იმერეთის მეფე ლევანი

ლევანი (გ.

იმერეთის მეფე ლევანი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლევანი.

1590) — იმერეთის მეფე 1583-1590, გიორგი II-ის ძე. მცირეწლოვან მეფეს ტახტს ეცილებოდა ბიძამისი კონსტანტინე ბატონიშვილი. ლევანი კონსტანტინეს წინააღმდეგ დაუკავშირდა ოდიშის მთავარს მამია IV დადიანს. ამ კავშირის განსამტკიცებლად მან ცოლად შეირთო მამიას და მარეხი. 1587 წელს ლევანმა დადიანის დახმარებით ზემო იმერეთში ილაშქრა, დაამარცხა კონსტანტინე და მას დაპყრობილი ტერიტორიები ჩამოართვა. ლევანი მალე მოურიგდა ბატონიშვილს და საუფლისწულო გამოუყო იმერეთში. შემდეგში ქართლის მეფე სიმონ I შეეცადა ესარგებლა დასავლეთ საქართველოში დაწყებული შინაომებით და დააპირა მისი შემოერთება ან იქ თავისი გავლენის განმტკიცება. სიმონს მხარს უჭერდნენ ზემო იმერეთის თავადებიც. სიმონმა 1588 წელს იმერეთში ილაშქრა. ლევანმა დახმარება სთხოვა დადიანსა და გურიელს, მაგრამ ისინი მეფეს არ მიეშველნენ. გოფანთოს ბრძოლაში ლევანი დამარცხდა და ლეჩხუმში გაიქცა. სიმონმა იმერეთი დაიპყრო და ქართლში დაბრუნდა, რადგან ქართლს ოსმალთაგან საფრთხე მოელოდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა ლევანმა და იმერეთში თავისი ხელისუფლება აღადგინა. ამის შემდეგ მეფესა და მამია IV დადიანს შორის ურთიერთობა უფრო გამწვავდა. 1590 წელს ქუთაისში მომხდარ ბრძოლაში ლევანი ტყვედ ჩაუვარდა დადიანს, რომელმაც იგი შხეფის ციხეში გამოკეტა, სადაც მალე გარდაიცვალა.

ლევანი
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1583
მმართ. დასასრული: 1590
წინამორბედი: გიორგი II
მემკვიდრე: როსტომი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1574
გარდ. თარიღი: 1590
გარდ. ადგილი: სამეგრელო
მეუღლე: მარეხი, მამია IV დადიანის ასული
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი II
ხელმოწერა: იმერეთის მეფე ლევანი

ლიტერატურა

წინამორბედი:
გიორგი II
იმერეთის მეფე
1583 - 1590
შემდეგი:
როსტომი

Tags:

1583158715881590გიორგი II (იმერეთის მეფე)გოფანთოს ბრძოლა 1588იმერეთის სამეფოკონსტანტინე ბატონიშვილიმამია IV დადიანიოდიშის სამთავროსიმონ Iქუთაისიშხეფის ციხე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იბერიამილიმეტრისუნთქვაწმინდა ნინოსვანეთილაბრადორ რეტრივერირიწაბენიტო მუსოლინიდათა თუთაშხიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღებერლინის კედელიდემოკრატიანაციონალიზმიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ბიბლიაგიორგი I (საქართველოს მეფე)რომიფსიქოლოგიამამაო ჩვენოვარძიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაქართული სამზარეულოგიორგი IV ლაშალიბანიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაცხენიკოლხეთის სამეფოცოტნე დადიანიჯაყოს ხიზნებიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)კარლეს პუჩდემონიმინერალების სიადიმიტრი ყიფიანიპლანეტამეგრული ენაგაერთიანებული სამეფოსტიგმარუსული დამწერლობაივანე ჯავახიშვილინაპოლი (საფეხბურთო კლუბი)ქიმიური რეაქციაბახტრიონის ბრძოლათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრინაწლავებიყარსის ხელშეკრულებამზის სისტემათენგიზ აბულაძედედამიწის ისტორიასაფრანგეთიხალხთა დიდი გადასახლებაპრომეთეს მღვიმეთავისუფლება (ფილოსოფია)მსოფლიოს ვალუტებიქერჩი - დაკარგული გმირებიოპერატიული მეხსიერებაალექსანდრე ჭავჭავაძეკესანენაკიანი წელიწადისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკალიმფოციტებიერითროციტებიხევისბერი გოჩაფრენბურთირომანტიზმინეიტროფილებიზოდიაქოკურდღელისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკავეფხისტყაოსანიბიპოლარული აშლილობასაქართველო IV საუკუნეშიჭიათურა9 აპრილის ტრაგედიაქუთაისინაპოლეონ ბონაპარტი🡆 More