კათარზისი (სათნოების სახლი) — საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი.
კათარზისი | |
---|---|
შეიქმნა | 31 მარტი, 1990 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | ჰუმანიტარული კავშირი |
მიზანი | მიუსაფარი მოხუცების დახმარება |
მდებარეობა | თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი № 121 |
ენა | ქართული, ინგლისური და რუსული |
ქვეყანა | საქართველო |
http://www.catharsis.ge |
„კათარზისი“ დაფუძნდა 1990 წელს. წარმოადგენს კომპლექსური დახმარების ცენტრს, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი სოციალური სამსახურები, რომლებიც აქტუალურია მოსახლეობისათვის. „კათარზისის“ ფილიალები ფუნქციონირებს საქართველოს 6 ქალაქსა და რაიონში, 1994-2009 წლებში ფუნქციონირებდა ქალაქ მოსკოვში. „კათარზისის“ დამფუძნებელია ზაურ-ოლეგ ალადაშვილი.
კათარზისში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:
„სადილი ყველას“ — პროექტი ხორციელდება 2002 წლიდან პროექტი განკუთვნილია ყველა მსურველისათვის, ასაკისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად. თითოეულ აქციაზე 2000-მდე ადამიანი მოდის. დღემდე სულ ასეთი 97 აქცია ჩატარდა.
„სააღდგომო-საშობაო დახმარება“ — სოციალურად დაუცველ 181 ოჯახს წელიწადში ორჯერ - შობას და აღდგომას მიეწოდება მოცულობითი დახმარება პროდუქტებით.
„მწოლიარეთა დახმარება“ — ეს არის ყოველთვიური დახმარება პროდუქტებით სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისადმი, სადაც პირველი ჯგუფის ინვალიდია. დღეისათვის ასეთი დახმარება ეწევა 26 ოჯახს.
„წლის ბებია და ბაბუა“ — საშობაო წარმოდგენა-კონკურსი წლის ბებია და წლის ბაბუა იმართება 2005 წლიდან. ხანდაზმულები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცეკვაში, სიმღერაში, საესტრადო ხელოვნებაში. გამარჯვებულებს ავლენს საზოგადოების ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ სოლიდური ფულადი დახმარება და პრემიები; საჩუქრის გარეშე არცერთი მონაწილე არ რჩება.
„ბერიკაცებო, დავრგოთ ნერგები“ — 2005 წელს "კათარზისის" ხანდაზმულებმა დიდ დიღმში ქარსაცავი ზოლის შესაქმნელად 150 ძირი ცაცხვი დარგეს. ამ დროიდან მოყოლებული პერიოდულად ირგვება სხვადასხვა ოდენობის ხეები თბილისის გარეუბნებში.
„მოსკოვის გამზირის დროებითი თავშესაფარი (კარვები)“ — „კათარზისი“ მოსკოვის გამზირზე მოწყობილ 21 კარავში განთავსებულ 200-ზე მეტ უსახლკაროთა ბენეფიციარს უზრუნველყოფს ორჯერადი კვებით, საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებით. 2013 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე სულ დახმარება გაეწია 450-ზე მეტ ადამიანს. პროექტი მიმდინარეობს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ინიციატივით და ფინანსური უზრუნველყოფით.
„კათარზისს“ საქართველოს 6 რაიონსა და ქალაქში აქვს ფილიალები, რომლებიც ასრულებენ იმავე ხასიათის სამუშაოებს, რასაც ცენტრალური ორგანიზაცია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კათარზისი (სათნოების სახლი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.