ფილმი მალჰოლანდ დრაივი

„მალჰოლანდ დრაივი“ (ინგლ.

მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ ნაომი უოტსი, ლორა ჰერინგი, ჯასტინ თერუ. „მალჰოლანდ დრაივმა“ ხელი შეუწყო უოტსისა და ჰერინგის კარიერის წინსვლას. ფილმი უკანასკნელი იყო ჰოლივუდის ვეტერან მსახიობ ენ მილერისთვის.

„მალჰოლანდ დრაივი“
ფილმი მალჰოლანდ დრაივი
რეჟისორი დევიდ ლინჩი
პროდიუსერი
  • ნილ ედელსტაინი
  • ტონი კრენცი
  • მაიკლ პოლერი
  • ალენ სარდე
  • მერი სუინი
სცენარის ავტორი დევიდ ლინჩი
როლებში
კომპოზიტორი ანჯელო ბადალამენტი
ოპერატორი პიტერ დემინგი
მონტაჟი მერი სუინი
სტუდია
  • Les Films Alain Sarde
  • Asymmetrical Productions
  • Babbo Inc.
  • Canal+
  • The Picture Factory
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 146 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 20.1 მილიონი აშშ დოლარი
საიტი

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი გვიყვება ამომავალი მსახიობის - ბეტი ელმსის ისტორიას, რომელიც ახალი ჩასულია ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, იქ ნახულობს და უმეგობრდება ამნეზიით შეპყრობილ ქალს - რიტას, რომელიც მისი დეიდის სახლში იმალება. რიტა ავტოავარიაში მოყვა და მეხსიერება დაკარგა. მას სახელი არ ახსოვს, ამიტომ სახელ რიტას შეირჩევს. ის ამ სახელს ფილმ „ჯილდას“ პოსტერზე ამოიკითხავს, სადაც რიტა ჰეივურთია გამოსახული. რიტა ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, მაგრამ წარსული თან სდევს. ამბავი ასევე შეიცავს რამდენიმე გარეგნულად დაუკავშირებელ მოკლე იმპრესიონისტულ სცენას, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთს უკავშირდებიან სხვადასხვა გზებით, ისევე როგორც, რამდენიმე სიურრეალისტურ სცენასა და მეტაფორას, რომლებიც მიანიშნებენ შეფარულ სიუჟეტურ ხაზზე.

გადაღება

ფილმი ეძღვნება ჯენიფერ საიმს, რომლის ცხოვრებაც მთავარი გმირის, ბეტის ცხოვრებას ჰგავს. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო სატელევიზიო სერიალის შექმნა და რეჟისორის გეგმის მიხედვით, ფილმის დიდი ნაწილი ასეც იქნა გადაღებული 1999 წელს. ეს არის ფილმის პირველი ორი საათი, რომელზეც 8 მლნ დოლარი დაიხარჯა. ნამუშევრის ნახვის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ის გაეუქმებინა. ამის შემდეგ ლინჩმა შექმნა ამ პროექტის დასასრული და გადააკეთა მხატვრულ ფილმად. ბოლო 26 წუთის გადაღებას 7 მლნ დოლარი დასჭირდა. მისი დამახასიათებელი სტილით გაჯერებულმა ნახევრად სატელევიზიო პილოტმა და ნახევრად მხატვრულმა ფილმმა შექმნა ერთგვარი საზოგადო აზრი ფილმის შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით. რეჟისორმა უარი თქვა, რომ აეხსნა თუ რა იყო მისი განზრახვა სიუჟეტთან მიმართებაში, რითაც მაყურებელი, კრიტიკოსები და სამსახიობო კოლექტივი დაბნეული დატოვა იმასთან დაკავშირებუთ თუ რა ხდება.

შეფასება

კრიტიკოსებმა ეს სიურრეალისტური ფილმი დადებითად შეაფასეს და 2001 წელს ლინჩმა მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისათვის, ასევე ოსკარის ნომინაცია ამავე კატეგორიაში. ფილმმა მიიღო BAFTA საუკეთესო მონტაჟისთვის. დევიდ ლინჩის 1977 წლის „საშლელი თავისა“ და 1986 წლის „ლურჯი ხავერდის“ გვერდით, „მალჰოლანდ დრაივიც“ ფართოდაა აღიარებული, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნამუშევარი.

ნიუ-იორკ ტაიმზი წერს, რომ სანამ ეს სიუჟეტი ბევრმა შესაძლოა განიხილოს, როგორც „მთხრობელობითი წყობის შეურაცხყოფა... თავად ფილმი არის გონებიდან წამოსული გამაბრუებელი თავისუფლება, ისეთი მომენტებით, რომელშიც იგრძნობ არაცნობიერების ბნელი ღამის სამყაროდან მთელი სიძლიერის სააშკარაოზე მოჩვენებით გამოსვლას“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ფილმი მალჰოლანდ დრაივი სიუჟეტიფილმი მალჰოლანდ დრაივი გადაღებაფილმი მალჰოლანდ დრაივი შეფასებაფილმი მალჰოლანდ დრაივი რესურსები ინტერნეტშიფილმი მალჰოლანდ დრაივი სქოლიოფილმი მალჰოლანდ დრაივი2001ამერიკადევიდ ლინჩიენ მილერიინგლისური ენანაომი უოტსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პრომეთეალბერტ აინშტაინითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიფრიდერიკ შოპენირეზოლუციაელდარის დაბლობიგიორგი II (საქართველოს მეფე)Googleპროტესტანტიზმისავანათევდორე კველთელინიუტონის კანონებიაბო თბილელის წამებავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისალომე ზურაბიშვილისაქართველოს თავდაცვის ძალებისაქართველოს ოქროს ხანაემპათიამუსიკაინდუსტრიული რევოლუციაწელიწადის დროებიროდოსის კოლოსიჟირაფისებრნი1832 წლის შეთქმულებაკონტინენტიფელაციაბერძნული ხელოვნებამდგრადი განვითარებაფსორიაზიკლიმატის ცვლილებაცოტნე დადიანიდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობავახტანგ I გორგასალიფრინველებიდავით IV აღმაშენებელიჭიაკოკონობარაბათის ციხეევროპა-აზიის საზღვარიდიდგორის ბრძოლამარილებიირანისკოლალონდონისტიგმადუნაიკარლეს პუჩდემონიდიდი სამამულო ომითბილისის პანსიონებინეიტროფილებიხინკალინაპოლეონ ბონაპარტისაქართველო XVI საუკუნეშიწმინდა ნინომიქელანჯელო ბუონაროტიჩინგიზ-ყაენითბილისილამპრობაძაღლირაჭადისლექსიააშშ-ის სამოქალაქო ომინიკიტა ხრუშჩოვიფშავინიადაგიდაუნის სინდრომიაშშ-ის პრეზიდენტების სიავარძიააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითანბანიდედამიწაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშისომხეთიარაბთა დაპყრობითი ომებიქართული ვაზის ჯიშებინატურალური რიცხვისაქართველოს პარლამენტიარაბობა საქართველოშიპელოპონესის ომი🡆 More