ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი (შემოკლებით ეძახიან ჩემპიონატი, სპონსორიდან გამომდინარე Sky Bet ჩემპიონატი, 2004 წლიდან 2016 წლამდე ერქვა საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი) - უმაღლესი დივიზიონი ინგლისის საფეხბურთო ლიგაში და მეორე უმაღლესი დივიზიონი ინგლისის საფეხბურთო ლიგის სისტემაში პრემიერლიგის შემდეგ.
ლიგა შედგება 24 კლუბისგან, სეზონის ბოლოს საუკეთესო ორი გუნდი ავტომატურად აღზევდება პრემიერლიგაში. მესამედან მეექვსე ადგილებზე გასულები კი პლეი-ოფის თამაშებს მართავენ, გამარჯვებული პრემიერლიგაში გადადის. ჩემპიონატის ბოლო სამი კლუბი ქვეითდება ლიგა ერთში.
ქვეყანა | ინგლისი (22 გუნდი) უელსი (2 გუნდი) |
---|---|
დაარსდა | 2004–დღემდე 1992–2004 (საეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონი) 1892–1992 (საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონი) |
კლუბ. რაოდენობა | 24 |
ღზევდება | პრემიერ ლიგა |
ქვეითდება | ლიგა 1 |
საშინაო თასები | ინგლისის ლიგის თასი ინგლისის ლიგის ტროფეი |
საერთაშ. თას(ებ)ი | ინგლისის ასოციაციის თასი ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი |
მოქ. ჩემპიონი | ლიდს იუნაიტედი (2019–20) |
ყველაზე ტიტულოვანი | ნიუკასლ იუნაიტედი რედინგი სანდერლენდი ვულვერჰემპტონ უონდერერსი (2 ტიტული თითოეულს) |
ტვ პარტნიორები | მაუწყებელთა სია |
2020–2021 ჩემპიონატი |
საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი დაარსდა 2004–2005 სეზონში და არის მანამდე არსებული პირველი დივიზიონის (1992–2004) მემკვიდრე. პრემიერლიგის შექმნამდე იგივე პოზიცია ჰქონდა საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონს (1892–1992). ჩემპიონატის გამარჯვებულები იღებენ ინგლისის პირველი დივიზიონის თასს. ინგლისის სხვა ჩემპიონატების მსგავსად, ტურნირში უელსის გუნდებიც იღებენ მონაწილეობას.
ჩემპიონატი არის ყველაზე მდიდარი არა ტოპ საფეხბურთო ლიგა და მეცხრე ყველაზე მდიდარი დივიზიონი ევროპაში. 2018–19 სეზონში საშუალო დასწრება 20,181 იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეორე დივიზიონებში. მხოლოდ ცხრა უმაღლეს ჩემპიონატს აქვს უკეთესი მაჩვენებელი.
ლიგის ჩემპიონატში ყველაზე ბევრი სეზონი ბარნსლის აქვს ჩატარებული, 2011 წლის 3 იანვარს ბარნსლიმ 1,000 გამარჯვება დააგროვა. ბარნსლი არის ასევე ერთადერთი გუნდი, რომელსაც 3,000 თამაში აქვს ჩატარებული მეორე დივიზიონში. 2007–08 სეზონიდან დღემდე ლიგის ჩემპიონატის ყველაზე დიდხნიანი წევრია ევროპის თასის ყოფილი გამარჯვებული ნოტინგემ ფორესტი.
საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის სადებიუტო 2004–05 სეზონს 9.8 მილიონი გულშემატკივარი დაესწრო, რაც მეოთხეა ევროპის ტოპ ჩემპიონატების შემდეგ. ინგლისის პრემიერლიგა (12.88 მილიონი), ესპანეთის ლა ლიგა (11.57 მილიონი) და გერმანიის ბუნდესლიგა (10.92 მილიონი), ლიგის ჩემპიონატმა გაუსწრო იტალიის სერია A-ს (9.77 მილიონი) და საფრანგეთის ლიგა 1-ს (8.17 მილიონი).
სადებიუტო სეზონში სანდერლენდმა გაიმარჯვა, უიგან ატლეტიკი მეორე ადგილზე გავიდა და პირველად ინგლისის უმაღლეს დივიზიონში აღზევდა. უიგანი მხოლოდ ოცდაშვიდი წლის წინ შეუერთდა ინგლისის საფეხბურთო ლიგას და გამოდიოდა მეოთხე რანგის დივიზიონში. პირველი პლეი-ოფის მატჩი კარდიფის მილენიუმის სტადიონზე ვესტ ჰემ იუნაიტედის გამარჯვებით დასრულდა, სადაც ლონდონელებმა პრესტონ ნორტ ენდი 1–0 დაამარცხეს. 2005–06 სეზონის ბოლოს რედინმა 106 ქულა დააგროვა და გააუმჯობესა 1999 წლის სანდერლენდის რეკორდი.
პირველი გამარჯვებიდან სამი წლის შემდეგ 2006–07 სეზონში სანდერლენდმა მეორე ტიტული მოიგო. 2007 წლის 4 მაისს ლიდზ იუნაიტედი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ადმინისტრაციული წესები დაარღვია და 10 ქულა ჩამოეჭრა, რის გამოც, ბოლო ადგილი დაიკავა და ლიგიდან გავარდნენ. 2007 წლის 28 მაისს დერბი ქაუნთიმ ვესტ ბრომვიჩ ალბიონს 1–0 მოუგო და პირველი პლეი-ოფის გამარჯვებული გახდა განახლებულ უემბლის სტადიონზე, თამაშს 75,000 მაყურებელი დაესწრო. ვესტ ბრომმა მომდევნო სეზონში გაიმარჯვა.
2009 წლის 30 სექტემბერს, Coca-Cola-მ განაცხადა, რომ 2009–10 სეზონის ბოლოს საფეხბურთო ლიგასთან (ამჟამად ინგლისის საფეხბურთო ლიგა) კონტრაქტს დაასრულებდა. 2010 წლის 16 მარტს, npower-მა დააანონსა, რომ ის გახდებოდა ახალი სპონსორი და 2010–11 სეზონის დაწყებიდან 2012–13 სეზონის დასრულებამდე ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ოფიციალური სახელი იქნებდა Npower ჩემპიონატი.
2013 წლის 18 ივლის ბრიტანული გემბლინგ კომპანია Sky Bet გახდა ჩემპიონატის ახალი სპონსორი ხუთი წლით.
2014 წლის 24 მაისს, პლეი-ოფის მატჩს დერბი ქაუნთსა და ქუინზ პარკ რეინჯერს შორის ყველაზე მეტი 87,348 ადამიანი დაესწრო, ბობი ზამორას გოლით ქპრ გამარჯვებული გახდა.
2016–17 სეზონში საფეხბურთო ლიგა განახლდა და დაერქვა ინგლისის საფეხბურთო ლიგა. ამ სეზონში ჩემპიონატს დაესწრო თერთმეტ მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო ორ მილიონზე მეტმა ტელევიზორში ნახა ნიუკასლ იუნაიტედსა და ასტონ ვილას მატჩი; ორივე მათგანი წინა სეზონში პრმიერლიგიდან გავარდნენ. ინგლისის მეორე დივიზიონისთვის ეს დასწრება 1958–59 სეზონის შემდეგ ყველაზე ბევრია.
ლიგის წევრია 24 კლუბი. სეზონი იწყება აგვისტოში და სრულდება მაისში, თითოეული გუნდი ერთმანეთთან ატარებს ორ თამაშს ერთს სახლში და ერთს სტუმრად. გამარჯვების ქულაა სამი, ფრის ერთი და წაგების ნული. ლიგის ცხრილი დგება დაგროვებული ქულებით, შემდგომ ყურადღება ექცევა გოლების სხვაობას, შემდგომ გატანილი გოლებს და ბოლოს ერთმანეთთან ჩატარებულ მატჩებებს. თუ ყველა მაჩვენებლი თანაბარია, სატურნირო ცხრილი ლაგდება ანბანის მიხედვით. ეს წესი არ ეხება აღზევება, დაქვეითების და პლეი-ოფის ზონაში ზონაში არსებულ გუნდებს. ამ შემთხვევაში დამატებითი თამაში უნდა ჩატარდეს. ჩემპიონატში არასდროს ყოფილა მსგავსი სიტუაცია, რომ ეს წესი ამოქმედებულიყო.
სეზონის ბოლოს საუკეთესო ორი გუნდი და პლეი-ოფის გამარჯვებული პრემიერლიგაში გადადის, ბოლო სამი გუნდი კი ლიგა ერთში ქვეითდება. პლეი-ოფში მონაწილეობას იღებს მესამედან მეექვსე ადგილზე გასული გუნდები. მესამე ადგილოსანი ხვდება მეექვსეზე გასულს, მეოთხე ადგილზე გასული კი მეხუთეს. თითოეული მათგანი ატარებს ორი თამაშს ერთი სახლში და ერთს მოწინააღმდეგის სტადიონზე და ირკვევა ფინალისტები. ფინალი არის ერთმატჩიანი და ტარდება უემბლის სტადიონზე, გამარჯვებული გადადის პრემიერლიგაში და იგებს ჩემპიონატის პლეი-ოფის ტროფის.
2020–21 სეზონის მონაწილე გუნდები.
კლუბი | პოზიცია წინა სეზონში | მდებარეობა | სტადიონი | ტევადობა |
---|---|---|---|---|
ბარნსლი | 21-ე | ბარნსლი | ოუკველი | 23,287 |
ბირმინგემ სიტი | 20 | ბირმინგემი | სენტ-ენდიუ | 29,409 |
ბლექბერნ როვერსი | 11 | ბლეკბერნი | ივუდ პარკი | 31,367 |
ბორნმუთი | პრემიერ ლიგაში(გავარდა) | 18-ებორნმუთი | დინ კორტი | 11,364 |
ბრენტფორდი | 3 | ლონდონი | ბენფორდ ქომუნითი სტადიონი | 17,250 |
ბრისტოლ სიტი | 12 | ბრისტოლი | აშტონ გეიტი | 27,000 |
კარდიფ სიტი | 5 | კარდიფი | კარდიფ სიტი | 33,316 |
ქოვენთრი სიტი | ლიგა ერთში (აღზევდა) | 1-ლიკოვენტრი | სენტ-ენდიუ | 29,409 |
დერბი ქაუნთი | 10 | დერბი | პრაიდ პარკი | 33,597 |
ჰადერსფილდ თაუნი | 18 | ჰადერზფილდი | კერკლის სტადიონი | 24,121 |
ლუთონ თაუნი | 19 | ლუთონი | კენილუერტ როუდი | 10,356 |
მიდლზბრო | 17 | მიდლზბრო | რივერსაიდი | 34,742 |
მილუოლი | 8 | ლონდონი | დენ | 20,146 |
ნორვიჩ სიტი | პრემიერ ლიგაში(გავარდა) | 20-ენორვიჩი | ქეროუ როუდი | 27,244 |
ნოტინგემ ფორესტი | 7 | ნოტინგემი | სითი გრაუნდი | 30,576 |
პრესტონ ნორტ ენდი | 9 | პრესტონი | დიპდეილი | 23,408 |
ქუინზ პარკ რეინჯერსი | 13 | ლონდონი | ლოფტუს როუდი | 18,360 |
რედინგი | 14 | რედინგი | მადეისკის სტადიონი | 24,200 |
როტერჰემ იუნაიტედი | ლიგა ერთში (აღზევდა) | მე-2როტერჰემი | ნიუ-იორკის სტადიონი | 12,021 |
შეფილდ უენსდეი | 16 | შეფილდი | ჰილსბოროს სტადიონი | 34,854 |
სტოკ სიტი | 15 | სტოკ-ონ-ტრენტი | bet365 სტადიონი | 30,089 |
სუონსი სიტი | 6 | სუონსი | ლიბერთი სატდიონი | 21,088 |
უოტფორდი | პრემიერ ლიგაში(გავარდა) | 19-ეუოტფორდი | ვიქერიჯ როუდი | 21,577 |
უიკომბ უონდერერსი | ლიგა ერთში (აღზევდა) | მე-3ჰაი-უიკომი | ადამს პარკი | 9,448 |
სეზონი | ჩემპიონი | მეორე ადგილი | პლეი-ოფის გამარჯვებული | ანგარიში | პლეი-ოფის ფინალისტი |
---|---|---|---|---|---|
2004–05 | სანდერლენდი 94 | უიგან ატლეტიკი 87 | ვესტ ჰემ იუნაიტედი 73 (მე-6) | 1–0 | პრესტონ ნორტ ენდი 75 (მე-5) |
2005–06 | რედინგი 106 | შეფილდ იუნაიტედი 90 | უოტფორდი 81 (მე-3) | 3–0 | ლიდზ იუნაიტედი 78 (მე-5) |
2006–07 | სანდერლენდი 88 | ბირმინგემ სიტი 86 | დერბი ქაუნთი 84 (მე-3) | 1–0 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 76 (მე-4) |
2007–08 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 81 | სტოკ სიტი 79 | ჰალ სიტი 75 (მე-3) | 1–0 | ბრისტოლ სიტი 74 (მე-4) |
2008–09 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი 90 | ბირმინგემ სიტი 83 | ბარნლი 76 (მე-5) | 1–0 | შეფილდ იუნაიტედი 80 (მე-3) |
2009–10 | ნიუკასლ იუნაიტედი 102 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 91 | ბლეკპული 70 (მე-6) | 3–2 | კარდიფ სიტი 76 (მე-4) |
2010–11 | ქუინზ პარკ რეინჯერსი 88 | ნორვიჩ სიტი1 84 | სუონსი სიტი 80 (მე-3) | 4–2 | რედინგი 77 (მე-5) |
2011–12 | რედინგი 89 | საუთჰემპტონი 88 | ვესტ ჰემ იუნაიტედი 86 (მე-3) | 2–1 | ბლეკპული 75 (მე-5) |
2012–13 | კარდიფ სიტი 87 | ჰალ სიტი 79 | კრისტალ პალასი 72 (მე-5) | 1–0 (დ.დ.) | უოტფორდი 77 (მე-3) |
2013–14 | ლესტერ სიტი 102 | ბარნლი2 93 | ქუინზ პარკ რეინჯერსი 80 (მე-4) | 1–0 | დერბი ქაუნთი 85 (მე-3) |
2014–15 | ბორნმუთი 90 | უოტფორდი 89 | ნორვიჩ სიტი 86 (მე-3) | 2–0 | მიდლზბრო 85 (მე-4) |
2015–16 | ბარნლი 93 | მიდლზბრო 89 | ჰალ სიტი 83 (მე-4) | 1–0 | შეფილდ უენსდეი 74 (მე-6) |
2016–17 | ნიუკასლ იუნაიტედი 94 | ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი 93 | ჰადერსფილდ თაუნი 81 (მე-5) | 0–0 (4–3 პენ.) | რედინგი 85 (მე-3) |
2017–18 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი 99 | კარდიფ სიტი 90 | ფულემი 88 (მე-3) | 1–0 | ასტონ ვილა 83 (მე-4) |
2018–19 | ნორვიჩ სიტი 94 | შეფილდ იუნაიტედი 89 | ასტონ ვილა 76 (მე-5) | 2–1 | დერბი ქაუნთი 74 (მე-6) |
2019–20 | ლიდზ იუნაიტედი 93 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 83 | ფულემი 81 (მე-4) | 2–1 (დ.დ.) | ბრენტფორდი 81 (მე-3) |
1 პრემიერლიგაში აღზევებით ნორვიჩი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც გაიარა ყველა საფეხური. დაქვეითდა პრემიერლიგიდან, დაქვეითდა ლიგის ჩემპიონატიდან, აღზევდა ლიგის ჩემპიონატში და აღზევდა პრემიერლიგაში.
2 ბარნლიმ 93 ქულა დააგროვა, რაც მეორე ადგილისთვის რეკორდულია. 2016–17 სეზონში იგივე შედეგი დააფიქსირა მეორე ადგილოსანმა ბრაიტონმა
სეზონი | კლუბები (ქულა) |
---|---|
2004–05 | ჯილინგემი (50), ნოტინგემ ფორესტი (44), როტერჰემ იუნაიტედი (29) |
2005–06 | ქრიუ ალექსანდრა (42), მილუოლი (40), ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი (38) |
2006–07 | საუტენდ იუნაიტედი (42), ლუთონ თაუნი (40), ლიდზ იუნაიტედი (36) |
2007–08 | ლესტერ სიტი (52), სკანტორპ იუნაიტედი (46), კოლჩესტერ იუნაიტედი (38) |
2008–09 | ნორვიჩ სიტი (46), საუთჰემპტონი (45), ჩარლტონ ატლეტიკი (39) |
2009–10 | შეფილდ უენსდეი (47), პლიმუტ არგაილი (41), პიტერბორო იუნაიტედი (34) |
2010–11 | პრესტონ ნორტ ენდი (42), შეფილდ იუნაიტედი (42), სკანტორპ იუნაიტედი (42) |
2011–12 | პორტსმუთი (40), ქოვენთრი სიტი (40), დონკასტერ როვერსი (36) |
2012–13 | პიტერბორო იუნაიტედი (54), ვულვერჰემპტონ უონდერერსი (51), ბრისტოლ სიტი (41) |
2013–14 | დონკასტერ როვერსი (44), ბარნსლი (39), იოვილ თაუნი (37) |
2014–15 | მილუოლი (41), უიგან ატლეტიკი (39), ბლეკპული (26) |
2015–16 | ჩარლტონ ატლეტიკი (40), მილტონ კეინს დონსი (39), ბოლტონ უონდერერსი (30) |
2016–17 | ბლექბერნ როვერსი (51), უიგან ატლეტიკი (42), როტერჰემ იუნაიტედი (23) |
2017–18 | ბარნსლი (41), ბარტონ ალბიონი (41), სანდერლენდი (37) |
2018–19 | როტერჰემ იუნაიტედი (40), ბოლტონ უონდერერსი (32), იფსუიჩ თაუნი (31) |
2019–20 | ჩარლტონ ატლეტიკი (48), უიგან ატლეტიკი (47) , ჰალ სიტი (45) |
სეზონი | კლუბები (ქულა) |
---|---|
2004–05 | კრისტალ პალასი (33), ნორვიჩ სიტი (33), საუთჰემპტონი (32) |
2005–06 | ბირმინგემ სიტი (34), ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (30), სანდერლენდი (15) |
2006–07 | შეფილდ იუნაიტედი (38), ჩარლტონ ატლეტიკი (34), უოტფორდი (29) |
2007–08 | რედინგი (36), ბირმინგემ სიტი (35), დერბი ქაუნთი (11) |
2008–09 | ნიუკასლ იუნაიტედი (34), მიდლზბრო (32), ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (32) |
2009–10 | ბარნლი (30), ჰალ სიტი (30), პორტსმუთი (19) |
2010–11 | ბირმინგემ სიტი (39), ბლეკპული (39), ვესტ ჰემ იუნაიტედი (33) |
2011–12 | ბოლტონ უონდერერსი (36), ბლექბერნ როვერსი (31), ვულვერჰემპტონ უონდერერსი (25) |
2012–13 | უიგან ატლეტიკი (36), რედინგი (28), ქუინზ პარკ რეინჯერსი (25) |
2013–14 | ნორვიჩ სიტი (33), ფულემი (32), კარდიფ სიტი (30) |
2014–15 | ჰალ სიტი (35), ბარნლი (33), ქუინზ პარკ რეინჯერსი (30) |
2015–16 | ნიუკასლ იუნაიტედი (37), ნორვიჩ სიტი (34), ასტონ ვილა (17) |
2016–17 | ჰალ სიტი (34), მიდლზბრო (28), საუთჰემპტონი (24) |
2017–18 | სუონსი სიტი (33), სტოკ სიტი (33), ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (31) |
2018–19 | კარდიფ სიტი (34), ფულემი (26), ჰადერსფილდ თაუნი (15) |
2019–20 | ბორნმუთი (34), უოტფორდი (34), ნორვიჩ სიტი (21) |
სეზონი | კლუბები (ქულა) |
---|---|
2004–05 | ლუთონ თაუნი (98), ჰალ სიტი (86), შეფილდ უენსდეი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (72) |
2005–06 | საუტენდ იუნაიტედი (82), კოლჩესტერ იუნაიტედი (79), ბარნსლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (72) |
2006–07 | სკანტორპ იუნაიტედი (91), ბრისტოლ სიტი (85), ბლეკპული (პლეი-ოფის გამარჯვებული) (83) |
2007–08 | სუონსი სიტი (91), ნოტინგემ ფორესტი (82), დონკასტერ როვერსი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (80) |
2008–09 | ლესტერ სიტი (96), პიტერბორო იუნაიტედი (89), სკანტორპ იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (76) |
2009–10 | ნორვიჩ სიტი (95), ლიდზ იუნაიტედი (86), მილუოლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (85) |
2010–11 | ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი (95), საუთჰემპტონი (92), პიტერბორო იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (79) |
2011–12 | ჩარლტონ ატლეტიკი (101), შეფილდ უენსდეი (93), ჰადერსფილდ თაუნი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (81) |
2012–13 | დონკასტერ როვერსი (84), ბორნმუთი (83), იოვილ თაუნი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (77) |
2013–14 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი (103), ბრენტფორდი (94), როტერჰემ იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (86) |
2014–15 | ბრისტოლ სიტი (99), მილტონ კეინს დონსი (91), პრესტონ ნორტ ენდი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (89) |
2015–16 | უიგან ატლეტიკი (87), ბარტონ ალბიონი (85), ბარნსლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (74) |
2016–17 | შეფილდ იუნაიტედი (100), ბოლტონ უონდერერსი (87), მილუოლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (73) |
2017–18 | უიგან ატლეტიკი (98), ბლექბერნ როვერსი (96), როტერჰემ იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (79) |
2018–19 | ლუთონ თაუნი (94), ბარნსლი (91), ჩარლტონ ატლეტიკი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (88) |
2019–20 | ქოვენთრი სიტი (88.71), როტერჰემ იუნაიტედი (77.94), უიკომბ უონდერერსი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (76.35) |
სეზონი | ფეხბურთელი | კლუბი(ები) | გოლი |
---|---|---|---|
2004–05 | ნათან ელინგტონი | უიგან ატლეტიკი | 24 |
2005–06 | მარლონ კინგი | უოტფორდი | 21 |
2006–07 | გრეი განოზა | კოლჩესტერ იუნაიტედი | 23 |
2007–08 | სლივენ ებანკ-ბლეიკი | პლიმუთ არგაილი / ვულვერჰემპტონ უონდერერსი | 23 |
2008–09 | სლივენ ებანკ-ბლეიკი | ვულვერჰემპტონ უონდერერსი | 19 |
2009–10 | პიტერ უიტინგემი | კარდიფ სიტი | 20 |
ნიკი მაინერი | ბრისტოლ სიტი | ||
2010–11 | დენი გრაჰამი | უოტფორდი | 24 |
2011–12 | რიკი ლამბერტი | საუთჰემპტონი | 27 |
2012–13 | გლენ მიურეი | კრისტალ პალასი | 30 |
2013–14 | როს მაკორმაკი | ლიდზ იუნაიტედი | 28 |
2014–15 | დანიელ მერფი | იფსუიჩ თაუნი | 27 |
2015–16 | ანდრე გრეი | ბარნლი | 25 |
2016–17 | კრის ვუდი | ლიდზ იუნაიტედი | 27 |
2017–18 | მატიაშ ვიდრა | დერბი ქაუნთი | 21 |
2018–19 | ტეემუ პუკი | ნორვიჩ სიტი | 29 |
2019–20 | ალექსანდრ მიტროვიჩი | ფულემი | 26 |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.