ერნსტ რემი

ერნსტ იულიუს გიუნტერ რემი (გერმ.

28 ნოემბერი, 1887, მიუნხენი, გერმანიის იმპერია — გ. 1 ივლისი, 1934, მიუნხენი, მესამე რაიხი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე და ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი. ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი ახლო მეგობარი და Sturmabteilung-ის თანადამაარსებელი, მოგვიანებით კი მისი ხემძღვანელიც. 1934 წლის 1 ივლისს, გრძელის დანების ღამის დროს მოკლეს რაიხსკანცლერ ჰიტლერის ბრძანებით.

ერნსტ რემი
ერნსტ რემი

ადრეული ცხოვრება

ერნსტ რემი დაიბადა გერმანიის იმპერიის ქალაქ მიუნხენში. იყო ემილი და იულის რემის მესამე შვილი. იულიუს რემს, რომელიც რკინიგზის მოხელე იყო, აღწერდნენ როგორც „არასასიამოვნო კაცს“. რემი, ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, 1906 წლის 23 ივლისს, კადეტი რემი ჩაირიცხა ბავარიის სამეფო ქვეითი ჯარის X პოლკში, ხოლო 1908 წლის 12 მარტს ოფიცერის წოდება მიიღო. პირველი მსოფლიო ომის პირველ თვეებში სერიოზულად დაიჭრა ლოთარინგიის კანოთის ტყეში, რის გამოც მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაიარევი დარჩა. 1915 წლის აპრილში რემმა მიიღო პირველი ლეიტენანტის წოდება. 1916 წლის 23 ივნისს ვერდენში, თიამონტში მდებარე ფორტიფიკაციაზე შეტევის დროს მძიმედ დაიჯრა გულმკერდში, რის გამოც დანარჩენი ომი გაატარა საფრანგეთში და რუმინეთში, როგორც შტატის ოფიცერმა. დაჭრამდე სამი დღით ადრე, 1916 წლის 20 ივნისს რემს რკინის ჯვრის I ხარისხი მიენიჭა, ხოლო 1917 წლის აპრილში მიიღო კაპიტნის წოდება. 1918 წლის ოქტომბერში რემს ესპანური გრიპი შეეყარა. გრიპმა მილიონობით ადამიანი შეიწირა, თუმცა, რემი გადარჩა და ხანგრძლივი მკურნალობოს შემდეგ მწყობრში ჩადგა.

1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომი დასრულდა, თუმცა, რემმა გააგრძელა სამხედრო კარიერა და რაიხსვერის ადიუტანტად დაიწყო მუშაობა. როგორც ფრაიკორის წევრი, მონაწილეობდა ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის ლიკვიდაციაში. 1919 წელს რემი გაწევრიანდა გერმანელ მუშათა პარტიაში (DAP), რომელიც 1920 წელს „ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია“ გახდა. მალევე იგი შეხვდა ადოლფ ჰიტლერს, თავის პოლიტიკურ მომხრეს და მომავალ ახლო მეგობარს. მონაწილეობა მიიღო ნაცისტების მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაშიც (ლუდის პუტჩი), რომლის დროსაც უძღვებოდა Reichskriegsflagge-ს. მისი ხემძღვანელობის ქვეშ ნაცისტებს სამხედრო სამინისტრო 16 საათის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული.

ლუდის პუტჩი წარუმატებელი გამოდგა, რის გამოც მისი ორგანიზატორები, მათ შორის რემიც, დააპატიმრეს და 1924 წლის თებერვალში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლეს. რემს ციხეში ერთი წელი და სამი თვე უნდა გაეტარებინა, თუმცა, მას გაუმართლა და იგი პირობითად გაანთავისუფლეს.. ნაცისტების ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს, ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, მან ციხეში მხოლოდ 9 თვე გაატარა. ამ ცხრა თვეში ჰიტლერმა დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი ბრძოლა“ (Mein Kampf').

სქოლიო


Tags:

1 ივლისი1887193428 ნოემბერიSturmabteilungადოლფ ჰიტლერიგერმანელებიგერმანიის იმპერიაგერმანული ენაგრძელი დანების ღამედახმარება:IPA გერმანულისთვისმესამე რაიხიმიუნხენინაცისტური პარტია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს მდინარეების სიაყარსის ხელშეკრულებაკახეთიგველის პერანგიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიკოპენჰაგენიბიბლიასამცხე-ჯავახეთის მხარეაშშ-ის ისტორია29 აპრილიფაშიზმიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითმეტაბოლიზმიზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024გაერთიანებული ერების ორგანიზაციაეზიდებინიკო ფიროსმანისტეფანწმინდაახალციხე27 აპრილითეთრი დათვიაშშ-ის სამოქალაქო ომიშავი ზღვაპარიზის სამშვიდობო კონფერენციაჰიდროცეფალიაჩინეთიკომუნიკაციაქანი (გეოლოგია)პაბლო პიკასოევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ინგლისიავსტრიაფრიდრიხ ნიცშესაქალწულე აპკიქართული ფილმების სიაჰორმონებიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ტერენტი გრანელიდოფამინინიკო ნიკოლაძეზამთარიგიორგი III (საქართველოს მეფე)მზესეფსისიგარემოს დაცვაბოროდინოს ბრძოლამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითMicrosoftკილომეტრიადიშის ოთხთავიევროკავშირიშიდსითბილისის ზღვაპაოლო იაშვილიალუდა ქეთელაურიტოლგვერდა სამკუთხედიისტორიავულკანიდედა ენაქიმიური ელემენტიალცჰაიმერის დაავადებაგამზრდელი (პოემა)კავკასიონისტამბოლიალბერტ აინშტაინიიულიუს კეისარისაქართველოს სახელმწიფო დროშაშამქორის ბრძოლა (1195)ზლატან იბრაჰიმოვიჩისაქართველოს სამეფოფემინიზმიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიფარსმან II ქველითერგდალეულებივარსქენ პიტიახშირითმათავისუფლება (ფილოსოფია)🡆 More