დიმიტრი კანტემირი

დიმიტრი კანტემირი (რუმ.

26 ოქტომბერი, 1673, მოლდოვის სამთავრო — გ. 1 სექტემბერი [ძვ. სტ. 21 აგვისტო], 1723, დმიტროვსკი, რუსეთის იმპერია) — მოლდოვის და რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე. მოლდოვის სამთავროს გოსპოდარი (1693, 1710-1711 წწ.).

დიმიტრი კანტემირი
დიმიტრი კანტემირის პორტრეტი

დაიბადა მოლდოვის სოფელ სილიშტენში გოსპოდარ კონსტანტინ კანტემირის ოჯახში. 1687-1691 წლებში კონსტანტინოპოლში მძევლად ყოფნის პერიოდში შეისწავლა თურქული და სპარსული ენები. სწავლობდა ასევე ისტორიას, არქიტექტურას, ფილოსოფიასა და მატემატიკას. 1710 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს დაინიშნა მოლდოვის მთავარად. 1711 წელს პეტრე I-ტან დადო ლუცკის ხელშეკრულება ოსმალეთის საწინააღმდეგოდ. ხელშეკრულების თანახმად მოლდოვამ შეინარჩუნა ავტონომია და გადავიდა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ.

კანტემირს სურვილი ჰქონდა გადაერჩინა თავისი ქვეყანა ოსმალეთის ბატონობისაგან. ის ვალდებული იყო ეცნობებინა პეტრესათვის თურქეთის საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულება შედგებოდა 17 პუნქტისაგან და მთავარი დებულებები მიტროპოლიტ გედეონის მიერ 1686 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით მეორდებოდა. მოლდოვეთის ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა მოსკოვის გავლენა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი. შეუნარჩუნდა პრივილეგიები მოლდოვეთის ბოიარებს. სამეფო ტახტი გადავიდა კანტემირების დინასტიის ხელში. მოლდოვეთს უნდა დაბრუნებოდა ოსმალების მიერ წართმეული მიწა და განთავისუფლებულიყო ხარკისგან. ქვეყანა უნდა გათავისუფლებულიყო თურქების ზეგავლენისგან. ხელშეკრულებამ გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, მაგრამ ზოგიერთი თავადი ოსმალეთთან დაპირისპირების წინააღმდეგი იყო. ხელშეკრულება ხელსაყრელი იყო მოლდოვეთისთვის. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში თურქეთის გავლენა შემცირდებოდა მოლდოვეთზე, ხოლო რუსეთის გავლენა უფრო გაიზრდებოდა.

პრუტის ლაშქრობის შემდეგ დადებული ხელშეკრულების შემდეგ ლუცკის ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა. მოლდოვეთი დარჩა თურქების ვასალი და დიმიტრი კანტემირი გაიქცა რუსეთში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

დიმიტრი კანტემირი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

1 სექტემბერი1673172326 ოქტომბერიმოლდოვის სამთავრორუმინული ენარუსეთის იმპერია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კოლხეთის სამეფოენდომეტრიოზიქვემო ქართლის მხარეზენონი (იარაჯული)მთვარეაკაკი წერეთელიკონსტანტინოპოლის დაცემასაქართველოს პარლამენტიარწივიესპანეთირუსეთ-საქართველოს ომი (1921)სამხრეთი კორეაზებულონისტივენ სიგალიმაროკოთვალიჰექტარიბიუროკრატიაენერგიაცივი ომიმარჯნის რიფითრომბოციტებიჰაერის დაბინძურებაზვიად გამსახურდიაელექტრობამწერებივახტანგ VIსაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიმცხეთაანტანტააშშ-ის ისტორიაბუდიზმიერთა ლიგასაქართველოს სატელეფონო კოდებიარაბთა გაერთიანებული საამიროებივირუსებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიჰიდროცეფალიაარგონავტები69 (სექსუალური პოზა)პი (რიცხვი)ცენტნერისაქართველოს კონსტიტუციაავსტრიაანდებიბარდა სკლიაროსიშაშვიგელათის მონასტერიტერორიზმიერეკლე IIცილებილითოსფეროლავრენტი ბერიანარიყალამთაბახტრიონის ბრძოლაარალის ზღვასუვერენიტეტიფეხბურთიინგლისიამერიგო ვესპუჩისაფრანგეთის რევოლუციააზოტიებრაელებიბათუმიგაერთიანებული ერების ორგანიზაციანიკო ნიკოლაძებუნებრივი რესურსებიეოზონოფილებითბილისის პანსიონებისაქართველოს სსრ წითელი წიგნიმდგრადი განვითარებავეფხისტყაოსანიდეციმეტრიკვადრატული მეტრიბირთვული იარაღიხელოვნური ინტელექტიპანეტონე🡆 More