ემი შუმერი

ემი ბეტ შუმერი (ინგლ.

1 ივნისი, 1981, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა ფილმში „შემთხვევით სექსუალური“ შესრულებული მთავარი როლით. ნომინირებული იყო ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე.

ემი შუმერი
ემი შუმერი
დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1981
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად უკრაინელი ებრაელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004-დღემდე
მეუღლე(ები) კრის ფიშერი
შვილ(ებ)ი 1

ბავშვობა

ემი შუმერი დაიბადა 1981 წლის 1 ივნისს მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. იგი არის სანდრა ჯეინ შუმერისა (ქალიშვილობის გვარია ჯონსი) და გორდონ დევიდ შუმერის შვილი. მამამისი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანიის მფლობელია. მას ჰყავს უმცროსი და, მწერალ კიმ შუმერის სახით. გარდა ამისა, ჰყავს ნახევარ-ძმა, ჯეისონ სტეინის სახით, რომელიც ჩიკაგოში ცხოვრობს და მუსიკოსია.

შუმერების ოჯახი წარმოშობით უკრაინელი ებრაელები არიან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომს ამერიკაში გაექცნენ. ემის ბიძაშვილია ამერიკელი სენატორი ჩაკ შუმერი.

ემი შუმერმა ებრაული სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც იგი ბალტიმორში, მერილენდში გადასახლდა, სადაც უმაღლეს განათლებას იღებდა ტოუსონის უნივერსიტეტში, რომელიც 2003 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ იგი ნიუ-იორკში დაბრუნდა, სადაც თავიდან თავის სარჩენად მიმტანად მუშაობდა.

კარიერა

ემი შუმერი 
ემი შუმერი ჟურნალის გარეკანზე, 2015 წლის ზაფხული.

ემი შუმერის სამსახიობო კარიერა 2004 წლის ივნისში დაიწყო გოთემის კომედიურ კლუბში დადგმული პატარა კომედიური წარმოდგენებით. უკვე 2006 წელს იგი გადაიღეს ფილმში „მოგონების გრძნობა“.

2007 წელს სერიალში „გოთემის ცხოვრება“ როლზე დაამტკიცეს, სადაც საკუთარ თავს განასახიერებდა. ასევე საკუთარი თავის როლს ასრულებდა შემდგომ სამ სერიალში.

მრავალი ეპიზოდური და პატარა როლის შესრულების შემდეგ, რომელთაგანაც ძირითადად საკუთარ თავს ასახიერებდა, 2013 წელს სერიალში „გოგონები“ დაამტკიცეს ენჯის როლზე. იგი სულ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა, თუმცა 2014 წლამდე თამაშობდა სერიალში.

2013-16 წლებში გადაიღეს სერიალი „ემი შუმერის შიგნით“ სადაც იგი თავის თავს ასახიერებდა. ამ სერიალში თამაშობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: ნატაშა ლიონი, ჯეიკ ჯილენჰოლი და ა.შ. ემი შუმერი თავად იყო ამ სერიალის რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი და მთავარი მოქმედი პერსონაჟიც.

2016 წელს ემიმ ანიმაციურ სერიალში „სიმფსონები“ გაახმოვანა მისის ბარნსი. იმავე წელს სერიალში „ბობის ბურგერები“ შეასრულა ახალგაზრდა ქალის როლი.

2018 წელს ფილმში „შემთხვევით სექსუალური“ დაამტკიცეს მთავარ, რენე ბენეტის როლზე. ეს ფილმი მისთვის განსაკუთრებული პოპულარობისა და აღიარების მომტანი აღმოჩნდა.

პირადი ცხოვრება

სხვადასხვა პერიოდში ემი შუმერს ურთიერთობა ჰქონდა დოლფ ზიგლერთან და კომიკოს ანტონი ჯესელნიკთან. 2018 წლის 13 თებერვალს მალიბუში, კალიფორნიაში ემი დაქორწინდა მზარეულ და ფერმერ კრის ფიშერზე. 2018 წლის ოქტომბერში მან პირველი ორსულობა დააანონსა. ფეხმძიმობის პერიოდში მან შიშველმა იპოზიორა ჟურნალისთვის The New York Times. 2019 წლის 5 მაისს ემი შუმერბა ბიჭი გააჩინა.

სქოლიო

Tags:

ემი შუმერი ბავშვობაემი შუმერი კარიერაემი შუმერი პირადი ცხოვრებაემი შუმერი სქოლიოემი შუმერი1 ივნისი1981ამერიკელებიაშშემის ჯილდოინგლისური ენამანჰეტენინიუ-იორკიოქროს გლობუსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კირჩხიბი (ასტროლოგია)იერუსალიმის სამეფომალტაფრენბურთიტრაპეციაფაშიზმიშინაური კატაგიორგი XIIდაუნის სინდრომიკავკასიონიმაიმუნებიავოკადომდინარებობ სინკლერისაჩხერეკანე კორსოთევზებირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიორალური სექსიადამიანიბუდიზმიჰექტარიღორის სოლიტერირუსეთისაქართველოს მდინარეების სიაარწივისტოიციზმიოდისეასულხან-საბა ორბელიანისაქართველო IV საუკუნეშიგერმანიარომის რესპუბლიკაალმასიასფიქსიაკუპიდონიქვეწარმავლებიბარსელონააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაეგვიპტეადოლფ ჰიტლერიმოსკოვიმურა დათვიშინაური ძაღლიქართველებისაქართველოეგზისტენციალიზმიასპინძის ბრძოლაეიფელის კოშკიმეტაფორაპრაიაატომიინდოეთიალექსანდრე ყაზბეგიჭინჭარიდუბაიმეორე მსოფლიო ომისისხლის მიმოქცევის სისტემაოლიმპიური თამაშებიგიორგობაბიჭვინთის ტაძარიარსებითი სახელიგეორგიევსკის ტრაქტატიქართული საბჭოთა ენციკლოპედიასელინ დიონიპრაღაძველი თბილისინიკოლოზ ბარათაშვილისიღნაღიერეკლე IIბუარაბთა სახალიფონიანგებიშვედეთითბილისის ისტორიამასონობათბილისის პანსიონები🡆 More