ვლადიმირ სტაროსელსკი

ვლადიმირ სტაროსელსკი (რუს.

1860, ჩერნიჰივი, რუსეთის იმპერია — გ. 26 აგვისტო, 1916, პარიზი) — რუსი აგრონომი და სახელმწიფო მოღვაწე, ქუთაისის გუბერნატორი 1905 წელს.

ვლადიმირ სტაროსელსკი

ბიოგრაფია

დაიბადა 1860 წელს ღარიბი აზნაურის ოჯახში. 1885 წელს დაამთავრა პეტროვო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. აკადემიის დამთავრებისთანავე სტაროსელსკი შავი ზღვის ოლქში გაანაწილეს. 1888 წელს, მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს კავკასიის სამმართველოს უფროს აგრონომად გადაიყვანეს თბილისში. ამ დროს დასავლეთიდან შემოჭრილი ვაზის სენი – ფილოქსერა ინტენსიურად ვრცელდებოდა საქართველოში და ანადგურებდა ვენახებს.

სტაროსელსკი მიიწვიეს კავკასიის საფილოქსერო კომიტეტში, რომელიც ფართო ქსელის მეშვეობით, მრავალ ღონისძიებას ატარებდა დაავადებული ზონების ლოკალიზაციისა და დაზიანებული ზვრების მკურნალობის ეფექტური საშუალებების დასადგენად, მაგრამ ერც ერთ მცდელობას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. სტაროსელსკი იყო ერთ–ერთი, ვინც პირველად წამოაყენა ვაზის ამერიკულ საძირეზე გადაყვანის იდეა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად იგი პოზიციებს არ თმობდა. 1890 წელს დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის საფილოქსერო პარტიის მთავარ ექსპერტად. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით, სოფელ საქარაში ამერიკული ვაზის საცდელი სანერგე მოეწყო. 5–6 წლის განმავლობაში, საქარის სანერგე 2 000 კვ. მეტრიდან 18 ჰექტარამდე გაიზარდა და მისი სანერგე მასალით უზრუნველყოფის საქმეც საგრძნობლად გაუმჯობესდა. ფილოქსერასთან ბრძოლა არა მარტო წარმატებით დასრულდა, მისი უშრეტი ენერგიით მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოში მევენახეობა. საქარის მევენახეობის საცდელ სადგურს შემდგომში მისი სახელი მიენიჭა.

ქუთაისის გუბერნატორი

1905 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი, რომელიც სტაროსელსკის მეგობარი იყო. 1905 წლის 1 აგვისტოდან სტაროსელსკი დანიშნეს ქუთაისის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად. რევოლუციური მოძრაობისადმი გამოირჩეოდა ლოიალური დამოკიდებულებით. ამის გამო შეარქვეს „წითელი გუბერნატორი“. გუბერნატოტორის დროს მისი მოადგილე იყო ალექსანდრე ყიფშიძე. 1906 წლის იანვარში გადააყენეს და მის ნაცვლად დანიშნეს გენერალ-მაიორი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი.

ალიხანოვ-ავარსკიმ სტაროსელსკი და ალექსანდრე ყიფშიძე დააპატიმრა. სტაროსელსკი ყუბანში გადაასახლეს, ყიფშიძე კი მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1907 წელს სტაროსელსკი გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (ბოლშევიკური ფრთის) წევრი. ცხოვრობდა ეკატერინოდარში და იყო ყუბანის საოლქო კომიტეტის წევრი, შემდეგ კი ჩრდილო-კვკასიის საკავშირო კომიტეტის წევრი. 1908 წელს მისი სახლის ჩხრეკის დროს ჟანდარმებმა იპოვეს მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის წერილები და ვერ გაბედეს დაპატიმრება. სანამ ჟანდარმერია ზედგომებიდან ინსტრუქციებს მიიღებდა, სტაროსელსკი გაიქცა პარიზში, სადაც მუშაობდა ფოტოგრაფად თუმცა თავი მაინც გაჭირვებით გაჰქონდა. გარდაიცვალა 1916 წლის 26 აგვისტოს, პარიზში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თხზულებები

ლიტერატურა

  • თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 309 გვ.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ვლადიმირ სტაროსელსკი ბიოგრაფიავლადიმირ სტაროსელსკი თხზულებებივლადიმირ სტაროსელსკი ლიტერატურავლადიმირ სტაროსელსკი რესურსები ინტერნეტშივლადიმირ სტაროსელსკი1860191626 აგვისტოპარიზირუსებირუსეთის იმპერიარუსული ენაქუთაისის გუბერნიაჩერნიჰივი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიზვიგენებიგლობალური დათბობაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგამთვარემტკნარი წყალიმონაკოიუნესკოთელავიავსტრიათბილისიმსოფლიოს მოსახლეობადედა ენამენსტრუაციაელენე ახვლედიანისულეიმან Iკურო (ასტროლოგია)ოშკისაქართველოს სახელმწიფო დროშაგასტრიტირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ვულკანიმარტივი რიცხვიყაზახეთიალბერტ აინშტაინიკრწანისის ბრძოლაპირველი მსოფლიო ომიმჟავური წვიმასვანური ენაოქსიდიიმპრესიონიზმიდათა თუთაშხიამეტაფორატოტალიტარიზმიხვიჩა კვარაცხელიაგიორგობაბათუმიტყეყვავილიაჭარასაქართველო IX-X საუკუნეებშისაქართველო IV საუკუნეშითბილისის ზღვაავსტრალიანაციონალიზმისაჭმლის მომნელებელი სისტემანეკერჩხალისანქტ-პეტერბურგიკირჩხიბი (ასტროლოგია)კლიმატიროდოსის კოლოსიგიორგი მამარდაშვილიუცხოური აგენტების კანონიპუნიკური ომებიმთის არწივიარასამთავრობო ორგანიზაციაბერიკაობააია-სოფიას ტაძარიოგანესონიშინაური კატაალუდა ქეთელაურინიუ-იორკიქართველები რუსეთშიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ნაწლავებირომის იმპერიამსოფლიოს ვალუტებიგიორგი სააკაძეეროზიაიოჰან სებასტიან ბახიდავით IV აღმაშენებელითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიგერმანიაავთანდილ ჭრიკიშვილიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოლუვრიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)🡆 More