ლულეო (შვედ.
მდებარეობს ბოტნიის ყურის ფიორდის სანაპიროზე. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 46 607 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლულეო შვედ. Luleå | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 65°36′00″ ჩ. გ. 22°09′00″ ა. გ. / 65.60000° ჩ. გ. 22.15000° ა. გ. | ||
ფართობი | 29,09 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 6±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 46 607 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 1 602 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0920 | ||
საფოსტო ინდექსი | 97X XX | ||
ოფიციალური საიტი | lulea.se | ||
ქალაქი 1621 წელს დაარსდა. 1887 წელს ის გამანადგურებელმა ხანძარმა დააზიანა, თუმცა აღადგინეს. ამავე პერიოდში ქალაქის ცენტრში ააშენეს ნეოგოტიკური სტილის ეკლესია. 1904 წელს, ლულეოს ეპარქიის დაარსების შემდეგ, ეკლესია საკათედრო ტაძარი გახდა. მისი სიმაღლე 67 მეტრია და წარმოადგენს ქალაქის უმაღლეს შენობას.
განვითარებულია შავი მეტალურგია, მანქანების, ხე-ტყისა და ცელულოზის წარმოება. ფუნქციონირებს საამის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ლულეოდანაა შვედური მუსიკალური ჯგუფი Movits!.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლულეო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.