კარლის სკალბე (7 ნოემბერი/ძვ.
სტ. 26 ოქტომბერი, 1879 — 14 აპრილი, 1945) — ლატვიელი მწერალი, პოეტი და აქტივისტი. ყველაზე მეტად ცნობილია მისი ფერიების 72 ზღაპრით, რომლებიც უფროსებისთვისაა დაწერილი. მას უწოდებდნენ „ზღაპრების მეფეს“, ხოლო მისი სიტყვები „Tēvzemei un Brīvībai“ (სამშობლოსათვის და თავისუფლებისთვის) ამოტვიფრულია რიგის თავისუფლების ქანდაკებაზე.
კარლის სკალბე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ნოემბერი, 1879[1] [2] |
დაბადების ადგილი | ვეცპიებალგის მხარე |
გარდაცვალების თარიღი | 14 აპრილი, 1945[3] (65 წლის) ან 6 აპრილი, 1945[4] (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სტოკჰოლმი[3] |
დასაფლავებულია | ლატვია |
საქმიანობა | მწერალი |
ენა | ლატვიური ენა |
მოქალაქეობა | ლატვია |
ჯილდოები | სამი ვარსკვლავის ორდენი და Knight's Crosses of the Order of the Lithuanian Grand Duke Gediminas |
სკალბე დაიბადა ვიძემეს ცენტრალურ ნაწილში, იმავე წელს, რომელშიც კიდევ ერთი ცნობილი ლატვიური ლიტერატრის წარმომადგენელი, პოეტი აუსეკლისი (მიკელის კროგზემისი) და გარდაიცვალა გადასახლებაში. მამამისი იანისი იყო მჭედელი, დედამისი, ედე პიებალგადან იყო ისევე, როგორც კარლისის მამა. სკალბეს ოჯახში ათი ბავავში იყო, რომელთაგან კარლისი ყველაზე უმცროსი გახლდათ; მისი ხუთი და-ძმა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
სკალბეს მშობლები ქრისტიანები იყვნენ. მამამისი აქტიურად ეცნობოდა როგორც თანამედროვე ლიტერატურას, ასევე თითქმის ზეპირად იცოდა ბიბლია. კარლისმა კითხვა 7 წლის ასაკში, დედის დახმარებით ისწავლა. დედამისი გახდა ოჯახის უფროსი მას შემდეგ, რაც კარლისს მამა 8 წლის ასაკში გარდაეცვალა. ოჯახის შემოსავლები მწირი იყო, რადგან დედამისი მეზობლად, მსახურ მუშახელად მუშაობდა. დედის რელიგიურობამ ახალგაზრდა სკალბეს შთაგონებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
სკალბე პირველად სკოლაში ველკეში შევიდა, სადაც 1887 წლიდან 1890 წლამდე სწავლობდა. მისი საყვარელი საგანი იყო ბიბლია. აქ მან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ერნესტ ფელსბერგთან, რომელიც მოგვიანებით ხელოვნების პროფესორი და ლატვიის უნივერსიტეტის რექტორი გახდა. სკალბე პოეზიას პირველად ეზიარა მაშინ, როდესაც ოთხწლიანი მწყემსობის პერიოდში, საკუთარი თივის საწოლის ქვეშ პეტერის ჩენრის პოემების წიგნი იპოვა. სკალბემ საკუთარი პირველი პოემა თორმეტი წლის ასაკში დაწერა და დიდი დრო არ დასჭირდა იმისათვის, რომ პირველი ზღაპარიც დაეწერა.
სკალბე მუშაობდა მასწავლებლად და ჟურნალისტად. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ის შვეიცარიაში, ფინეთში და ნორვეგიაში გადავიდა. ლატვიაში ის 1909 წელს დაბრუნდა და მოგვიანებით 18 თვით რევოლუციური ქმედებების გამო ციხეში დაიჭირეს. 1916 წელს ის ლატვიელ მსროლელად იბრძოდა.
საკუთარ სამშობლოში ის 1944 წლამდე დარჩა და ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ ლატვიას ისევ დაიპყრობდა. ის გადავიდა შვედეთში და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
1987 წელს მისი ყოფილი საზაფხულო სახლი საჯარო მუზეუმად გადაკეთდა და ასახავდა მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ის დაჯილდოებულია სამი ვარსკვლავის ორდენითა და სხვა მედლებით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კარლის სკალბე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.