ვალერი ალექსეის ძე ლეგასოვი (რუს.
1 სექტემბერი, 1936, ტულა — გ. 27 აპრილი, 1988, მოსკოვი) — საბჭოთა არაორგანული ქიმიკოსი. ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1981). ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის წევრი, რისთვისაც 1996 წელს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება.
ვალერი ლეგასოვი | |
---|---|
რუს. Валерий Алексеевич Легасов | |
დაბ. თარიღი | 1 სექტემბერი, 1936[1] |
დაბ. ადგილი | ტულა, რსფსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 26 აპრილი, 1988[1] (51 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[2] |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ქიმიკოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოსი და Chernobyl liquidator |
მუშაობის ადგილი | კურჩატოვის ინსტიტუტი, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | რუსეთის დიმიტრი მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | doctorate in chemistry და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | |
დაიბადა 1936 წლის 1 სექტემბერს ტულაში, მოსამსახურეთა ოჯახში. 1949–1954 წლებში სწავლობდა მოსკოვის №5 სკოლაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. დღეს ეს სკოლა მის სახელს ატარებს, მთავარ შესასვლელში კი ლეგასოვის ბრინჯაოს ქანდაკება დგას.
1961 წელს დაამთავრა დ. ი. მენდელეევის სახელობის ქიმია-ტექნოლოგიური ინსტიტუტი. ორი წლის განმავლობაში მუშაობდა განთავისუფლებულ მდივნად ამ ინსტიტუტის საკ. ალკკ კომიტეტში, აირჩიეს საბჭოთა კომკავშირის რაიკომის ბიუროში და საკ. ალკკ მოსკოვის საქალაქო კომიტეტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წელიწად-ნახევარი განაწილებით მუშაობდა ციმბირის ქიმიურ კომბინატში ქალაქ ტომსკ–7-ში (დღ. სევერსკი) ინჟინრად, ცვლის უფროსად. 1964 წლიდან ასპირანტურაზე სწავლობდა ი. ვ. კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგეტიკის ინსტიტუტში მოლეკულური ფიზიკის განყოფილებაში, შემდეგ აქვე მუშაობდა უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის უფროსად.
1967 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა კეთილშობილი აირების სინთეზსა და მათი ბუნების შესწავლაში. 1972 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, დაინიშნა კურჩატოვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო საქმეში.
1978–1983 წლებში იყო მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, 1983 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, განაგებდა რადიოქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების კათედრებს, ხელმძღვანელობდა სსრკ უმაღლეს საატესტაციო კომისიის საბჭოს.
1976 წლიდან იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ხოლო 1981 წლიდან — ნამდვილი წევრი ფიზიკოქიმიისა და არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიების განყოფილებაში. 1985 წელს აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად.
1983 წლიდან მუშაობდა კურჩატოვის ატომური ენერგიის ინსტიტუტის დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიიდან მალევე დაინიშნა სამთავრობო კომისიის წევრად. იგი ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა ადგილზე და აქ 60 დღე-ღამე გაატარა. მას შემდეგ, რაც კომისიის წევრები მოსკოვში დაბრუნდნენ დასხივების მინიმიზაციისათვის, ლეგასოვი დაბრუნდა ჩერნობილის აეს-ზე სამუშაოს გასაგრძელებლად. მიღებულმა რადიაციის მნიშვნელოვანმა დოზამ, რომელიც დასაშვებს 4-ჯერ აღემატებოდა, მნიშვნელოვნად დააზარალა მისი ჯანმრთელობა.
მიიღო მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შემდგომი აფეთქებების თავიდან ასაცილებლად და სსრკ მთავრობის ინფორმირებისათვის ავარიის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ. სწორედ მან შესთავაზა ნარევის (ბორი და ქვიშა) დაყრა გახურებულ რეაქტორზე, რის წყალობითაც ავარიის არაკეთილსასურველი შედეგები შემცირდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო. ლეგასოვმა მიაწოდა ინფორმაცია თავის კოლეგა მეცნიერებსა და პრესას რისკებსა და დანგრეული სადგურის მდგომარეობაზე, აგრეთვე მოითხოვდა ქალაქ პრიპიატის დაუყოვნებლივ სრულ ევაკუაციას.
1986 წლის 25-დან 29 აგვისტომდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ექსპერტთა კონფერენციაზე ქალაქ ვენაში ლეგასოვმა, როგორც საბჭოთა დელეგაციის მეთაურმა, გააკეთა 5-საათიანი 400-გვერდიანი მოხსენება ავარიის მიზეზების ანალიზსა და ჩერნობილის აეს-ის კატასტროფის რადიოლოგიურ შედეგებზე. ეს გამოსვლა მისი კარიერის შემობრუნების პუნქტი გახდა. ერთ-ერთი ვერსიით, ლეგასოვმა თავის გამოსვლაში გაახმოვანა რიგი საიდუმლო ცნობები, რომლებზე რწმულებულიც არ იყო. ანატოლი დიატლოვის (კატასტროფის მომენტში ჩერნობილის აეს-ის ექსპლუატაციის მთავარი ინჟინრის მოადგილე) ვერსიით, ლეგასოვმა შესთავაზა ოფიციალური ვერსიის გაჟღერება, რაც სხვა მეცნიერთათვის მიუღებელი იყო.
1987 წელს აკადემიკოსი ლეგასოვი ფარული კენჭისყრით არ მიიღეს სამეცნიერო-ტექნიკურ საბჭოში (100 მომხრე, 129 წინააღმდეგი). 1986–1987 წლებში ორჯერ დასახელდა სოციალისტური შრომის გმირის წოდების კანდიდატად, თუმცა ორჯერვე არ დაჯილდოვდა. ცნობილია ვერსია, რომლის მიხედვითად მიხეილ გორბაჩოვმა ლეგასოვი სიიდან ამოიღო სიტყვებით: „მეცნიერები არ ურჩევენ“. 2019 წლის ინტერვიუში გორბაჩოვმა ეს ინფორმაცია უარყო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში მოხსენებისა და საპატიო ჯილდოს ვერ მიღების შემდეგ, ლეგასოვს განუმტკიცდა „არასაიმედო“ მეცნიერის რეპუტაცია. მისი გუნება გაუარესდა, წარმოიშვა უძილობის პრობლემები. 1987 წლის 29 აგვისტოს, მკურნალობის დროს, ლეგასოვმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ექიმებმა მისი დაძინება მოახერხეს.
ავარიის მიზეზებში გარკვევის შემდეგ ლეგასოვი დაუბრუნდა ბირთვული რეაქტორების უსაფრთხოებასთან არსებული კითხვების შესწავლას, დამპროქტებლებს მიუთითა არხული ტიპის დიდი სიმძლავრის რეაქტორების ნაკლოვანებებსა და ატომური ელექტროსადგურების თანამშრომელთა არადამაკმაყოფილებელ პროფესიონალურ მომზადებაზე.
ჩერნობილის აეს-ის ავარიის მეორე წლისთავზე, 1988 წლის 26 აპრილს, ლეგასოვმა მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე წარადგინა საბჭოთა მეცნიერების ერთ წერტილზე გაყინვის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა. მისი წინადადება უარყვეს. მეორე დღეს, 1988 წლის 27 აპრილს, თავის ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი გახდა სსრკ-ის ოფიციალური ხელისუფლების მიერ მასზე ზეწოლა ჩერნობილის კატასტროფის გამოძიების გზებზე და ტოტალური საიდუმლოების ატმოსფეროში.
სიკვდილის წინ დიქტოფონზე ჩაწერა მონათხრობი ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე კატასტროფის შესახებ. ამ აუდიოჩანაწერის მასალებზე დაყრდნობით BBC-მა გადაიღო ფილმი „კატასტროფის გადატანა: ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა“ (ინგლ. Surviving Disaster: Chernobyl Nuclear Disaster, 2006). აგრეთვე თვითმკვლელობა და აუდიოჩანაწერის მასალები ფიგურირებს HBO-ის მინისერიალ „ჩერნობილში“ (2019), სადაც ვალერი ლეგასოვის როლს მსახიობი ჯარედ ჰარისი ასრულებს.
დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვალერი ლეგასოვი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.