ელგუჯა მარღია (დ.
15 ივლისი, 1963) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი.
ელგუჯა მარღია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 ივლისი, 1963 (60 წლის) |
დაბადების ადგილი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
საქმიანობა | პოეტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | პოეზია და ესე |
გავლენა მოახდინეს |
ელგუჯა მარღია დაიბადა 1963 წლის 15 ივლისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში (პალურის თემი).
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის, ჟურნალ „ცისკარში“ ლიტმუშაკად. 2001-2004 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის პირველ არხის თანამშრომელი;სტუდია „პუბლიცისტისა“ და დილის პროგრამა „ალიონის“ ჟურნალისტი.
2003 წელს რუსულად გამოცემულ „მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგიაში“ გამოქვეყნდა ელგუჯა მარღიას რამდენიმე ლექსიც.
ელგუჯა მარღიამ, მანანა გეგიძესთან ერთად, 2003 წელს დააფუძნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“, რომლის ბაზაზეც შეიქმნა საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Brand News, რომელიც ატარებს ხოლმე ყოველწლიურ კონკურსს „ქართული ბრენდის დღე“.
2013 წელს გამოსცა 230 გარდაცვლილი ავტორის პოეზიის, პროზის, თარგმანების, ესეების, წერილების სამტომეული, სახელწოდებით „ხსოვნის ნათელი“.
2018 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს მიუძღვნა ელგუჯა მარღიას რობაიების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი!“ (იდეის ავტორი როსტომ ჩხეიძე, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ინსცენირება იოსებ ჭუმბურიძისა).
ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე, მანანა გეგიძე და შვილები.
ქართულად:
აზერბაიჯანულად:
ქართულ-ინგლისურად:
This article uses material from the Wikipedia ქართული article ელგუჯა მარღია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.