ენდრუ ჯექსონი (ინგლ.
15 მარტი, 1767 — გ. 8 ივნისი, 1845) — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის მე-7 პრეზიდენტი (1829-1837), დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.
ენდრუ ჯექსონი Andrew Jackson | |
აშშ-ის მე-7 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1829 – 4 მარტი, 1837 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯონ კელჰუნი (1829-1832), არავინ (1832-1833), მარტინ ვან ბურენი (1833-1837) |
წინამორბედი | ჯონ კუინსი ადამსი |
მემკვიდრე | მარტინ ვან ბურენი |
ფლორიდის პირველი გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მარტი, 1821 – 21 ნოემბერი, 1821 | |
პრეზიდენტი | ჯეიმზ მონრო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 სექტემბერი, 1797 – აპრილი, 1798 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1823 – 14 ოქტომბერი, 1825 | |
წარმომადგენელთა პალატის წევრი ტენესიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 დეკემბერი, 1796 – 26 სექტემბერი, 1797 | |
დაბადებული | 15 მარტი, 1767 ლანკასტერ ქაუნტი, სამხრეთი კაროლინა |
გარდაცვლილი | 8 ივნისი, 1845 ნეშვილი, ტენესი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია, დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | რეიჩელ ჯექსონი |
საქმიანობა | პროკურორი, მოსამართლე, ფერმერი, ჯარისკაცი (გენერალი) |
ხელმოწერა |
დაიბადა შოტლანდიელ-ირლანდიური ემიგრანტის ოჯახში. სისტემატური განათლება არ მიუღია. მუშაობდა ადვოკატად სამხრეთ კაროლინაში, 1788 ტენესის პროკურორად დანიშნეს. მონაწილეობა მიიღო ტენესის ძირითადი კანონების შედგენაში (1796), შემდეგ ამ შტატის წარმომადგენელი იყო კონგრესში. ერთი ხნით ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას. ინგლის-ამერიკის ომის დაწყებისას, 1812 წელს ჯექსონი ტენესის შტატის პოლიციის უფროსად დანიშნეს გენერალ-მაიორის ჩინით, შემდეგ მთელი ჯარის სათავეში დააყენეს; 1815 წელს ნიუ-ორლეანთან სასტიკად დაამარცხა ინგლისელები. 1821 წელს ფლორიდის (რომელიც ესპანელებს წაართვეს) პირველი გუბერნატორი გახდა. ჰარვარდის უნივერსიტეტმა დაუცველად მიანიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ჯექსონის პორტრეტი გამოსახულია 20 დოლარიან ბანკნოტზე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ენდრუ ჯექსონი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.