კაირო ეგვიპტის მუზეუმი

ეგვიპტური ანტიკურობის მუზეუმი, შემოკლებით ეგვიპტის მუზეუმი — ფარაონთა პერიოდის ანტიკური ნიმუშების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კოლექცია მსოფლიოში, მდებარეობს კაიროში.

მუზეუმის კოლექციაში არსებული ასობით ათასი ხელოვნების ნიმუშისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთიდან გამოფენილი მხოლოდ 136.000 საგანია.

კაირო ეგვიპტის მუზეუმი
მუზეუმის მთავარი შესასვლელი

მუზეუმის წინამორბედი ეგვიპტის მთავრობის მიერ 1835 წელს დაფუძნდა, როგორც ეგვიპტური ანტიკური ნიმუშების სამსახური, რათა შეეზღუდათ უძველესი ისტორიული ნივთების ძარცვა არქეოლოგიური გათხრების ადგილებიდან. თავად მუზეუმი გაიხსნა 1858 წელს ფრანგი არქეოლოგის ოგიუსტ მარიეტის მიერ შეგროვებული კოლექციით. კოლექცია 1880 წლიდან ისმაილ ფაშას სასახლის ფლიგელში იყო გამოფენილი, 1900 წლიდან კი მუზეუმის ამჟამინდელ ნეოკლასიკური სტილის შენობაში გადმოვიდა თაჰრირის მოედანზე, კაიროს ცენტრში.

კოლექციის მთავარი ნაწილია ფარაონ ტუტანხამონის სამარხიდან გამოტანილი ნიმუშები. ეს სამარხი თითქმის ხელუხლებად იპოვა ჰოვარდ კარტერმა მეფეთა ხეობაში 1922 წელს.

მუზეუმის სამეფო მუმიათა ოთახი, რომელშიც ფარაონთა ეპოქის 27 სამეფო მუმია ინახება, პრეზიდენტ ანვარ სადათის ბრძანებით 1981 წელს დახურეს. 1985 წელს ოთახი ისევ გაიხსნა ოდნავ სახეცვლილი ფორმით, თუმცა მუმიათა უმრავლესობას ფარდა აქვს აფარებული.

იხილეთ აგრეთვე

  • ეგვიპტის მუზეუმი (ტურინი)
  • ეგვიპტის მუზეუმი (ბერლინი)

რესურსები ინტერნეტში

Tags:

კაიროფარაონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ობობებიინსულტიზიგმუნდ ფროიდიეროზიაჰიპერბოლა (ენა)თეიმურაზ Iმორფოლოგია (ენათმეცნიერება)სამოქალაქო საზოგადოებასაქართველოს ქალაქებიმიგრაციაიესო ქრისტესაგრადა-ფამილიაბიბლიასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისამირანი (მითოლოგია)მარილებიფემინიზმიეგვიპტებორჯომი (წყალი)ცენტნერიფობიების სიათაფსირიზმნაკოლხეთის სამეფოჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიშუშანიკის წამებავინსენტ ვან გოგიქართული ხალხური ცეკვებიპლანეტაესპანეთიკომუნიკაციაპიცასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკააფხაზეთის ომი (1992-1993)თუშეთიინდოეთიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისერგო ორჯონიკიძენოე ჟორდანიასისხლიქალწული (ასტროლოგია)მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდასაქართველოს დემოგრაფიავარსქენ პიტიახშიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიეპითეტიკურდღელიელისაბედ Iლაშა ბექაურიპუნიკური ომებიეგზისტენციალიზმიემპათიასაქართველოს მმართველთა სიაქართველებისაქართველოს ტერიტორიული მოწყობარაბათის ციხეეგრისის დიდი ომიიაპონიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიმეტამორფოზიდიდი დეპრესიაგარემოს დაცვადასავლეთ რომის იმპერიის დაცემამერაბ მამარდაშვილიიულიუს კეისარიქართლ-კახეთის სამეფოჩერნობილის კატასტროფაირემითახვიდეტროიტიაფრიკის ქვეყნების სიაერთეულთა საერთაშორისო სისტემანარკოტიკირუმინეთიანტუან დე სენტ-ეგზიუპერი🡆 More