ლიბიის დროშა

ლიბიის რესპუბლიკის დროშა — ლიბიის ერთ–ერთი სახელმწიფო სიმბოლო (გერბთან და ჰიმნთან ერთად).

დროშის ცენტრალურ შავ ზოლში განთავსებულია თეთრი ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ასევე შეიცავს წითელ (დროშის ზემოთა ნაწილი) და მწვანე (დროშის ქვემოთა ნაწილი) ზოლებს.

ლიბიის რესპუბლიკის დროშა
ლიბიის რესპუბლიკა
ლიბიის დროშა
მიღებულია 24 დეკემბერი, 1951 (აღდგენილი იქნა 2011 წლის 17 თებერვალს)
პროპორცია ლიბიის დროშა 1:2
წინა დროშები
ლიბიის დროშა
სამხედრო-საზღვაო ძალების დროშა
პროპორცია ლიბიის დროშა 2:3

2011 წლის თებერვალში კადაფის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების მონაწილეებმა ყოფილი მონარქიის დროშის გამოყენება დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით ეროვნული გარდამავალი საბჭოს ოფიციალური დროშა გახდა. 2011 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ლიბიაში განთავსებულმა საელჩოების უმრავლესობამ გარდამავალი ეროვნული საბჭოს დროშა აღმართეს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა აშშმ, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა ეს ორგანო ლიბიის კანონიერ ხელისუფლებად აღიარეს.

დროშის აგების წესი, სქემა

ლიბიის დროშა 

ისტორიული დროშები

1918—1923

დასავლეთ ლიბიაში ტრიპოლიტანიის რესპუბლიკის არსებობის დროს სახელმწიფო დროშად გამოიყენებოდა ცისფერი ფერის ნაჭერი, რომლის ცენტრში გამოსახული იყო მწვანე პალმა და თეთრი ვარსკვლავი.

1951—1969 (2011 - დღემდე)

თანამედროვე ლიბიის პირველი დროშა მიღებული იქნა 1951 წელს, როდესაცქვეყანამ იტალიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. დროშა წარმოადგენდა მართკუთხა ნაჭერს, რომელიც შედგებოდა სამი ჰორიზონტალური ზოლისგან: ზემოთა - წითელი, შუა - შავი და ქვედა მწვანე ფერისგან. შავი ზოლის ცენტრში, რომლის სიგანე ორჯერ მეტი იყო ზედა და ქვედა ზოლებზე გამოსახული იყო თეთრი ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

ლიბიის 2011 წლის რევოლუციის შემდეგ ეს დროშა ისევ აღადგინეს და დღემდე წარმოადგენს ლიბიის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოს.

1969—1971

1969 წლის ლიბიის რევოლუციის შედეგად არსებული დროშა შეიცვალა პან-არაბულ დროშაზე, რომელიც შედგებოდა სამი ერთნაირი ზომის ჰორიზონტალურად განლაგებული ფერისგან: წითელი-თეთრი-შავი.

1972—1977

1972 წლის 1 იანვარს ლიბია შეუერთდა არაბული რესპუბლიკების ფედერაციას, კანონის თანახმად შეიცვალა დროშაც. ფედერაციის დროშა ლიბიის 1969 წელს მიღებული დროშისგან განსხვავდებოდა პროპორციებით და ასევე თეთრ ზოლზე განთავსებული ოქროს შევარდნით, რომელსაც ბრჭყალებში ეპყრა ლენტი, რომელზეც რესპუბლიკის სახელი არაბულად ეწერა .

1977—2011

1977 წლის 8 მარტს ლიბია ფედერაციის შემადგენლობიდან გამოვიდა; ქვეყნის ოფიციალური სახელი შეიცვალა „ლიბიის დიდი სახალხო არაბთა სოციალისტური ჯამაჰირიათი“. 1977 წლის 11 ნოემბერს ლიბიის დროშა შეცვლილი იქნა ერთფეროვან მწვანე დროშაზე.

გალერეა

ისტორიული რეგიონალური დროშები

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო


Tags:

ლიბიის დროშა დროშის აგების წესი, სქემალიბიის დროშა ისტორიული დროშებილიბიის დროშა იხილეთ აგრეთველიბიის დროშა სქოლიოლიბიის დროშავარსკვლავილიბიალიბიის გერბილიბიის ჰიმნინახევარმთვარე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჯვაროსნული ლაშქრობებიდიმიტრი ყიფიანიჯაბა კანკავაკირჩხიბი (ასტროლოგია)იუპიტერიალექსანდრე მაკედონელის ომებიემინემიშუშანიკის წამებალაშა ტალახაძელადო გუდიაშვილიკორუფციადანიათრიადელფინებიტემპერამენტის ტიპებიმელაგორიჰოლოკოსტიგურამ კაშიამართლმადიდებლობაკვადრატისილიციუმიევროპის თასების მფლობელთა თასი 1980-1981ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ფრიდერიკ შოპენიალბერტ აინშტაინიიუნესკო28 მარტისეფსისისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიკოლხეთის სამეფოსვანური კოშკიქართველებილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიფეოლა (ფილმი)აფხაზეთის ომი (1992-1993)დალი (მითოლოგია)დავით სარაჯიშვილიგიორგი IV ლაშაგვირილათამაშგარეC ჰეპატიტითბოგამტარობაატომიავტომობილირენესანსიყარსის ხელშეკრულებალიტრიმიხეილ მესხის სტადიონინარიყალაგანათლება საქართველოშირუმინეთიარსებითი სახელიგერმანიის ქალაქების სიაჯანო ანანიძემერაბ დვალიშვილიმარხვამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს ოქროს ხანავენერადავით კლდიაშვილისალომე ზურაბიშვილირამაზ შენგელიამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითრომის რესპუბლიკააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითთერმოპილეს ბრძოლაპითაგორას თეორემავაჟა-ფშაველარადიაციათხის რქა (ასტროლოგია)ლუქსემბურგიერეკლე II-ის ოჯახისახელმწიფო🡆 More