილი 
3.„A Huntin' Man“ჯიმ სტეფორდიჯეკ ალბერტსონი 
4.„Appreciate the Lady“ჯიმ სტეფორდიპერლ ბეილი 
5.„Goodbye May Seem Forever“ჯეფრი პატჩიჟანეტ ნოლანი და გუნდი 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ფილმი მელა და ძაღლი სიუჟეტიფილმი მელა და ძაღლი გახმოვანებაფილმი მელა და ძაღლი საუნდტრეკიფილმი მელა და ძაღლი რესურსები ინტერნეტშიფილმი მელა და ძაღლი სქოლიოფილმი მელა და ძაღლიWalt Disney Animation StudiosWalt Disney Studios Motion Picturesინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარკ ტვენიბერძნები საქართველოშიწყალინაპოლეონ ბონაპარტიდავით გურამიშვილიკვარცითეატრიამფიბიებისოკოებინაღვლის ბუშტიანტანტაალპებიჰეტეროსექსუალობაეროვნული ლიგაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს ეროვნული მუზეუმისაქართველოს დემოგრაფიამიხეილ სააკაშვილიქაშვეთის ეკლესიააშშ-ის ისტორიასისხლის მიმოქცევის სისტემაუდაბნოპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფურისულარადიაციაროსტომი (ქართლის მეფე)ქართლის სამეფოკაცხის სვეტისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირინიკოლოზ ბარათაშვილილურჯი ვეშაპიპროტესტანტიზმითანდებულივარძიაოსმალეთის იმპერიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008უეფაიაპონიავინსენტ ვან გოგიფრენბურთინიკარაგუაავსტრიათითაობახემარწყვამტკვარიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022სამასი არაგველიდათვიაზერბაიჯანიქაქუცა ჩოლოყაშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიტრაფალგარის ბრძოლაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიშავი ზღვაწყალდიდობაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016იოსებ სტალინიკასპიის ზღვავილი სანიოლიძირითადი საშუალებებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაქვევრი (ფილმი)ანანურის ციხესისხლიარიადნა გუტიერესიკახეთის აჯანყება (1659)თბოგამტარობამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითბაყაყიგიორგი წიტაიშვილიბერძნებიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიასაქართველოს სახელმწიფო დროშაკარტოფილიმსოფლიოს მოსახლეობაალექსანდრე ყაზბეგიტაჯიკეთიპაბლო პიკასო🡆 More