ლუცკის ხელშეკრულება

ლუცკის ხელშეკრულება — საიდუმლო ხელშეკრულება მოლდოვეთის მმართველის, დიმიტრი კანტემირსა და რუსეთის მეფის პეტრე I-ს შორის, რომლის თანახმადაც მოლდოვეთმა შეინარჩუნა ავტონომია და გადავიდა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1711 წლის 13 აპრილს ლუცკში.

კანტემირს სურვილი ჰქონდა გადაერჩინა თავისი ქვეყანა ოსმალეთის ბატონობისაგან. ის ვალდებული იყო ეცნობებინა პეტრესათვის თურქეთის საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულება შედგებოდა 17 პუნქტისაგან და მთავარი დებულებები მიტროპოლიტ გედეონის მიერ 1686 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით მეორდებოდა. მოლდოვეთის ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა მოსკოვის გავლენა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი. შეუნარჩუნდა პრივილეგიები მოლდოვეთის ბოიარებს. სამეფო ტახტი გადავიდა კანტემირების დინასტიის ხელში. მოლდოვეთს უნდა დაბრუნებოდა ოსმალების მიერ წართმეული მიწა და განთავისუფლებულიყო ხარკისგან. ქვეყანა უნდა გათავისუფლებულიყო თურქების ზეგავლენისგან. ხელშეკრულებამ გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, მაგრამ ზოგიერთი თავადი ოსმალეთთან დაპირისპირების წინააღმდეგი იყო. ხელშეკრულება ხელსაყრელი იყო მოლდოვეთისთვის. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში თურქეთის გავლენა შემცირდებოდა მოლდოვეთზე, ხოლო რუსეთის გავლენა უფრო გაიზრდებოდა.

პრუტის ლაშქრობის შემდეგ დადებული ხელშეკრულების შემდეგ ლუცკის ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა. მოლდოვეთი დარჩა თურქების ვასალი და დიმიტრი კანტემირი გაიქცა რუსეთში.

ლიტერატურა

  • Густерин П. В. Первый российский востоковед Дмитрий Кантемир. — М.: Восточная книга, 2008
  • Молчанов Н. Н. Дипломатия Петра Великого. — М.: Международные отношения, 1990
  • Мохов Н. А. Молдавия эпохи феодализма. — Кишинёв: Картя Молдовеняскэ, 1964

Tags:

1711დიმიტრი კანტემირიმოლდოვეთიპეტრე I დიდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დათა თუთაშხიაზუგდიდიქაშვეთის ეკლესიამელასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიფესახირომბიამფიბიებიპორტუგალიაგერგეტის სამების ეკლესიაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაფარსმან II ქველიმუშთაიდის ბაღიმგელიდეციმეტრივიეტნამი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაიასამანიკოპენჰაგენიაზიაათეროსკლეროზიქართული გვარიფილტვებირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)დავითგარეჯატრეფიკინგიაშშ-ის ისტორიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიბახტრიონის ბრძოლასეტყვაუქმე დღეები საქართველოშიჯონჯოლისასწორი (ასტროლოგია)ქეთევან დედოფალიჟან-მიშელ ბასკიანათურაინგლისის რევოლუციაარსებითი სახელიალკოჰოლიზმიეპილეფსიამუხანიკორწმინდამიუზიკლიშავი ზღვაათენიალუმინირუმინეთინარიყალაცადამაყვანახეოფსის პირამიდაპარალელოგრამისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024კუბური მეტრიაფხაზეთიგლიცინიავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ფსორიაზიუინსტონ ჩერჩილიარჩვიფუტიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებილეიკოციტოზიელინიზმიარგონავტებისიმკვრივეჩარლი ჩაპლინიკვიპროსიტოლგვერდა სამკუთხედისაქართველოს სსრ წითელი წიგნირიონიზაფხულიჰიდრავლიკაბარბიტურატებიმცხეთის ჯვრის მონასტერიდავით გურამიშვილინატრიუმიზმნიზედა🡆 More