ეფესელთა მიმართ

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე – პავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი.

ეპისტოლე შედგება 6 თავისაგან. ეპისტოლე პავლემ თავის თანამოღვაწეებს უკარნახა, როდესაც იგი პატიმრობაში იყო.

ეფესელთა მიმართ
წმინდა მოციქული პავლე

ეპისტოლე აღწერს პავლე მოციქულის ორწლიანი მოღვაწეობის პერიოდს ქალაქ ეფესოში. ეფესო საპორტო ქალაქი იყო რომის იმპერიის მცირეაზიურ პროვინცია ასიაში და ითვლებოდა წარმართული კულტურის ცენტრად. აქ მდებარეობდა არტემიდეს ბრწყინვალე ტაძარი მსოფლიოს შვიდ საოცრებატაგან ერთ–ერთი. სწორედ ამ ქალაქში პავლე მოციქულმა დააარსა ქრისტიანული თემი, რომლის პირველი წევრები იყვნენ იოანე ნათლისმცემლის თორმეტიოდე მოწაფე (საქ. მოც.19,7). ორი წლის განმავლობაში პავლე მოციქული ქრისტეს ნათელით განანათლებდა ეფესოსა და მთელი ასიის მოსახლეობას.

პავლეს სხვა ეპისტოლეებთან შედარებით ამ ეპისტოლეს ზოგადი, საყოველთაო ხასიათი აქვს და ქადაგებს ქრისტეს მოძღვრებას, როგორც მსოფლიო ეკლესიაზე, როგორც ერთიან ორგანიზმზე, ქრისტეს სხეულზე, რომელიც სიცოცხლით შეერთებულია ზეცასთან. იგი უფრო ზეციურია, ვიდრე მიწიერი. სულიერად მკვდარი ადამიანი, რომელიც ირწმუნებს ქრისტეს როგორც თავის მხსნელს, ცოცხლდება. სული წმიდით მასში აღდგება ღმერთთან მსგავსება და მას ყოველივე მიენიჭება მადლით და არა საქმეებით. ქრისტეს სისხლმა შეაერთა აღთქმის ერი – იუდეველნი წარმართებთან, მათ შორის არსებული მკაცრი სჯულის კედელი დაანგრია და ადგილი დაუთმო ქრისტეს მადლით აღსავსე მოძღვრებას. იუდეველთა წარმართებთან ერთ საზოგადოებად, ერთ ეკლესიად შეერთების საიდუმლო „დაფარული იყო ღმერთში, მაგრამ პავლე მოციქულისათვის აშკარა იყო და მის მიერ გაცხადდა, რომ სიყვარულით განმსჭვალული ურყევი რწმენა და ღვთის სიტყვის მტკიცე ცოდნა საწინდარია ყოველგვარი გამარჯვებისა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ეპისტოლეპავლე მოციქული

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიელდარის დაბლობიევერესტისამკუთხედინაპოლეონ ბონაპარტიწიგნიავტომობილიჰექტარითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტითბოგამტარობაფესვები (ფილმი)თურქეთისაქართველო XVIII საუკუნეში9 აპრილის ტრაგედიაწრეწირიარალის ზღვაფუტკრებილამპრობაშუა საუკუნეებიბუნებაგამაფრთხილებელი შეფერილობააღა-მაჰმად-ხანისაქართველოს წითელი ნუსხაქართული ვაზის ჯიშებიგიორგი გოჩოლეიშვილიჩარლი ჩაპლინიდინამო თბილისი ევროპულ ფეხბურთშიმზის სისტემაბრუნებასაქართველოს ბრძოლების სიამონღოლთა ბატონობა საქართველოშინარიყალატროპიკული ტყეებიდიმიტრი ყიფიანითაშმიჯაბირამაზ შენგელიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმინერალების სიაჯანო ანანიძებორის პაიჭაძეინოლა გურგულიაბასიანის ბრძოლაისლამიტრეფიკინგიბალეტივილი სანიოლიგურამ კაშიაათენაინსულტიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)რაჭალიმფოციტებიფარავანისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიამარხვაფელაციაგველის-მჭამელიგანათლება საქართველოშიალკოჰოლური სასმელიგორივატიკანი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაიოჰან სებასტიან ბახიარიადნა გუტიერესირონალდინიომსოფლიოს შვიდი საოცრებააიეტი (მითოლოგია)კალიებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ერთა ლიგანაკრძალიანანურის ციხელიბრეტოთბილისის ისტორიამცხეთანიდერლანდებიენდომეტრიოზიბორჯომი🡆 More