ვლადიმერ ჭავჭანიძე

ვლადიმერ ჭავჭანიძე (დ.

22 სექტემბერი, 1920, სოხუმი — გ. 4 იანვარი, 2010, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და კიბერნეტიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967). ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედკოლეგიის წევრი, სამეცნიერო ჟურნალ „მეცნიერება და ტექნოლოგიების" მთავარი რედაქტორი,

ვლადიმერ ჭავჭანიძე
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი, 1920(1920-09-22)
დაბ. ადგილი სოხუმი
გარდ. თარიღი 4 იანვარი, 2010(2010-01-04) (89 წლის)
საქმიანობა ფიზიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი და წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიოგრაფია

დაიბადა სოხუმში, ინჟინრის ოჯახში. 1936-1941 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ). 1941-1946 მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში — იბრძოდა უკრაინაში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში. დაჯილდოვებულია არაერთი საბრძოლო ორდენითა და მედლით.

1947-1949 წლებში იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის (ფიან) ასპირანტი, სადაც მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერების გვერდით ღირსეულად შრომობდა ურთულესი ფიზიკური პრობლემების ფართომასშტაბურ და ორიგინალურ გადაწყვეტაზე. 1950-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშომლად და განყოფილების გამგედ.

XX საუკუნის 50-იან წლებში ვლადიმერ ჭავჭანიძემ ე. წ. „მონტე-კარლოს“ მეთოდით მოახდინა გამოთვლა, რომლითაც წარმატებით მოხერხდა მდინარე ვოლგის გადაკეტვა მასზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს.

1960 წელს ვლადიმერ ჭავჭანიძის ინიციატივით დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი და 1960–1981 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა კიბერნეტიკის ინსტიტუტმა წამყვანი ადგილი არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში, რისი ლოგიკური დადასტურება იყო თბილისში ჩატარებული მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტში, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა წამყვანი სამეცნიერო სკოლის მეცნიერები (იაპონია, აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვ.)

მისი აქტიური მოღვაწეობით თსუ-ში გაიხსნა ახალი ფაკულტეტი, რომელიც სტუდენტებს ორი მიმართულებით იღებდა: კიბერნეტიკა და სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკა, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა იყო. 1969 წლიდან ვ.ჭავჭანიძე ხელმძღვანელობდა ფაკულტეტზე დაარსებულ კიბერნეტიკის კათედრას, 1980-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ა.ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილებას. იყო 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 20-ზე მეტი გამოგონებისა და მონოგრაფიის ავტორი. ჭავჭანიძის შრომები ეხება ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკის, კიბერნეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის თეორიის საკითხებს. 1967 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1974 წელს — ნამდვილ წევრად.

1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „მრავალჯერადი გაბნევების და დანაკარგების კვლევა დამუხტული ნაწილაკების ნივთიერებაში სტოქასტიკური მეთოდებით“ 1964 წელს — სადოქტორო დისერტაცია „მოდელირების და სტოქასტიკის მეთოდები ფიზიკასა და კიბერნეტიკაში“

გარდაიცვალა თბილისში 2010 წელს. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 მარტის №61 დადგენილების საფუძველზე კიბერნეტიკის ინსტიტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელი.

ჯილდოები და პრემიები

  • ღირსების ორდენი (1996 წ.) საქართველოში კიბერნეტიკულ მეცნიერებათა დაფუძნების საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • წითელი დროშის ორდენი
  • საქ. მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • „Методы моделирования и стохастики в физике и кибернетике“ Обобщающий доклад. (ავტორი) თბილისი. თსუ. 1964. 61გვ.
  • კიბერნეტიკის ზოგიერთი საკითხი (ავტორი). თბილისი. საქ. სსრ მეცნ.აკ.გამომცემლობა. 1962.
  • სწავლებით სახეთა გამოცნობის ზოგიერთი ამოცანა და ექსპერტული სისტემები (რედაქტორი). თბილისი. ინტელექტი. 1998.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 379.
  • „საქართველოს რესპუბლიკა“ 4. 9 იანვარი. 2010 წელი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ვლადიმერ ჭავჭანიძე ბიოგრაფიავლადიმერ ჭავჭანიძე ჯილდოები და პრემიებივლადიმერ ჭავჭანიძე ბიბლიოგრაფიავლადიმერ ჭავჭანიძე ლიტერატურავლადიმერ ჭავჭანიძე რესურსები ინტერნეტშივლადიმერ ჭავჭანიძე სქოლიოვლადიმერ ჭავჭანიძე192019641967201022 სექტემბერი4 იანვარიაკადემიკოსითბილისიკიბერნეტიკამათემატიკაპროფესორისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიასოხუმიფიზიკოსიქართველებიქართული საბჭოთა ენციკლოპედია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკოლა ტესლანახშირწყლებივერძი (ასტროლოგია)აბსცისასიონის ტაძარიწყალიმტირალას ეროვნული პარკირუსეთის ისტორიაინგლისური ენალიბერალიზმიხეოფსის პირამიდაბორჯომიცხოველებიმუსიკაიუნესკოეთიოპიაიტალია22 აპრილიმინერალებიდავით სარაჯიშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიYouTubeშავი ზღვათეიმურაზ IIდემეტრე II თავდადებულიმალტამცხეთის ჯვრის მონასტერიმსოფლიოს მოსახლეობათერგდალეულებიპროტესტანტული რეფორმაციაღამურაბზობააზერბაიჯანიგანათლება საქართველოშიბრაზილიატყენიკო ნიკოლაძემეგობრობადაუნის სინდრომიკომპასისაქართველოს დაცული ტერიტორიებიღორის სოლიტერიკათოლიციზმიბაქტერიებიაია-სოფიას ტაძარისასწორი (ასტროლოგია)პლანეტაისლამიდუნაიგაზაფხულიმუნივარდისანქტ-პეტერბურგიბუდუ ზივზივაძეწრეწირიანბანიგიორგი IV ლაშარენესანსიკონსტანტინოპოლიზმნარელიგიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაჩინეთის დიდი კედელივეფხვიაკაკი წერეთელიქეთო და კოტე (ოპერა)რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ზაქარია ფალიაშვილიელენე ახვლედიანიფემინიზმიქრისტეფორე კოლუმბიგონიოს ციხევიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელინაირა გელაშვილისაქართველოს დიდი სოფლებიილია თოფურია🡆 More