თმოგველები

თმოგველები — დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში, მხარგრძელთა განშტოება.

თმოგველები სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თმოგველი.

ამ გვარის ფუძემდებელი იყო სარგის ვარამის ძე მხარგრძელი, რომელსაც თამარ მეფემ ამირსპასალარ გამრეკელ თორელის სიკვდილის შემდეგ სამამულოდ უბოძა თორელის საკარგავითმოგვის ციხე (ისტორიულ ჯავახეთში) და მიმდგომი მხარე. XIII საუკუნის დასაწყისიდან თმოგველების საგვარეულო მონასტრად იქცა ვაჰანის (ვანი) სამეფო მონასტერი (თმოგვის მახლობლად). თმოგველების მამული — თმოგვის მხარე — XIII-XIV საუკუნეებში წარმოადგენდა დიდ ფეოდალურ სენიორიას, თვით თმოგვი კი — შუა საუკუნეების ტიპურ ციხე-ქალაქს. თმოგველები ატიურად მონაწილეობდნენ XII-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში (სარგის თმოგველი, თაყაიდინ თმოგველი). თმოგველებს ფეოდალური შუღლი ჰქონდათ სამხრეთ საქართველოს მეორე დიდ საგვარეულოსთან - სამცხის მთავრებთან, ჯაყელებთან. ამ ბრძოლაში თმოგველები დამარცხდნენ და XIV საუკუნეში დატოვეს თმოგვი, გადასახლდნენ კახეთსა და შიდა ქართლში. კახეთში ისინი დაეუფლდნენ უჯარმას, ხოლო შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილში — ნიქოზს და ეწოდათ ჯერ თმოგველ-უჯარმელები, ხოლო შემდეგ — თმოგველ-უჯარმელ-ფავლენიშვილები. აქ მათ საგვარეულო საყდრად გაიხადეს ნიქოზის ეკლესია. საისტორიო წყაროებში თმოგველებად ხშირად იხსენიებიან არა მარტო თმოგველების საგვარეულოს წევრები, არამედ თმოგვის მხარის მცხოვრებლებიც.

ლიტერატურა

  • კაკაბაძე ს., თმოგველთა გვარის ისტორიისათვის, ტფ., 1913;
  • მისივე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, წგნ. 1, ტფ., 1914;
  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 4, გვ. 687, თბ., 1979

Tags:

XII საუკუნეXIII საუკუნეXIV საუკუნეამირსპასალარითამარ მეფეთაყაიდინ თმოგველითმოგვის ციხეთორელიმხარგრძელებინიქოზისაკარგავისარგის თმოგველისაქართველოშუა საუკუნეები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს სახელმწიფო დროშალარიგრიგოლ რობაქიძეისრაელირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ჯვაროსნული ლაშქრობებიევროპის პარლამენტივერძი (ასტროლოგია)მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითთინათინ ჭულუხაძესაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკამასშტაბიენერგიაკომპიუტერისტეფანე მღებრიშვილიდავით კაკაბაძემთაწმინდადამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამწერებიმიხეილ ჯავახიშვილისაჭმლის მომნელებელი სისტემაჰორმონებიძველი თბილისიარაგვიკილოგრამიიბერიაგიორგი ლეონიძექართული ვაზის ჯიშებიბრესტ-ლიტოვსკის ზავიბორჯომილურჯი ვეშაპიბერლინის კედელიბახტრიონის ბრძოლაბაზალეთის ტბაევოლუციაწითელასაქართველოს ბრძოლების სიახევსურეთიხინკალიამერიკის შეერთებული შტატებირომილექსი ვეფხისა და მოყმისატერენტი გრანელიადაპტაციათავისუფლების ქანდაკებაძუძუმწოვრებიბიზანტიის იმპერიაიტალიაალჟირიმიგრაციაძველი საბერძნეთიპლანეტაცენტნერიაფხაზები69 (სექსუალური პოზა)გამზრდელი (პოემა)ფარსმან II ქველიპროტესტანტიზმიქართლის ცხოვრებაგლობალური დათბობაქრისტეფორე კოლუმბინაკიანი წელიწადიმწვერვალიმარტივი და შედგენილი რიცხვებიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაპარალელოგრამიჩერნობილის კატასტროფაამფიბიებისომხების გენოციდითანდებულიქეთო და კოტე (ოპერა)ნიკოლა ტესლათორნიკე ერისთავიყაზახეთიოშკიბუნებრივი გადარჩევა🡆 More