ფილმი იცოცხლე, გენაცვალე

იცოცხლე, გენაცვალე! — 1981 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომელშიც ერთი შეხედვით 4 დამოუკიდებელი კინონოველა ერთ მთლიან კინონაწარმოებად იკვრება.

„იცოცხლე, გენაცვალე!“
ფილმი იცოცხლე, გენაცვალე
კადრი ფილმიდან „იცოცხლე, გენაცვალე!“ — „ვახშამი“
დამდგმელი რეჟისორი თამაზ გომელაური
ვახტანგ კიკაბიძე
სცენარის ავტორი ვახტანგ კიკაბიძე
თამაზ გომელაური
როლებში ვახტანგ კიკაბიძე
გოგი ქავთარაძე
კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე
ოპერატორი იგორ ამასიისკი
მხატვარი ჯემალ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1981
ხანგრძლივობა 77 წუთი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა ქართული

სიუჟეტი

ოთხივე ნოველის: „ვახშამი“, „საიდუმლო“, „მივლინება“ და „მოცარტი“ ორი ცენტრალური გმირია ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის და გიორგი (გოგი) ქავთარაძის პერსონაჟები. ოთხივეს აერთიანებს განსაკუთრებული თბილისური სტუმართმოყვარეობის თემა, რომელიც ყველა ნოველაში სხვადასხვა სახით არის შემოთავაზებული.

ფილმი იცოცხლე, გენაცვალე 
კადრი ფილმიდან „იცოცხლე, გენაცვალე!“ — „მივლინება“

„ვახშამი“ — მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს ორი თანამშრომლის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც სხვადასხვა სასტუმროში დააბინავეს. ახალი წელი ახლოვდება და 30 გრადუსიანი ყინვის გამო ერთმანეთთან მისვლას ვერ ახერხებენ. დღესასწაულის აღნიშვნა ტელეფონის საშუალებით გადაწყვიტეს. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ საუბარში შემთხვევით ერთვება ადგილობრივი რუსი, რომელიც ცოლ-შვილთან დაკავშირებას 3 დღეა ცდილობს და ვერ ახერხებს. მეგობრები ახალი წლის ტელეფონით ერთად აღნიშვნას შესთავაზებენ. მალე ქართველებს შამპანურები გამოელევათ, მაღაზიები კი დაკეტილია…

„საიდუმლო“ — სომხეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის გული რომ არ დაეწყვიტა, გივიმ პაპისეული სახლის კედლისგან ტივი გააკეთა…

ფილმი იცოცხლე, გენაცვალე 
კადრი ფილმიდან „იცოცხლე, გენაცვალე!“ — „მოცარტი“

„მივლინება“ — არც თუ ისე ახალგაზრდა მეგობრები, გაგრაში მივლინების დროს, ზღვაში გასაბერი ნავით შესულები ჭადრაკს თამაშობენ. მათ ნავს მოცურავე გოგონები დაეჯახებიან და ორივენი წყალში აღმოჩნდებიან. დავითმა კი ცურვა არ იცის. გოგონები მას გადაარჩენენ. მეგობრები რამდენიმე სასიამოვნო დღეს გაატარებენ სტუდენტ გოგონებთან ერთად. თბილისში დაბრუნებულები კი ორივე ზედმეტი გადატვირთვისგან მწოლიარედ არიან. გოგონებს კი შეჰპირდნენ, რომ თბილისში გავლისას მათ მატარებელს დახვდებოდნენ. საბოლოოდ მათ მაგივრად მათი ცოლ-შვილი ძღვენით დატვირთულები წავლენ სადგურზე სტუდენტების დასახვედრად.

„მოცარტი“ — თბილისში გასტროლებზე ჩამოსული უცხოელი მუსიკოსი ფილარმონიაში მოცარტის ნაწარმოებებს ასრულებს. ნოდარმა სტუმრის პატივსაცემად რესტორანში სუფრა გაშალა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფი მოიწვია, რომელშიც მისი მეგობარი შიო უკრავდა. შიო თვითნასწავლი მუსიკოსია, რომელსაც ბავშვობიდან ზედმეტსახელს „მოცარტს“ ეძახდნენ. მასაც სურდა უცხოელი მუსიკოსის კონცერტზე მოხვედრა, მაგრამ ბილეთი ვერ იშოვა. შიო ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი დაკვრით აღფრთოვანებული უცხოელი მასთან ერთად დადგებოდა სცენაზე…

როლებში

გადამღები ჯგუფი

  • დამდგმელი რეჟისორი — თამაზ გომელაური, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
  • სცენარის ავტორი — თამაზ გომელაური, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
  • დამდგმელი ოპერატორი — იგორ ამასიისკი
  • დამდგმელი მხატვარი — ჯემალ მირზაშვილი
  • კომპოზიტორი — გიორგი ცაბაძე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ფილმი იცოცხლე, გენაცვალე სიუჟეტიფილმი იცოცხლე, გენაცვალე როლებშიფილმი იცოცხლე, გენაცვალე გადამღები ჯგუფიფილმი იცოცხლე, გენაცვალე რესურსები ინტერნეტშიფილმი იცოცხლე, გენაცვალე1981

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვაჟა მარგველაშვილიბუნების დაცვაასომთავრულიერთეულთა საერთაშორისო სისტემასომხეთიასტრიდ ლინდგრენიბახტრიონი (პოემა)კამეჩებიბრესტ-ლიტოვსკის ზავიფოლკლორინოდარ დუმბაძესაქართველოს დემოგრაფიამარსიდისიდენტიგიორგი გახარიასაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებინაპოლეონ ბონაპარტილიბერალიზმი საქართველოშიფსორიაზიპეტუნიალადო ასათიანინიანგებიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაგაერთიანებული სამეფოსამხრეთი კორეათერგდალეულებიჰიმალაიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითფრინველებიძველი თბილისიაზოტიჯაბა იოსელიანიოგანესონიადამიანიეგვიპტემცენარეებიბაყაყიკატალიზატორინიკა არაბიძეთეთრი დათვისაფრანგეთის რევოლუციადიდი სამამულო ომიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკავენერაჩარლი ჩაპლინისაქართველოს სამხედრო წოდებებიგარემოს დაცვასოციალიზმიჩემი ცოლის დაქალებისაქართველო XVI საუკუნეშიგველებივლადიმერ ლენინიზვიგენებითბილისის ზღვაეპითეტიმალდივის რესპუბლიკადედა ენათირკმელიწყალიავსტრალია (კონტინენტი)ევერესტინატურალური რიცხვიჟირაფისებრნიიასამანიზამთარიძველი ეგვიპტეფანდურინარკომანიაერეკლე II-ის ოჯახიათი მცნებამარშალის გეგმამდინარერელიეფის ფორმებიბარსელონაბეჰემოთიყირიმის ომიკურო (ასტროლოგია)ttylt🡆 More