დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი

დიმიტრი კონსტანტინეს ძე მეღვინეთუხუცესიშვილი (მეღვინეთხუცესიშვილი; დ.

1815, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 6 დეკემბერი, 1878) — ქართველი ისტორიკოსი, მწერალი, თეატრის მოღვაწე.

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი დაიბადა საეკლესიო აზნაურის, კონსტანტინე მეღვინეთუხუცესიშვილის და ანა წინამძღვრიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. 1840-იან წლებში მსახურობდა რუსეთის არმიაში და მონაწილეობდა ბრძოლებში კავკასიელი მთიელების წინააღმდეგ. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის IV ხარისხის ორდენით. სამხედრო სამსახურს თავი მალევე გაანება და 1845 წლის დეკემბერში მუშაობა დაიწყო ქალაქ გორის სასამართლო კანცელარიაში, 1851 წელს — თბილისის სახელმწიფო კანცელარიაში.

1847 წლიდან თანამშრომლობდა საქართველოში მყოფ ფრანგ მეცნიერ მარი ბროსესთან. ბროსესთან ერთად შეკრიბა წარწერები, საბუთები, ხელნაწერები. შემდეგ მან დამოუკიდებლად იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და შეკრებილი მასალა გაუგზავნა პეტერბურგში ბროსეს, რომელმაც გამოაქვეყნა იგი რუსეთის აკადემიის მოამბეში. 1851 წელს მეღვინეთუხუცესიშვილი მონაწილეობდა ქართული თეატრის აღდგენაში. წერდა პიესებს, ლექსებს. 1852 წელს კავკასიის მთავარმართებელ მიხეილ ვორონცოვის დავალებით წამოიწყო არქეოლოგიური გათხრები უფლისციხეში, მაგრამ ბოლომე არ მიუყვანია. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა სოფელ ხიდისთავში. დაკრძალულია იქვე, ზედაველას სასაფლაოზე. მისი ხელნაწერი ნაშრომები, ნარკვევები და ისტორიული მასალები დაცულია პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა განყოფილებაში, მარი ბროსეს ფონდში. ჩვენამდე მოაღწია ისტორიული ხასიათის რამდენიმე ნაშრომმა: „მეფობა და ცხოვრება ერეკლე II-ისა“, „აღწერა გორთან მდებარე ეკლესიებისა, მონასტრებისა და მათ ზედა ღირსსახსოვარ წარწერათა სრულიად“, „მოგზაურობა გორთან, ხიდისთავსა შინა 1849­-სა წელსა“, „მოგზაურობა და მოხილვა იმერეთისა 1850 წელსა“.

ლიტერატურა

  • „საქართველოს კალენდარი“. 1896 წ. შედგ. ვ. გუნიას მიერ, თბ., 1895.
  • ხანთაძე შ., დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის წერილები მარი ბროსესადმი, „საისტორიო მოამბე“, 1952, ტ. 6.
  • ხუციშვილი ს., [რეც.] „გამოუცდელობა ანუ დროებითი განშორება საყვარელთა“ [დ. მეღვინეთუხუცესიშვილის პიესის დადგმის გამო ქ. გორში 1845 წ.], „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1950, 21 მაისი, № 21.
  • ხანთიძე, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 635.
  • ი. ალიმბარაშვილი, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 2016. ISBN 9941251916.

Tags:

181518786 დეკემბერიგორის მუნიციპალიტეტიქართველებიხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვიქტორ დოლიძესულეიმან Iდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ვენის კონგრესიიაპონიაპოლიტიკური გეოგრაფიასტოიციზმიალექსანდრე ყაზბეგიეპილეფსიაშიზოფრენიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიეპითეტიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)საქართველოს ოქროს ხანასაფრანგეთიზვიად გამსახურდიასიმონ Iმიგრაციათითაობარითმადემოკრატიათეთრი დათვიკურო (ასტროლოგია)ივანე ჯავახიშვილიარაგვილიბერალიზმიერთა ლიგაბაში-აჩუკიუკრაინაჩარლი ჩაპლინიAndroidსამკურნალო მცენარეებისიოგუნიამერიკის შეერთებული შტატებისაქართველო XV საუკუნეშილეჩხუმითევზები (ასტროლოგია)ალკოჰოლიზმიდავით სარაჯიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციაენგურის ჰიდროელექტროსადგურითხის რქა (ასტროლოგია)საქართველო IX-X საუკუნეებშიკოლოსეუმიმიხეილ ხერგიანირუსეთ-საქართველოს ომი (2008)მარტივი რიცხვიღამურამაიმუნებიმაჰმადისომხეთ-საქართველოს ომიმთალადო ასათიანიჟანა დ’არკიმოსკოვირუსეთის იმპერიასამებაFacebookმონაკობიზანტიის იმპერიაშარკა ბლუგველის-მჭამელიმალდივის რესპუბლიკაჩინეთისაათი (ერთეული)ინტერნეტიბიძინა ჩოლოყაშვილინიკო ბაგრატიონიკრწანისის ბრძოლასეფსისიზმნასხალთის ტაძარიმარო მაყაშვილიანტარქტიდაბათუმიდიდი პანდაკოსმოპოლიტიზმიპრიზმა🡆 More