მაქსიმილიან I (გერმ.
von Bayern), ასევე მაქსიმილიან I იოსეფი დ. 27 მაისი, 1756 — გ. 13 ოქტომბერი, 1825) — ბავარიის კურფიურსტი 1799–1806 წლებში (როგორც მაქსიმილიან IV). ბავარიის მეფე 1806 წლის 1 იანვრიდან.
მაქსიმილიან I (IV) | |
---|---|
Maximilian I. von Bayern | |
ბავარიის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 16 თებერვალი 1799 |
მმართ. დასასრული: | 1 იანვარი 1806 |
წინამორბედი: | კარლ IV თეოდორი |
მემკვიდრე: | ტიტული გაუქმდა |
ბავარიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1 იანვარი 1806 |
მმართ. დასასრული: | 13 ოქტომბერი 1825 |
წინამორბედი: | ტიტული დაარსდა |
მემკვიდრე: | ლუდვიგ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 მაისი 1756 |
დაბ. ადგილი: | შვეტცინგენი |
გარდ. თარიღი: | 13 ოქტომბერი 1825 |
გარდ. ადგილი: | მიუნხენი |
მეუღლე: | ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი (ქ. 1785 - გარდ. 1796) კაროლინა ბადენელი (ქ. 1797) |
შვილები: | ლუდვიგ I, ბავარიის მეფე ავგუსტა, ლოიხტენბერგის ჰერცოგინია კაროლინა, ავსტრიის იმპერატრიცა ელიზაბეთი, პრუსიის დედოფალი ამალია, საქსონიის დედოფალი სოფია, ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია, საქსონიის დედოფალი ლუდოვიკა, ბავარიის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ფრდირიხ მიხაელი |
დედა: | მარია ფრანცისკა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მაქსიმილიან I იყო პრინც მიხაელის და მარია ფრანცისკა ზულცბახელის ვაჟი. 1795 წელს მემკვიდრეობით მიიღო ქალაქი ცვაიბრიუკეი, ხოლო კარლ II თეოდორის გარდაცვალების შემდეგ გახდა ბავარიის კურფიურსტი და იულიხ-ბერგის ჰერცოგი.
მისი მმართველობის დროს დაიხურა მრავალი მონასტერი, უნივერსიტეტი გადაიქანეს ინგოლშტადტიდან ლანდსჰუტში, დაარსდა ხელოვნების აკადემია, გაუმჯობესდა სასკოლო სწავლება, ჩატარდა საფუძვლიანი რეფორმები: შეიარაღებულ ძალებში, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, გემთშენებლობაში და პოლიციაში.
ბავარიის განათლების სეკულარიზაციაში მაქსიმილიანის ღვაწლის აღსანიშნავად მისი სახელი ეწოდა ბავარიის უნივერსიტეტს: ვიურცბურგის უნივერსიტეტს ეწოდა იულიუს მაქსიმილიანის დახელი და მიუნხენის უნივერსიტეტს ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელი. მაქსიმილიან იოსეფ სახელის ატარებს მიუნხენის ერთ-ერთი მოედენი ძველ უბანში.
1785 წელს მაქსიმილიან I დაქორწინდა ავგუსტ ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელზე, რომელთანაც შეეძინა 5 შვილი:
40 წლის ასაკში მაქსიმილიანი დაქვრივდა და 1795 წელს მეორედ დაქორწინდა კაროლინე ბადენელზე, რომელთენაც ეყოლა 8 შვილი:
This article uses material from the Wikipedia ქართული article მაქსიმილიან I (ბავარია), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.