ვიგელანდის სკულპტურათა პარკი

ვიგელანდის სკულპტურათა პარკი ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკი, რომელიც 1907-1942 წლებში სკულპტორმა გუსტავ ვიგერლანდმა შექმნა ოსლოში, თუმცა, პარკის გახსნას ვერ მოესწრო.

პარკი 30 ჰექტარზეა გაშლილი და ვიგერლნადის 227 სკულპტურას მოიცავს, რომლებიც, მეტწილად, კაცობრიობის ბედ-იღბლის თემებზეა შექმნილი.

ვიგელანდის სკულპტურათა პარკი
სკულპტურათა ბაღი

პარკის მთავარი თემა "ადამიანის მდგომარეობაა". ქანდაკებების დიდი ნაწილი ადამიანებს გამოხატავს სხვადასხვა მოქმედების დროს, მაგ: სირბილი, ვარჯიში, ცეკვა და ა.შ.

მთავარი კარიბჭე

ვიგელანდის სკულპტურათა პარკი 
წინა კარიბჭე

რკინისა და გრანიტისგან გამოჭედილი ჭიშკარი პარკის უმთავრესი შესასვლელია. კარიბჭე ხუთი ჭიშკრისგან შედგება, აქედან ორი მცირე ზომისა ფეხით მოსიარულეთათვის, ორი მოზრდილი კარი სპილენძით არის გაფორმებული და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნცია აქვს და ორივე ფლუგერებითაა მორთული. მთავარი კარიბჭე ნორვეგიის ბანკის დაფინანსებით 1926 წელს დააყენეს.

ხიდი

პარკის ქანდაკებებიდან 58 ხიდის გასწვრივ არის განლაგებული. ხიდი 100 მეტრია სიგრძით და 15 მეტრი სიგანით და შადრევნიდან მთავარ კარიბჭემდე მიდის. ყველა სკულპტურა ბრინჯაოთია მოპირკეთებული და პარკის ძირითადფ ჩანაფიქრს: "ადამიანის ტემპერამენტს" შეესაბამება. მნახველს აქ შეუძლია სახელგანთქმული ქანდაკი Sinnataggen და "გაბრაზებული ბიჭუნა" ნახოს. 1940 წელს ხიდი პირველი ნაწილი იყო პარკისა, რომელიც დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.

საბავშვო მოედანი

ხიდის ბოლოს საბავშვო მოედანია - რვა ბრინჯაოს ქანდაკება, რომლებიც ბავშვებს გამოსახავს თამაშის დროს.

შადრევანი

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ბრინჯაოში ჩამოსხმული სამოცი ბრინჯაოსივე რელიეფით მოკაზმული შადრევანი პარლამენტის შენობის წინ უნდა მდგარიყო. შადრევნის ნაგებობაზე ჩონჩხები და ბავშვებია გამოსახული, რაც სიკვდილის შემდეგ ახალი სიცოცხლის ჩასახვას უსვამს ხაზს.

პლატო მონოლითი

პლატო მონოლითი - ქვის პლატფორმაა, რომელიც საფეხურებიოთ არის გარშემორტყმული და პარკის ცენტრალური ფიგურის აზრს ატარებს. მონოლითი "ცხოვრების მორევს" გამოხატავს. მონოლითზე ასასვლელი 8 ჭიშკრით არის, რომლებიც რკინითაა კვეთილი. კარები 1933 და 1937 წლებში დააპროექტეს, ხოლო 1943 წელს, ვიგელანდის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში, დაამონტაჟეს.

ცხოვრების ბორბალი

პარკის 850 მეტრი გრძივი კორდინატების დასარულ 1930 წელს ამოკვეთილი მზის საათია აღმართული და ბოლოს "ცხოვრების ბორბალი", რომელიც ხელით არის გაკეთებული 1933-34 წლებში. ბორბალი გვირგვინს გვახსენებს, რომელიც თავიანთ ჰარმონიაში უსასრულოდ ბედნიერ ოთხ ადამიანს და ბავშვს გამოსახავს. მარადიულობის ეს სიმბოლო პარკის ძირითად იდეას ესიტყვება: "ადამიანის მოგზაურობა აკვნიდან დაკრძალვამდე".

ვიგელანდის სკულპტურათა პარკი 
ზედხედი

Tags:

ვიგელანდის სკულპტურათა პარკი მთავარი კარიბჭევიგელანდის სკულპტურათა პარკი ხიდივიგელანდის სკულპტურათა პარკი საბავშვო მოედანივიგელანდის სკულპტურათა პარკი შადრევანივიგელანდის სკულპტურათა პარკი პლატო მონოლითივიგელანდის სკულპტურათა პარკი ცხოვრების ბორბალივიგელანდის სკულპტურათა პარკინორვეგიაოსლო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რუსთავიპრაღაბენიტო მუსოლინიავოკადოორგაზმიბერძნული მითოლოგიავეფხვიკონსტანტინოპოლიაკაკი წერეთელიალპებიგიორგი VII (საქართველოს მეფე)სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაკასპიის ზღვაღრიანკალი (ასტროლოგია)ქვათახევიხახვიმურა დათვისაქართველოს ფრინველთა სიატურიზმიილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)ტიფლისი (ტელესერიალი)დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ვერძი (ასტროლოგია)სამცხე-ჯავახეთის მხარემარჯნის რიფიხელომისაფრანგეთის რევოლუციატელეფონების ნომრები საქართველოშინაწლავებიბაქტერიებიჭიანჭველასებრნიკავკასიონისაფრანგეთის ქალაქებილაშა ტალახაძელიბანირუსუდანიზღვის კუებიქართული მითოლოგიამადაგასკარიელექტრული დენისამკურნალო მცენარეებისლოვაკეთისოხუმითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიქართლიაბრეშუმის დიდი გზაქალწული (ასტროლოგია)სიტყვაარგონავტებირომის რესპუბლიკაფილტვებიერთა ლიგასაქართველოს მუნიციპალიტეტებინიკო ბაგრატიონიპერსონალური კომპიუტერიჩინგიზ-ყაენიქუნთრუშამონღოლებიკოლხეთის სამეფოქუთაისიჰოლოკოსტიხელოვნური ინტელექტიშინაური ძაღლიშფოთვითი აშლილობებისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიბიძინა ივანიშვილიმსოფლიოს მოსახლეობაკილიან მბაპეოსმალეთის იმპერიის ისტორიაწინადადებამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)მარიხუანაგამარჯვების დღებედიის მონასტერი29 აპრილიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაკახი კავსაძე🡆 More