ესქილე

ესქილე (ძვ.

ბერძნ. Αἰσχύλος; დ. ძვ. წ. 525 — გ. ძვ. წ. 456) — ძველი ბერძენი დრამატურგი, ევროპული ტრაგედიის მამა. დაიბადა ძვ. წ. 525 წელს ათენის მახლობლად ელევსინში. ბერძენს-სპარსელთა ომების დროს მან მონაწილეობა მიიღო მარათონის (ძვ.წ 490), სალამინისა (ძვ.წ 480) და პლატეის (ძვ.წ 479) ბრძოლებში.

ესქილე
ძვ. ბერძნ. Αἰσχύλος
ესქილე
დაბადების თარიღი ძვ. წ. 525 [2]
დაბადების ადგილი Elefsina
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 456 [2]
გარდაცვალების ადგილი ჯელა
საქმიანობა ტრაგედიების ავტორი[4] , მეომარი და დრამატურგი[5]
ენა ძველი ბერძნული ენა
მოქალაქეობა ძველი ათენი
ჟანრი ძველბერძნული ტრაგედია
Magnum opus აგამემნონი, ქოეფორები, ევმენიდები, სპარსელები, მიჯაჭვული პრომეთე, შვიდნი თებეს წინააღმდეგ და მავედრებელი ქალები
შვილ(ებ)ი ევფორიონი და Eueon

ის იყო კლასიკური დრამის დამფუძნებელი. მან პირველმა შექმნა ნამდვილი ტრაგედია ორი მსახიობის გამოყენებით, გუნდისთვის მიჩენილი ნაწილის შეკვეცით და მთავარი მსახიობის სათქმელის განვითარებით. მანვე ჩამოაყალიბა მტკიცე ტეტრალოგიური სისტემა, რომლის ნაწილები მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ამავე დროს თავის შემოქმედებაში ესქილემ ასახა ტრაგედიის განვითარების ის საფეხური, როდესაც ტრაგედია ჯერ კიდევ მთლიანად მოწყვეტილი არი იყო თავის საწყისს, საგუნდო სიმღერას: მის ადრინდელ ტრაგედიებში უფრო მეტია ლირიზმი, ვიდრე დრამატიზმი.

ესქილეს, როგორც პოეტს პირველი გამარჯვება ძვ. წ. 484 წელს ხვდა წილად.

ძვ.წ 470 წელს მეფე პიერონმა ესქილე სირაკუზში მიიწვია. აქ იგი წერს დრამას - „ეტნელნი“, რომელიც პიერონის მიერ დაარსებული ქალაქ ეტნის სადიდებლად შეიქმნა.

ძვ. წ. 472 - 468 წლებში ესქილე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, კვლავ მიემგზავრება სირაკუზში. იგი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი იყო და იცავდა ძველი არისტოკრატიული დაწესებულების არეოპაგის ინტერესებს - ეწინააღმდეგებოდა მისი უფლებების შეზღუდვას დემოკრატიულ წრეების მხრიდან.

ესქილე გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ გელის მახლობლად ძვ. წ. 456/5 წელს. პოეტს გელელებმა ძეგლი დაუდგეს და ზედ წააწერეს „აქ განისვენებს ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე გელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ მარათონმა და გრძელთმიანმა მიდიელებმა, რომლებმაც ეს სივაჟკაცე კარგად გაიცნეს“.

დღეისათვის ცნობილია ესქილეს 79 ტრაგედიის დასახელება, აქედან სრული სახით ჩვენამდე მოაღწია შვიდმა. ესენია:

  1. „სპარსელები“;
  2. „მიჯაჭვული პრომეთე“ (არსებობს ვარაუდი, რომ მისი ავტორი იყო არა ესქილე, არამედ მისი შვილი 一 ევფორიონი);
  3. „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“;
  4. „მავედრებელი ქალები“;
  5. „აგამემნონი“;
  6. „ქოეფორები“;
  7. „ევმენიდები.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1">↑ 1.0 1.1 Ф. Зел. Эсхил // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1904. — Т. XLI. — С. 130–135.
  • 2.0 2.1 Ярхо В. Н. Эсхил // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 8.
  • [[:ru:Кун,_Николай_Альбертович|Н._Кун]]_[[:ru:s:БСЭ1/Эсхил|Эсхил]]_//_''[[:d:Q43200474|Электрофор_—_Эфедрин]]''_—_1933._—_Т. 64._—_С. 724–727.
  • -3">↑ 3.0 3.1 3.2 Н. Кун Эсхил // Электрофор — Эфедрин — 1933. — Т. 64. — С. 724–727.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q43200474">https://wikidata.org/wiki/Track:Q1975105">https://wikidata.org/wiki/Track:Q20981685">https://wikidata.org/wiki/Track:Q20078554">
  • Liddell H., Scott R., Stuart-Jones H. A Greek-English LexiconOUP, 1819.
  • BeWeB
  • This article uses material from the Wikipedia ქართული article ესქილე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
    ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

    Tags:

    ბერძნებიდრამატურგიმარათონის ბრძოლაპლატეის ბრძოლასალამინის ბრძოლატრაგედიაძვ. წ. 456ძვ. წ. 479ძვ. წ. 480ძვ. წ. 490ძვ. წ. 525ძველი ბერძნული ენა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ოკეანეევერესტიდედა ენასაჰარათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიჰიდროცეფალიაიუდაიზმიპარაზიტიზმიკვარცისუნთქვამელატრეფიკინგიილია IIევთანაზიადიდი ხუთშაბათივენაქართული ფილმების სიაალექსანდრე მაკედონელიქრისტეს თორმეტი მოციქულივინსენტ ვან გოგიმეიოზიკურო (ასტროლოგია)ივანე მაჩაბელიპანეტონეანტონიმიზედსართავი სახელიჭიანჭველასებრნილეკებიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლიშაშვიმალდივის რესპუბლიკაგია ყანჩელიპოლიტიკური გეოგრაფიაფოლკლორიაბას I (ირანი)აზერბაიჯანივეშაპისნაირნიცხოველებიირაკლი კობახიძეზღარბისებრნისომხური სამოციქულო ეკლესიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკათითაობასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიშვედეთიჩარლზ დიკენსივარდების რევოლუციასაჭმლის მომნელებელი სისტემარუსეთის იმპერიამაცივარიმსოფლიო მემკვიდრეობამერწყულიგარემოს დაბინძურებაიუსტინიანე Iდელფინებიბერძნული მითოლოგიადისლექსიაანდებიდედამიწის ისტორიაალეგორიაღანძილიქართული გვარისომხების გენოციდიატომიამერიკის შეერთებული შტატებიინდოეთიგარემოს დაცვასაქართველო VI საუკუნეშიწითელი წიგნილამპრობაჩრდილოეთი ამერიკაანტარქტიდარომისაქართველოს ქალაქებისტუმარ-მასპინძელიბარბიტურატებიმსოფლიო საეკლესიო კრებაგაპიროვნებადედამიწის სტრუქტურა🡆 More