კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი

კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა.

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კინტრიში (მრავალმნიშვნელოვანი).

მისი ფართობია 10703 კვადრატული კილომეტრი. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება.

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
მდებარეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
უახლოესი ქალაქი ქობულეთი
ფართობი 10703 ჰა
დაარსდა 1959
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +24 გრადუსი, ხოლო იანვრის +4 გრადუსია. ნაკრძალის მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი საერთო სიგრძე 45 კილომეტრია. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი საერთო სიგრძე 45 კილომეტრია. ნაკრძალის დანარჩენი მდინარეები და ღელეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე, რომელზეც 30 მეტრიანი ჩანჩქერია, ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა - ორსაფეხურიანი 70 მეტრის სიმაღლე წყალვარდნილით სწორედ კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს. მაღლა მთებში 2200 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ორი პატარა ტბა – ტბიყელი და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. აქედან პირველი ტბა უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული, მეორე კი – მის საზღვრებს გარეთ.

ნარკძალი დაარსდა მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. კინტრიშის ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ნაკრძალში შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა. სუბტროპიკული მცენარეულობის სარტყელს (500 მ) ცვლის მუხნარ-რცხილნარის (500-1000 მ) და მუხის (1000-2000 მ) სარტყლები, უფრო ზემოთ სუბალპური მეჩხერი ტყე (2000-2200 მ) და ალპური მდელოებია (2200-2600 მ). მერქნიანი მცენარებიდან აქ გვხვდება ჰარტვისის მუხა, შავი მურყანი, რცხილა, უთხოვარი, ბზა, პონტოს მუხა, მედვედევის არყი, ძახველი, ხეშავი, ჭნავი, ქონდარა ღვია და სხვა. ცხოველებიდან — შველი, არჩვი, დათვი, მელა, კვერნა, ტყის კატა, დედოფალა, კავკასიური გველგესლა და კავკასიური სალამანდრა, როჭო, ტყის ქათამი. მდინარეებში ბევრია კალმახი. ნაკრძალის ტერიტორიაზეა ცხემოვანის შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ცხემოვანის დედათა მონასტერი.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა


Tags:

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი გალერეაკინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი იხილეთ აგრეთვეკინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი რესურსები ინტერნეტშიკინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი ლიტერატურაკინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკათბილისიკინტრიშიქობულეთის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წრეწირივატიგლობალიზაციალაშა ტალახაძემანგლისინოქალაქევინარკოტიკიძველი თბილისიქვეშეთი-კობის გზაზომიერი სარტყლებისაქართველოს ქალაქებიჭიანჭველასებრნინიანგებინიკოლოზ ბარათაშვილიაშშ-ის სამოქალაქო ომისუნთქვალეჩხუმიპუნიკური ომებიანა კალანდაძეჩარლი ჩაპლინითევზებიწმინდა ნინოპოლონეთიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიმუსიკატერენტი გრანელისომხების გენოციდიტყემარათონის ბრძოლაკონტინენტიეთიკამცხეთამგელიდავით სარაჯიშვილიდოლიაფროდიტედემეტრე II თავდადებულიჰოლოკოსტიტიგრან პეტროსიანინაირა გელაშვილითბილისის მეტროპოლიტენიპრომეთემედეა (მითოლოგია)მწერებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიზამთარირელიგიაიტალიის სერია Aნაცვალსახელიანალური სექსიყინწვისის მონასტერირუსეთ-საქართველოს ომი (2008)სოციალიზმიკანადაბერლინის კედელითეიმურაზ Iმღრღნელებიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიცხელი ძაღლილიკა ქავჟარაძეშუა საუკუნეებიოსმალეთის იმპერიაინსულტილეიკოციტოზიდათა თუთაშხიახევისბერი გოჩაენცეფალოპათიათავის ტვინიწიგნი სიბრძნე სიცრუისაბაგრატიონებირუსეთის ისტორიასაქართველოს სახელმწიფო დროშასტრასბურიგონიოს ციხესსრკ-ის დაშლასაქართველოს ისტორიასაქართველოს დაცული ტერიტორიები🡆 More