მარიო მოლინა (ინგლ.
19 მარტი, 1943, მეხიკო — გ. 7 ოქტომბერი, 2020, იქვე) — მექსიკელი ქიმიკოსი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოზონის ხვრელის აღმოჩენაში. 1995 წელს ქიმიის დარგში აიღო ნობელის პრემია, და გახდა პირველი მექსიკელი რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა ამ დარგში.
2004 წელს გახდა კალიფორნიის უნვიერსიტეტის (სან-დიეგო) პროფესორი და ამავდროულად მუშაობა დაიწყო სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში, რომელიც ასევე სან-დიეგოში მდებარეობს.
მოლინა არის მოსამართლის და ადვოკატის, რობერტო მოლინა-პაზქუელის და ლეონორ ენრიკეს ვაჟი. მამამისი ელჩის თანამდებობით გაემგზავრა ეთიოპიაში, ავსტრალიაში და 1923 წელს ფილიპინებში. ბავშვობაში მოლინამ სახლის აბაზანა გადააქცია პატარა ლაბორატორიად, სადაც იგი იყენებდა სათამაშო მიკროსკოპებს და ქიმიურ ნაკრებს. მას ექსპერიმენტების ჩატარებაში ბიცოლა, ესთერ მოლინა ეხმარებოდა, რომელიც პროფესიით ქიმიკოსი იყო.
მას შემდეგ რაც მექსიკასა და შვეიცარიაში როზენბერგის უნივერსიტეტში საბაზისო ცოდნა მიიღო, მან სწავლა მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ ინსტიტუტში განაგრძო, სადაც 1967 წელს მას ქიმიურ ინჟინერიაში ბაკალავრის წოდება მიენიჭა. ამის შემდეგ, სწავლობდა ფრაიბურგის უნივერსიტეტში, დასავლეთ გერმანიაში, მას შემდეგ რაც ასპირანტურა დაასრულა და თავისი სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა, მას მიენიჭა მეცნიერების კანდიდატის წოდება. ხოლო 1972 წელს, ფიზიკურ ქიმიაში კალიფორნიის უნივერსიტეტისგან (ბერკლი) მიენიჭა დოქტორანტის წოდება, ამ უნივერსიტეტში მოლინა და ამერიკელი ქიმიკოსი ჯორჯ პიმენტელი ერთად მუშაობდნენ. მარიო აქ თავის მომავალ მეუღლეს, ქიმიკოს ლუისას შეხვდა, ისინი 1973 წლის ივლისში დაქორწინდნენ.
1974 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტში ყოფნის დროს, მოლინამ და ამერიკელმა ქიმიკოსმა, და ასევე ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრენკ როულენდმა ჟურნალ „ბუნებაში“ (Nature) ერთ-ერთ გვერდზე, სტრატოსფეროს ოზონის შრის და ქლოროფუეროკარბონის საფრთხეზე ისაუბრეს. ამ პერიოდში, ქლოროფუეროკარბონს დიდი გამოყენება ჰქონდა ქიმიური წამლების დამზადებაში. მოლინამ და როულენდმა იგივე ჟურნალში 150 გვერდიანი მოხსენება ამერიკის შეერთებული შტატების ატომური ენერგიის კომისიისთვის დაწერეს, რომელიც 1974 წელს ატლანტაში, „ამერიკული ქიმიური საზოგადოების“ შეხვედრაზე გახდა ხელმისაწვდომი. იგი იყო იმ 22 ნობელის პრემიის ლაურეატს შორის, რომლებმაც 2003 წელს ხელი მოაწერეს ჰუმანიტარულ მანიფესტს.
1974 წლიდან 2004 წლამდე მან სხვადასხვა თანამდებობა კალიფორნიის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში დაიკავა. 2004 წლის 1 ივლისს, კალიფორნიის ინსტიტუტის ქიმიის და ბიოქიმიის დეპარტამენტში და ასევე სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში გაწევრიანდა. გარდა ამისა, 2005 წელს მექსიკაში გახსნა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს.
2000 წლიდან 2005 წლამდე იყო სამეცნიერო სერვისის საბჭოს წევრი, ხოლო 2004 წლიდან 2014 წლამდე „ჯონ დ. და კატერინა ტ. მაკარტურის ფონდის“ საბჭოს წევრი.
ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.
მოლინა და მისი პირველი ცოლი ლუისა განქორწინებულნი არიან. ლუისა მოლინას ცენტრის, „სტრატეგიული კვლევები ენერგეტიკასა და გარემოში“-ს მთავარი მეცნიერია. მათი ვაჟი, ფილიპე ჟოზე მოლინა დაიბადა 1977 წელს. მან დაამთავრა ბრაუნის უნივერსიტეტი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, მუშაობს ბოსტონში, როგორც ინტერნაციონალი ექიმი. იგი მეორედ 2006 წლის თებერვალს გუადალუპ ალვარესზე დაქორწინდა.
მარიო მოლინას მრავალი ჯილდო და პრიზი აუღია, მათ შორისაა: ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, ნობელის პრემია ქიმიაში, უილარდ გიბსის ჯილდო, მაქს პლანკის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი პრემია, არის ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, მას ასევე აღებული აქვს ჰეინცის პრემია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მარიო მოლინა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.